ორსულობის მე-5 კვირა

ორსულობის მე-5 კვირა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულობის მე-5 კვირა – ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე  ნაყოფის ზომა დაახლოებით 1,25 მმ-ია. ამ დროს ქალის ორგანიზმში ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება – ჩანასახის სხეული განცალკევდება ჩანასახის გარეშე ნაწილებისაგან. მას უკვე აქვს საკუთარი სივრცითი ორიენტაცია: წინა ბოლო – (მომავალი თავი) და უკანა ბოლო (მომავალი მენჯი და ქემო კიდურები).
ამ პერიოდში ჩნდება ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციური სისტემისა და ორგანოს ჩანასახები. ემბრიონის ცენტრში ძევს გარკევული ქსოვილი, საიდანაც დასაბამს იღებს გული (ხორხთან და სასულესთან ერთად).
თანდათანობით ფორმირებას იწყებენ სისხლძარღვები. წარმოიქმნება ღვიძლისა და პანკრეასის ჩანასახები.

ჩანასახის ცვლილებები

ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე  ჩანასახი მოხრილია ,,C” ასოსებურად. ნერვული მილის გასწვრივ ფორმირდება ქსოვილის სეგმენტები, საიდანაც შემდგომში წარმოიქმნება კუნთოვანი ქსოვილი და სხვა ქსოვილოვანი სტრუქტურები.
ორსულობის მე-5 კვირაზე ნერვული მილი ნაწილობრივ იხურება. ნერვული მილი – ეს ნერვული სისტემის წინამორბედია, ამიტომ მისი დროული დახურვა ძალზე მნიშვნელოვანია.
ამ მოვლენაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფოლიუმის მჟავა. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში მუცელი ისე გამოიყურება ,,როგორც 5 თვის ორსულის“.
მუცლის გაზრდა ორსულობის ადრეულ სტადიებზე შესაძლოა განპირობებული იყოს სითხის შეკავებითა და მუცლის კედლის კუნთების ტონუსის დაქვეითებით.

ნიშნები და სიმპტომები

ზოგჯერ ორსულობის მე-5 (მეხუთე) კვირაზე ჩნდება ორსულობის პირველი ნიშნები და სიმპტომები – გარკვეული სუნების აუტანლობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და სხვ., განსაკუთრებით კი – დილის გულისრევა.
ორსულთა დაახლოებით 70%-ს ტოქსიკოზი აღენიშნებათ. გულისრევის შეგრძნება შესაძლებელია იყოს როგორც დილით, ასევე დღის განმავლობაში, თუმცა დღისით როცა ქალი უფრო აქტიურია, ეს იმდენად შემაწუხეელი არაა.
აღნიშნული მოვლენები შედეგია ჰორმონული ფონისა: ორგანიზმში ხდება მთელი რიგირ ცვლილებები ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის, ამიტომ ასეთ დროებით მოვლენებს უნდა შეეგუოთ. ორსულობის მე-13 კვირაზე გულისრევა მთლიანად გაივლის.
აჯობე ტოქსიკოზს;

  • საკვები მიიღე ხშირად და მცირე ულუფებით;
  • მიიღე ცილით მდიდარი საკვები – ყველი, კვერცხი, არაქისის პასტა (თუკი ალერგია არ გაქვთ);
  • არ დაგავიწყდეთ სითხის შესახებ, განსაკუთრებით თუკი გულისრევას მოჰყვება ღებინებაც, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას;
  • გაუფრთხილდი საკუთარ თავს, აიცილე სტრესები და მეტი დაისვენე.

საშვილოსნოსგარეთა ორსულობა

როგორც ცნობილია განაყოფიერება ხდება საშვილოსნოს მილში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და იმპლანტირდება მასში. საშვილოსნოსგარეთა ორსულობის დროს იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოს გარეთ, როგორც წესი საშვილოსნოს მილში.
გარე ორსულობის 95% მილის ორსულობაზე მოდის, სხვა შემთხვევებში იმპლანტაცია ხდება საკვერცხეში, საშვილოსნოს ყელში ან რუდიმენტულ რქაში. როდესაც სანაყოფე კვერცხი მილიდან ვარდება მუცლის ღრუში, ადგილი აქვს მილის აბორტს.
გარე ორსულობის მიზეზებია – მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ან სხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად აპენდიციტი. საშვილოსნოსშიგა სპირალის გამოყენება ზრდის გარე ორსულობის განვითარების რისკს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ადრეულ სტადიებზე გარე ორსულობის გამოცნობა ძალიან ძნელია. გავრცელებული სიმპტომები – სისხლდენა საშოდან, მუცლის ტკივილი, მკერდის მგრძნობელობის მომატება, გულისრევა – ახასიათებს ნორმალურად მიმდინარე ორსულობასაც.
უმრავლეს შემთხვევაში გარე ორსულობა ვლინდება დაახლოებით მე-6-8 კვირაზე. ადრეული დიაგნოსტიკის გასაღები თქვენს ხელშია – შეეცადეთ დაწვრილებით მოუყვეთ ექიმს თქვენი სიმპტომების შესახებ.
გარე ორსულობა ძალიან საშიშია ისეთი გართულებების გამო, როგორიცაა შინაგანი სისხდენა და მოსალოდნელი უნაყოფობა. აღებულია http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/


ორსულობის მე-5 კვირა FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 ორსულობის მე-5 კვირა
❗️ ორსულობის მე-5 კვირაზე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება – ჩანასახის სხეული განცალკევდება ჩანასახის გარეშე ნაწილებისაგან

⭕️ მას უკვე აქვს საკუთარი სივრცითი ორიენტაცია:
➡️ წინა ბოლო – მომავალი თავი;
➡️ უკანა ბოლო – მომავალი მენჯი და ქემო კიდურები
🩺 ზოგჯერ ამ დროს ჩნდება ორსულობის პირველი ნიშნები და სიმპტომები:
✅ გარკვეული სუნების აუტანლობა;
✅ გაძლიერებული ნერწყვდენა;
✅ განსაკუთრებით კი – დილის გულისრევა
🧪 აღნიშნული მოვლენები შედეგია ჰორმონული ფონისა – ორგანიზმში ხდება მთელი რიგირ ცვლილებები ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის
💪 აჯობე ტოქსიკოზს:
📎 მიიღე საკვები ხშირად და მცირე ულუფებით;
📎 მიიღე ცილით მდიდარი საკვები – ყველი, კვერცხი, არაქისის პასტა (თუკი ალერგია არ გაქვთ);
📎 არ დაგავიწყდეთ სითხის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გულისრევას მოჰყვება ღებინებაც, რაც იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას;
📎 გაუფრთხილდი საკუთარ თავს, აიცილეთ სტრესი და მეტი დაისვენეთ
👉 გაიგეთ მეტი ორსულობის თითოეული კვირის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3QQJ9NZ
#ორსულობა #ფეხმძიმობა #ორსულობისმეხუთეკვირა #ორსულობისკვირები #ორსულობისნიშნები #ორსულობისსიმპტომები #როგორამოვიცნოთორსულობა #საშვილოსნოსგარეორსულობა #ტოქსიკოზი #დილისტოქსიკოზი #დილისგულისრევა #მკერდისტკივილი #სუნებისაუტანლობა #ნერწყვდენა #დაამარცხეტოქსიკოზი #ტოქსიკოზისმკურნალობა #ნაყოფი #ხუთიკვირისნაყოფი #ნაყოფისგანვითარება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 2223 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41; 2. ორსულობა და მშობიარობა; 3. იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”