სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

დაბალკალორიული პროდუქტების რეიტინგი 

dabalkaloriuliმეცნიერებმა დიეტოლოგებთან ერთად შეადგინეს 10 ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტების სია. სიაში მოხვდნენ სრულიად განსხვავებული პროდუქტები, დაწყებული ბანანიდან, დამთავრებული გამომცხვარ კარტოფილამდე, – იუწყება NewsMe.com.ua, ჟურნალ “LadyHealth “ მიხედვით.
აი, ასე გამოიყურება ყველაზე დაბალკალორიული და ამასთანავე სასარგებლო პროდუქტების რეიტინგი:
1. სტაფილო – მასში შემავალი კაროტინი საკმაოდ ადვილად ასათვისებელია და ამასთანავე იცავს ადამიანს ახლომხედველობისაგან. სტაფილო შესანიშნავად მოქმედებს კანსა და თმებზე.
2. ბანანი – სეროტინისა (ბედნიერების ჰორმონის) და ფოსფორის მთავარი წყაროა. ბანანი ეფექტურად კლავს შიმშილის გრძნობას.
3. ზეთისხილი – მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზეთისხილი გვეხმარება წონის დაკლებაში; დადებითად მოქმედებს მოდუნებულ კანზე.
4. კიტრი – მასში ოპტიმალური თანაფარდობითაა თუთია, პროტეინი და კალციუმი. დადებითად მოქმედებს ფრჩხილებზე.
5. შოკოლადი – დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რომლებსაც პირველ რიგში შეიცავს კაკაოს ზეთი. ანტიოქსიდანტები ააქტიურებენ იმუნურ სისტემას 100%-ით. შოკოლადი არამარტო გემრიელი ნუგბარია, არამედ ძალზე სასარგებლო პროდუქტიც, რომელიც ეხმარება ტვინს მუშაობაში.
6. ჟოლო – ცნობილია, რომ ჟოლოში დიდი რაოდენობითაა აცეტილსალიცილის მჟავა, რის გამოც იგი იდეალურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად ითვლება.
7. გამომცხვარი კარტოფილი – შეიცავს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორებს, რომლებიც ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის დონესა და გვეხმარებიან წონის დაკლებაში. გამომცხვარი კარტოფილი ასევე შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც არეგულირებს საჭმლის მონელებას.
8. ნუში – მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, B ვიტამინითა და კალციუმით. გარდა ამისა, ეფექტური მატონიზირებელი საშუალებაა.
9. ბროკოლი – ძალზე მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისათვის; ამავე დროს მაგნიუმი თავის ტვინის მოქმედების მასტიმულირებელი საშუალებაცაა
10. ორაგულიანი ბუტერბროდი – შეგმატებთ ენერგიას, ერთდროულად მიიღებთ ნახშირწყლებსა და ცილებს.

აღებულია http://topnews.ru/news_id_33290.html

იხ. დიეტები

 

Viewed 18156 times by 8308 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka