ორსულობის მე-3 კვირა

ორსულობის მე-3 კვირა

სპეციალური საიტი ორსულთათვის www.medgeo.net-ისაგან. დეტალურადაა აღწერილი ნაყოფისა და დედის განვითარება-მდგომარეობა თითოეული კვირის მიხედვით; თან ახლავს საილუსტრაციო ფოტო და ვიდეო მასალა. რაც მთავარია – ამ გვერდიდან  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დისტანციური კონსულტაციები სპეციალისტებისაგან.

ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია. მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. სანაყოფე კვერცხის იმპლანტაცია საშვილოსნოს კედელში ხდება განაყოფიერებიდან დაახლოებით მე-6-7 დღეზე. ეს პროცესი გრძელდება 40-42 საათი.

შეგიძლიათ შეაჩიოთ და გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”:

 ამ დროს გარეთა უჯრედები ფესვისებურად ჩაიზრდებიან საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, სწრაფად იზრდებიან და იტოტებიან. განტოტებების შიგნით წარმოიქმნება წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც შემდგომში კვებავენ ახალ ორგანიზმს მის დაბადებამდე. ამიერიდან სანაყოფე კვერცხს ჩანასახს, ან ემბრიონს უწოდებენ. როგორც კი მოხდება იმპლანატაცია, ემბრიონის ზრდა-განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად მატულობს. ჩანასახის გარეშე ნაწილები ფორმირდება იმავე განაყოფიერებული კვერცხიდან, საიდანაც ვითარდება ნაყოფი და აქვთ ერთნაირი გენეტიკური მასალა. მათ მიეკუთვნება: ამნიონი, პლაცენტა და ჭიპლარი. ვინაიდან ეს ნაწილები ისეთივე გენეტიკური კოდის მატარებლები არიან, ამიტომ სანაყოფე წყლების გამოკვლევით შესაძლოა დადგინდეს ნაყოფის მემკვიდრულობა, სქესი და განვითარება. ასეთ გამოკვლევას და ამნიონის სითხის ამოღებას ამნიოცენტეზი ეწოდება.

ძალიან ბევრმა ქალმა ორსულობის მესამე კვირაზე ჯერ კიდევ არ იცის რომ ორსულადაა. თუმცა ზოგიერეთები ამტკიცებენ, რომ პირველივე დღიდანვე, ჩასახვისთანავე იგრძნეს დაორსულება. ამიერიდან საჭიროა კვების, ფიზიკური დატვირთვისა და დასვენების სწორი რეჟიმის შერჩევა. ამ პერიოდიდან ნებისმიერი წამალი, რომელსაც თქვენ მიიღებთ იმოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე. ამიტომ საჭიროა კონსულტაცია გინეკოლოგთან.

ორსულობის პირველი ნიშნები

ყველა ქალს ორსულობის სხვადასხვა ნიშნები აქვთ. ზოგიერთი საერთოდ ვერ გრძნობს ვერანაირ ცვლილებებს, ზოგს კი ერთ კვირაში ეწყება ტოქსიკოზი. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა გამოყოფს შემდეგ ნიშნებს: – მკერდის მომატებული მგრძნობელობა და ზოგჯერ მტკივნეულობაც; – ადვილად დაღლა; – ხშირი შარდვა; – მომატებული მგრძნობელობა სუნების მიმართ; – მადის მომატება; – გულისრევა – ბაზალური ტემპერატურის მომატება (37, 0 და ზემოთ) – მცირედი სისხლდენა ან მოყავისფრო გამონადენი საშოდან.

ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე”>>>


აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20  21 22 23 24 25,
 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”