დიეტა გათვლილია 3 დღეზე. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს ზომიერი, გადაძღომის გარეშე. დიეტა საკმაოდ მოსახერხებელი და ადვილად გადასატანია. იგი მიეკუთვნება დაბალკალორიული დიეტების რიცხვს (დაახლოებით 900 კალორია დღე-ღამეში), თუმცა მასში შემავალი პროდუქტები ისეა შერჩეული, რომ მისი დაცვა არ გაგიჭირდებათ.
I დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი პური, 2 სუფრის კოვზი არაქისის პასტა ან მურაბა.
მე-2 საუზმე: ½ გრაიპფრუტი
ლანჩი: ½ ქილა ტუნეცი ზეთში (tuna), 1 ნაჭერი პური, 4 ბოლოკი.
სადილი: 100 გრამი კანგაცლილი და უცხიმო ქათმის ხორცი, 1 ჭიქა მოხარშული მწვანე ლობიო, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ნაჭერი ხრამუნა პური. დაჭერით ქათამი თხლად, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი და მუდმივი მორევით სწრაფად შევწვათ მშრალ ტეფალის ტაფაზე.
ძილის წინ: 1 ვაშლი.
II დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 კვერცხი (ნებისმიერი სახით – მოხარშული, თოხლოდ, ომლეტი), 1 ნაჭერი პური.
მე-2 საუზმე: 1 ბანანი.
ლანჩი: 1 ჭიქა ხაჭო, 4 ბოლოკი, კამა, 5 კრეკერი.
სადილი: 2 სოსისი, 1 ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ½ ჭიქა სტაფილო, 1 ნაჭერი ხრამუნა პური.
ვარიანტი – შესაძლებელია შეცვალოთ: ბროკოლი + სტაფილო – 1 ჭიქა დიეტური ბორშჩით.
ძილის წინ: ჩაი, 2 შავი ქლიავი.
III დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 5 კრეკერი, 1 ნაჭერი ყველი.
მე-2 საუზმე: 1 ვაშლი.
ლანჩი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი (ახალი ან დამარილებული), 4 ბოლოკი, 1 ნაჭერი პური.
სადილი: ½ ჭიქა ტუნეცი, 1 ჭიქქა მოხარშული ჭარხალი, 1 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ხრამუნა პური.
ვარიანტი: ტუნეცი შესაძლებელია შეცვალოთ 200 გრამი ქათმის ხორცით, მომზადებული ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი.
ძილის წინ: ნესვი ½ (პატარა ზომის), ან 1 ვაშლი.
Viewed 36507 times by 11882 viewers


