[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირა

სპეციალური საიტი ორსულთათვის www.medgeo.net-ისაგან. დეტალურადაა აღწერილი ნაყოფისა და დედის განვითარება-მდგომარეობა თითოეული კვირის მიხედვით; თან ახლავს საილუსტრაციო ფოტო და ვიდეო მასალა. რაც მთავარია – ამ გვერდიდან  თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დისტანციური კონსულტაციები სპეციალისტებისაგან 

ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე  ნაყოფი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 0,36-დან 1 მმ-მდეა. მე-4 კვირიდან იწყება ნაყოფის განვითარების ემბრიონული პარიოდი, რომელიც გრძელდება ორსულობის მე-10 კვირის ბოლომდე.

ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე იწყება ბავშვის ყველა ორგანოს ფორმირება და განვითარება; ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებასაც კი იწყებს. ამ პერიოდში წამროიქმნება სამი სახის ჩანასახოვანი ფურცელი. სწორედ ისინი წარმოადგენენ საწყისს სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს ფორმირებისათვის. შიგნითა შრე – (ენდოდერმა) – პასუხისმგებელია ფილტვების, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პანკრეასის განვითარებაზე. შუა ფურცლიდან (მეზოდერმა) – ვითარდება ჩონჩხი, კუნთები, თირკმლები, სისხლძარღვები და გული. გარეთა ფურცელიდან – (ექტოდერმა) – ფორმირდება კანი, თმები, თვალის ბროლი, კბილის მინანქარი, ნერვული სისტემა.

შემდგომში თითოეული ფურცლის უჯრედები იკავებენ თავთავის ადგილებს. იწყება ემბრიონის თავის ფორმირება. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისათვის.

ორსულობის მე-4 (მეოთხე) კვირაზე აქტიურად ვითარდება ჩანასახისგარე ორგანოები (ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი). სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნაყოფის კვებას, სუნთქვას და სხვ. ქორიონი ხელს უწყობს პლაცენტის გენერაციას, ხოლო ამნიონი – სანაყოფე ბუშტისას. ორსულობის პირველი 12 კვირა თქვენი მომავალი ბავშვის განვითარებაში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და კრიტიკული პერიოდია. იწყება პლაცენტის ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების წარმოქმნაში, ასევე უზრუნველყოფს ბავშვს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ყვითელი სხეული

როდესაც ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი დატოვებს საკვერცხეს, გამსკდარი ფოლიკულის ადგილზე წარმოიქმნება ე. წ. ყვითელი სხეული (corpus luteum). ყვითელი სხეული სითხით ავსებული პატარა ბუშტუკია. მასში ხდება სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონთა პროდუცირებისათვის, როგორიცაა პროჟესტერონი, რომელიც აუცილებელია ადრეულ სტადიებზე ორსულობის შესანარჩუნებლად. ყვითელი სხეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ კვირეებზე, ვინაიდან გამოიმუშავებს პროჟესტერონს. მოგვიანებით, ორსულობის მე-8 – 12 კვირაზე, ამ ფუნქციას თავის თავზე იღებს პლაცენტა. ყვითელი სხეული დაახლოებით ცოცხლობს 6 თვემდე.

აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20  21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 412. ორსულობა და მშობიარობა


Comments are closed.

vaka