ბავშვი 4 თვის ასაკში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♥ ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
♥ მატყუარა საწოვარა ბისფენოლ A -ს გარეშე
♥ დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი
♥ კომბინეზონები გოგონებისთვის
♥ კომბინეზონები ბიჭუნებისთვის

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვი

ოთხი თვის ბავშვი თქვენ უკვე აღგიქვამთ როგორც მისგან დამოუკიდებელ პიროვნებას. ის უკვე სულიად გაცნობიერებულად გამოხატავს სიხარულს ოჯახის წევრებისა და მისთვის ნაცნობი ადამიანების დანახვისას. ძალიან მოსწონს როცა ,,ესაუბრებით“.
ამ პერიოდში იცვლება ბავშვის თმის სტრუქტურა და ფერი. ღინღლები თანდათანობით ცვივა და მათ ადგილზე ახალი თმა იზრდება. ასევე იცვლება თვალის ფერიც.
თუკი კბილებიც დაიწყებენ ამოჭრას, ბავშვს გაუძლიერდება ნერწყვდენა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდბა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში. თანდათან უმაგრდება კუნთები. მუცელზე წოლისას, ხელებზე დაყრდნობით, უჭირავს მხრები და თავი. თვის ბოლოს ბავშვს უკვე კარგად უჭირავს თავი.
ატრიალებს ყველა მიმართულებით და სწევს მაღლა ზურგზე წოლისას, ცდილობს რა დაინახოს საკუთარი ფეხები. შეუძლია ფეხების მაღლა აწევა, ასე, რომ სწვდება საკუთარ მუხლებს ან ფეხის თითებს.
ბავშვს უკვე ისევე კარგად ესმის, როგორც მოზრდილ ადამიანს. არჩევს ხმის წყაროს და რეაგირებს მუსიკაზე. მოსწონს როცა თავად რაიმე ხმებს გამოსცემს.
თვის ბოლოს უკვე შეუძლია ფერების გარჩევა. მისი თვალები კარგად ფოკუსირდება და ხედავს 3,5 მეტრის სიშორეზე. ბავშვი ადვილად აყოლებს თვალს მოძრავ საგანს ან ადამიანს. იწვდის ხელს მისთვის საინტერესო საგნისაკენ.
ამ პერიოდიდან ბავშვს უკვე სძინავს 10-11 საათი ღამე, დღისიც იძინებს 3-ჯერ.
თქვენი პედიატრი გირჩევთ, რომ ამ ასაკიდან ბავშვის რაციონში ჩართოთ შედარებით მაგარი საკვები (4-6 თვის ასაკში). დღეში მიეცით არაუმეტეს ერთი ახალი საკვები, მცირე ულუფით. თუკი თავდაპირველად ბავშვი უარს ამბობს მაგარი საკვების მიღებაზე, არ დააძალოთ, შეაჩვიეთ თანდათანობით.

4 თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება

  • შეუძლია გადატრიალდეს ზურგიდან მუცელზე, ან მუცლიდან ზურგზე;
  • კარგად უჭირავს თავი მცირე ხნის განმავლობაში;
  • ატრიალებს თავს ყველა მიმართულებით, როცა ზის ან წევს;
  • შეუძლია შეასრულოს ცურვითი მოძრაობები და გადაადგილდეს საწოლში
  • აფიქსირებს მზერას საგნებზე;
  • ხელს ტაცებს სათამაშოს და მიაქვს პირისაკენ;
  • ათვალიერებს იმ ადგილს, საიდანაც დავარდა საგანი;
  • შესაძლოა დაეწყოს კბილების ამოჭრა;
  • შეუძლია მაგარი საკვების მიღება;
  • ასხვავებს საკვებს, აქვს გემოვნების შეგრძნება.

4 თვის ბავშვის სოციალური განვითარება

  •  იცინის, როცა ეთამაშებიან, და ტირის თუკი წყვეტენ მასთან ურთიერთობას;
  • ინტერესდება საკუთარი ანარეკლით სარკეში და უცინის მას;
  • ცდილობს თავადვე დაწყნარდეს;
  • გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს, რათა დაიწყოს ,,ლაპარაკი“;
  • სწავლობს ადამიანებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებას;
  • წყნარდება მუსიკის ხმის გაგონებაზე.

4 თვის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

  • აქტიურად თამაშობს 1-2 საათის განმავლობაში;
  • შეუძლია რაიმეს დამახსოვრება 5-7 წამით;
  • მეტად რეაგირებს და უცინის ცოცხალ ადამიანს, ვიდრე გამოსახულებას;
  • კმაყოფილებით წარმოთქვამს ახალ ბგერებს და ყვება სხვადასხვა ინტონაციებს.  აღებულია – http://www.kid.ru/

ბავშვი 4 თვის ასაკშიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 ოთხი თვის ბავშვი თქვენ უკვე აღგიქვამთ როგორც მისგან დამოუკიდებელ პიროვნებას
🥰 ის უკვე სულიად გაცნობიერებულად გამოხატავს სიხარულს ოჯახის წევრებისა და მისთვის ნაცნობი ადამიანების დანახვისას, ძალიან მოსწონს როცა ,,ესაუბრებით“

〰️ ამ პერიოდში იცვლება ბავშვის თმის სტრუქტურა და ფერი – ღინღლები თანდათანობით ცვივა და მათ ადგილზე ახალი თმა იზრდება
🦷 თუკი კბილებიც დაიწყებენ ამოჭრას, ბავშვს გაუძლიერდება ნერწყვდენა
👩‍⚕️ თქვენი პედიატრი გირჩევთ, რომ ამ ასაკიდან (4-6 თვე) კვების რაციონში ჩართოთ შედარებით მაგარი საკვები, თუმცა თუკი თავდაპირველად ბავშვი უარს ამბობს მის მიღებაზე, არ დააძალოთ, შეაჩვიეთ თანდათანობით
🔎 4 თვის ბავშვის ფიზიკური განვითარება:
✅ შეუძლია გადატრიალდეს ზურგიდან მუცელზე, ან მუცლიდან ზურგზე;ოთხი თვის ბავშვი
✅ კარგად უჭირავს თავი მცირე ხნის განმავლობაში;
✅ ატრიალებს თავს ყველა მიმართულებით, როცა ზის ან წევს;
✅ შეუძლია შეასრულოს ცურვითი მოძრაობები და გადაადგილდეს საწოლში;
✅ აფიქსირებს მზერას საგნებზე;
✅ ხელს ტაცებს სათამაშოს და მიაქვს პირისაკენ;
✅ ათვალიერებს იმ ადგილს, საიდანაც დავარდა საგანი;
👉 გაიგეთ მეტი 4 თვის ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სტატიიდან – https://bit.ly/3RqoIbq
#ბავშვი #ჩვილი #4თვისბავშვი #ბავშვი4თვისასაკში #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისსოციალურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #ბავშვისგანვითარება #ბავშვისნივთები #ბავშვისჭურჭელი #ოთხითვისბავშვი #დოქტორბრაუნისბოთლები #კბილებისამოჭრა #გაძლიერებულინერწყვდენა #ბავშვისსიცილი #ბავშვისძილისრეჟიმი #პედიატრი #ვიზიტიპედიატრთან #პედიატრისრჩევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 

გაფრთხილება

  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპ
  • ო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.