მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე

დიეტაჩვენებები:
- მწვავე ჰეპატიტი და ქოლეცისტიტი გამოჯანმრთელების სტადიაში;
- ქრონიკული ჰეპატიტი;
- ქოლეცისტიტი და ნაღვლკენჭოვანი დაავადება (გამწვავების გარეშე)
- ღვიძლის ციროზი, რასაც არ ახლავს ღვიძლის უკმარისობა.

ზოგადი დახასიათება:
- ცილებისა და ნახშირწყლების ფიზიოლოგიურად ნორმალური შემცველობა, ძნელლღობადი ცხიმების, აზოტოვანი ნივთიერებებისა და ქოლესტერინის შეზღუდვით.
- კერძი იხარშება ან მზადდება ორთქლზე.

ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
ცილები – 100 გრ
ცხიმები – 80 – 90 გრ (30% მცენარეული)
ნახშირწყლები – 400 – 500 გრ
ენერგოღირებულება – 2800 – 3000 კკალ

რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
წინადღის გამომცხვარი პური;
ბოსტნეულის, ბურღულეულის, რძის სუპები, ვეგეტერიანული ბორშჩი და შჩი;
ბოსტნეული, კენკრა.

იკრძალება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ახალი პური, ერბოზელილი ფუნთუშეული;
ხორციანი, თევზისა და სოკოს ბულიონები; ცხიმიანი ხორცი და თევზეული, კონსერვები, შებოლილი ხორცეული და თევზეული.
ნაღები, რძე – 6% ცხიმიანობის;
მარცვლეული, მჟაუნა, ბოლოკი, მწვანე ხახვი, ნიორი, დამწნილებული ბოსტნეული; შოკოლადი, შავი ყავა, კაკაო;
ღორის, ცხვრისა და საქონლის ლორი;
კულინარიული ცხიმები.

აღებულია http://diet-diet.ru/ves/dieta-85.htm

ხ. სხვა დიეტები >>>

Viewed 2787 times by 1398 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri