ბაზალური ტემპერატურა და ორსულობა

ბაზალური ტემპერატურა და ორსულობა. გავრცელებული კითხვა -პასუხები 

პოსტში მოცემულია გავრცელებული კითხვა-პასუხები. აგრეთვე:  ვის მივმართოთ საკონსულტაციოდ, სად შევიძინოთ ბაზალური ტემპერატურის გასაზომი ელექტრონული თერმომეტრი და ა.შ.

კითხვა: როგორი თერმომეტრი გამოვიყენოთ ბაზალური ტემპერატურის გაზომვისას?

ბაზალური ტემპერატურის გასაზომად მოსახერხებელია ელქტრონული თერმომეტრის გამოყენება.

კითხვა: სად შევიძინოთ თერმომეტრი ბაზალური ტემპერატურის გასაზომად?

თერმომეტრი შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზიებიდან, გამომდინარე ინტერნეტ-მაღაზიებში განთავსებული  ასორტიმენტის ფართო არჩევანიდან – ფორმის, ფასის, ბრენდის, სხვადასხვა დამატებითი  ფუნქციების  და ა. შ. მიხედვით.
♦ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ელექტრონული  თერმომეტრის შესაძენად აუცილებლად დააკლიკეთ აქ >>>
♦ ალიექსპრესიდან ელექტრონული  თერმომეტრის შესაძენად აუცილებლად დააკლიკეთ აქ >>> 

კითხვა: გამარჯობათ, ბაზალური ტემპერატურის გაზომვის დროს რამდენი წუთი უნდა გავიჩეროთ თერმომეტრი და იმ შემთხვევაში თუ მე-13 დღეს 37 გრადუსამდე არ აწეულა ტემპერატურა შესაძლებელია ამის შემდეგ რომ აიწიოს დაორსულება მოხდეს? თუ 37 გრადუსი ტემპერატურა გაგრძელდა 7-8 დღის განმავლობაში და მერე დაიკლო ეს რას ნიშნავს? მადლობთ

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს 5-10 წუთის განმავლობაში.ოვულაციის წინა 2 დღის განმავლობაში ტემპერატურა დაიწევს,შემდეგ ხდება მისი მკვეთრი მატება და 37 გრადუსზე მაღალი ხდება, ეს არის ოვულაციის მაჩვენებელი.როცა ბაზალური ტემპერატურა 7-8 დღის განმავლობაში არის 37 გრადუსი და შემდეგ იწყებს დაწევას, ეს მიუთითებს იმაზე რომ ქალი არ არის ორსულად და უნდა დაიწყოს ციკლი.

კითხვა: მაინტერესებს ფულიკულის გასკდომის მერე სიცხემ არ დაიწია (უკანა ტანში) და რატოომ? აქამდე ფულიკულის გასკდომის მერე სიცხე ჩვეულებრივ იწევდა ქვევით და ეხლა რატომ?

როგორც წესი, ბაზალური ტემპერატურის დაწევა ოვულაციამდე რამდენიმე საათით ადრე ხდება, ოვულაციის შემდეგ კი პირიქით იწევს 37-ის ზევით. ბაზალური ტემპერატურა ადვილად იცვლება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ ის შესაძლოა ყოველთვის არ ასახავდეს საკვერცხეში მიმდინარე პროცესებს.

კითხვა: გამარჯობათ, ოვულაციიდან მოყოლებული( ოვულაცია 14 დღეს მქონდა) ბაზალური ტემპერატურა მაქვს 37.2 გრაუსი, ასევე საღამოობით სხეულის ტემპერატურა მიწევს 37.2 გრადუსამდე, დღის საათებში არ მაქვს.. ვიცი რომ ციკლის მეორე ფაზაში ტემპერატურამ უნდა მოიმატოს, მაგრამ ადრე ოვულაციის დროს სამი დღე მქონდა ხოლმე მაღალი სიცხე მერე დაბლა იწევდა და მოსვლამდე 5-6 დღით ადრე იწევდა ისევ მაღლა… რას მირჩევთ რა ხდება ჩემს თავს?

ნორმალური მენსტრუალური ციკლის დროს ოვულაციიდან ბაზალური ტემპერატურა (და არა სხეულის ტემპერატურა) 37 გრადუსზე მაღლა აიწევს და შენარჩუნდება 8-10 დღის განმავლობაში, ციკლის მოსვლამდე 2 დღით ადრე კვლავ 37 გრადუსზე დაბლა დაიწევს. თქვენს მიერ აღნიშნული ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებელი ნორმალური მენსტრუალური ციკლისთვის დამახასიათებელი არ არის, საჭიროა ჰორმონალური გამოკვლევა, ასევე უნდა ჩაიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური კვლევაც. რაც შეეხება სხეულის ტემპერატურის მაჩვენებელს, საყურადღებოა,აუცილებელია ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


გადასვლა > ♦ როგორ უნდა შევარჩიოთ და შევიძინოთ თერმომეტრი იხილეთ სპეციალურ სტატიაში >>>; აღებულია საიტებიდან : http://www . reprod.ge, geoanswer. net

.