გაღივებული ხორბლის დიეტა

წონის კორექციისათვის, დიეტებთან ერთად და დამოუკიდებლად, ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. მათ გასაცნობად და გამოსაწერად დააკლიკეთ ტექსტის გასწვრივ მეტობის ნიშანს >>>
……ვიბრომასაჟორი  >>>
……ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები  >>>
……ანტიცელულიტური ქილები  >>>
……ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები  >>>
……ელექტრომასაჟორები  >>>
……გასახდომი კორსეტები  >>>
……გასახდომი საუნა-შორტები  >>>
……კუნთების სტიმულატორები  >>>
……გასახდომი ჩაი   >>>
……ანტიცელულიტური სკრაბები  >>>
……ანტიცელულიტური კრემები  >>>
……ანტიცელულიტური ზეთები  >>>
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებშიhttp://www.medgeo.net/2016/05/18/wonis-koreqciis-sasualebebi/

გაღივებული ხორბლის დიეტა

გაღვივებულ ხორბალს უძველესი დროიდან იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ხალხში დაგროვდა დიდი გამოცდილება მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების თვალსაზრისით. მარცვლეული – მიძინებული ორგანიზმია, რომლის გარსის ქვეშაც ინახება ერთგვარი ენერგია საკუთარი გვარის გაგრძელებისათვის. გაღვივების მომენტში ის იძლევა ახალგაზრდა ორგანიზმის კვებისათთვის საჭირო ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს: ენზიმებს, მიკროელემენტებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ხორბლის ღივების სახით ჩვენ ვიყენებთ ბუნებისაგან ბოძებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს. 

აი რას წერს გაღვივებული ხორბლის შესახებ მკვლევარი ენი ვაგმორი: ”ჩვენს მიერ 20 წლის განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტული სამუშაოს შედეგები ადასტურებს ხორბლის ღივების, სიცოცხლის ბუნებრივი ელექსირის, მასტიმულირებელი მოქმედების ეფექტურობას – კერძოდ მის ზემოქმედებას ნებისმიერ ასაკში ადამიანის ორგანიზმის განვითარების კოოორდინაციაზე, ნივთიერებათა ცვლის და ნერვული სისტემის ორგანიზაციაზე”. ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გაღვივებული ხორბალი გენიალური ”მენაგვეა”: ის ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე შლაკებისაგან. მას შეუძლია გახსნას შეწებებული მასა, რომელიც წარმოიქმნება და გროვდება ნაწლავებში და ორგანიზმს იცავს ისეთი საშინელი დაავადებისაგან, როგორიცაა კიბო.

მეცნიერებისა და ნატუროპათების დასკვნით, გაღვივებული ხორბალი:

• არეგულირებს და აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს, იწვევს მათ სტაბილიზაციას;

• აახალგაზრდავებს ორგანიზმის ყველა სისტემას;

• ებრძვის ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს, ხელს უწყობს პოლიპების, ფიბრომების გაწოვას;

• ხელს უწყობს სისხლის გამდიდრებას ჟანგბადით;

• ზრდის ორგანიზმის ამტანობას სიცივისადმი;

• ხელს უშლის სხვადასხვა ინფექციებისა და ანთებითი დაავადებების განვითარებას;

• ორგანიზმიდან გამოყავს უჯრედის ცხოველმყოფელობის პროდუქტები, ტოქსინები, ჭარბი ქოლესტერინი და სხვა მავნე ნივთიერებები;

• ამაღლებს იმუნიტეტს;

• აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს;

• ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას;

• აღადგენს თმის სტრუქტურას;

• იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას;

• ახანგრძლივებს სიცოცხლეს აქტიური ცხოვრების შენარჩუნებით.

დაიმახსოვრეთ, სასარგებლოა ნებისმიერი სახის გაღვივებული მარცვლეული, თუმცა მათ შორის უპირატესობა მაინც ხორბალს ენიჭება. ხორბლის გაღვივების რამოდენიმე ხერხი არსებობს. აი, ერთ-ერთი მათგანი: 80-100გრ. ხორბალი უნდა გადაირჩეს, გაირეცხოს გამდინარე წყალში 2-3-ჯერ. მოთავსდეს ფაიფურის ან სხვა სახის ჭურჭელში არაუმეტეს 2-3სმ-იანი სისქით. ასხამენ წყალს ისეთი რაოდენობით, რომ ზედა შრეში არსებული მარცვლები ოდნავ ეხებოდეს წყალს, დაფარავენ მარლით და ტოვებენ ამ ფორმით დაახლოებით 22 გრადუსზე. 24-30 საათის შემდეგ ხორბალს გაუჩნდება პატარა თეთრი ნაზარდი, რომლის 2-3 მმ ზომის მიღწევის შემდეგ  ხორბალი თავიდან უნდა გაირეცხოს. ეს არის სწორედ გაღვივებული ხორბალი. გამოსაყენებლდ ის უნდა დაიფქვას ხორცსაკეპ მანქანაში ან ყავის საფქვავში. გამოიყენება საკვებში ძირითადად უმი სახით, ან მინიმალური თერმული დამუშავების შემდეგ. უნდა დაიღეჭოს ნელა (50-60 საღეჭი მოძრაობა, 1 ჩაის კოვზი დაფქული ხორბალი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში)! მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ორგანიზმი პირის ღრუში წარმოქმნილ ბუნებრივ ელექსირს. თუკი დაღეჭვის პროცესი გაძნელებულია, შეიძლება დაღერღილ ხორბალს დავასხათ 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალი, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ გავწუროთ – ასე მიიღება ხორბლის  რძე, რომელიც ასევე სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს.

ანალოგიურად მზადდება სხვა მარცვლეული პროდუქტებიც, რომელთაც მაქსიმალური ბიოლოგიური ღირებულება აღენიშნებათ 1-1,5 სმ ზომის მქონე ღივების არსებობისას. ასეთი სახით მომზადებული მარცვალი მდიდარია ვიტამინებით, გასაკუთრებით В ჯგუფისა და Е ვიტამინით (მათი რაოდენობა 6-ჯერ იზრდება გაღვივების დროს), ასევე ფერმენტებით, მიკროელემენტებით (შეიცავს გარსი). გარდა ამისა, ხორბალში შემავალი ცილების გადამუშავების დროს წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერებები – ენდორფინები. ადგილი აქვს სახამებლის გარდაქმნასაც, რის გამოც ეს პროდუქტი უფრო ახლოს დგას ნახშირწყლოვან ბოსტნეულთან, ვიდრე სახამებლის შემცველ პროდუქტებთან. ყველა ეს პროდუქტი აუცილებელია უჯრედების წარმოქმნისათვის, იგი აძლიერებს როგორც ადამიანის სხეულს, ასევე ფსიქიკას. მეცნიერების დაკვირვებით, ყოველდღიურად 50-100 გრ ასეთი ხორბლის მოხმარებისას გაუმჯობესდა მხედველობა, მოძრაობის კოორდინაცია, თმის ფერი და სისქე, კბილების მდგომარეობა, მთლიანობაში ადამიანის ჯანმრთელობა, გუნებ-განწყობა და ფიზიკური შრომისუნარიანობა. რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა იმუნიტეტი – ადამიანები აღარ ხდებოდნენ ავად მწვავე რესპირატორული ვირუსული დავადებებით.

გასათვალსიწინებელია, რომ გაღვივებული მარცვლეული იწვევს ორგანიზმის გაგრილებას, ამიტომ ცივ და ნესტიან ამინდში უმჯობესია მიირთვათ მისგან დამზადებული პური ან წვნიანი კერძი (მინიმალური თერმული დამუშავებით). შეიძლება ასეთ გატარებულ ხორბალს დაუმატოთ თაფლი გემოვნებით (ის ასრულებს კონსერვანტის როლს) ან ზეთი. ასევე სასარგებლოა სტაფილოს წვენის, გატარებული ჭარხლის ან სხვა ბოსტნეულის, სხვადასხვა სახის მწვანილის, ასევე სუნელების დამატება ორგანიზმის საჭიროების ან გემოვნების გათვალისწინებით. შეიძლება ხორბლის გადარევა ნებისმიერ ფაფაში ან სალათში. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს პროდუქტი ადრეულ გაზაფხულზე და ზამთარში. ამ დროს შეიძლება მას დაემატოს სხვადასხვა ხილის წინასწარ დამბალი ჩირი: გარგარი, ვაშლი, ქიშმიში, მსხალი და სხვ. მომზადებული ნარევები შეიძლება შევინახოთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში ცალკეული პაკეტების სახით და მივირთვათ ყოველ დღე. ცივ ამინდში უნდა მივიღოთ შემთბარი სახით.

http://bt-lady.com.ua აღებულია საიტიდან http://www. medportal. ge/index.php?act=newsfull&Id= 4287&catId = 49

იხ. სხვა დიეტები >>>

…..