ცილოვანი დიეტა ღვინით

წონის კორექციისათვის, დიეტებთან ერთად და დამოუკიდებლად, ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. მათ გასაცნობად და გამოსაწერად დააკლიკეთ ტექსტის გასწვრივ მეტობის ნიშანს >>>
……ვიბრომასაჟორი  >>>
……ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები  >>>
……ანტიცელულიტური ქილები  >>>
……ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები  >>>
……ელექტრომასაჟორები  >>>
……გასახდომი კორსეტები  >>>
……გასახდომი საუნა-შორტები  >>>
……კუნთების სტიმულატორები  >>>
……გასახდომი ჩაი   >>>
……ანტიცელულიტური სკრაბები  >>>
……ანტიცელულიტური კრემები  >>>
……ანტიცელულიტური ზეთები  >>>
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებშიhttp://www.medgeo.net/2016/05/18/wonis-koreqciis-sasualebebi/

ცილოვანი დიეტა ღვინით

დიეტა შეიმუშავეს ფრანგმა დიეტოლოგებმა და მცირე ხანში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. სადილზე უნდა დალიოთ თეთრი ან წითელი ღვინო (პატარა ჭიქით);

მცირე დოზით ღვინო არ იწვევს თრობას და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ღვინო ეწინააღმდეგება ნახშირწყლების სისხლში გადასვლას, ახანგრძლივებს ცილების გადამუშავებას, გამომდინარე აქედან – აქვეითებს მადას, რის გამოც თქვენ ნაკლებს ჭამთ. ამასთან წითელი ღვინო – ქალებისათის 25 გრამი და მამაკაცებისათვის 30 გრამი – აუმჯობესებს გულის მუშაობასა და სასარგებლოა სისხლისათვის. სისხლი უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს და უკეთ გამოყოფს ცვლის პროდუქტებს.

ყოველდღიურად, ცილოვანი საკვების მიღებისას, გირჩევთ მიირთვათ ანანასი. ეს ეგზოტიკური ხილი შეიცავს ფერმენტ ბრომელინს, რომელიც ბოლომდე, უნაშთოდ ამუშავებს ცილას. ამასთან ანანასი დაგეხმარებათ სწრაფად დანაყრებაში.

ორშაბათი:

საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 1 გრენკა; სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი, 100 გრამი ახალი ბოსტნეულის სალათა (ზეთმოსხმული), 25-30 გრამი წითელი ღვინო. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული სოკო, ანანასის პატარა ნაჭერი, 150 გრამი ახალი კომბოსტოს სალათა ხახვითა და მწვანე ბარდით (ზეთმოსხმული).

სამშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1 ცალი უმი კვერცხის ცილით, 2-3 პეჩენია ან 1 გრენკა. სადილი: 150 გრამი მოხარშული ღორის ხორცი , 150 გახეხილი სტაფილოს სალათა არაჟნით, 25-30 გრამი წითელი ღვინო ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ღორის ხორცი , 200 გრამი ხილის სალათა – ვაშლი, ფორთოხალი, მარწყვი, ანანასი, გარგარი და სხვ. 1 ჭიქა ვაშლის წვენი.

ოთხშაბათი

საუზმე: 100 გრამი უცხიმო ხაჭო. 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა. სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათამის ხორცი , 150 გრამი ახალი პომიდვრის სალათა ხახვითა და არაჟნით, 25-30 გრამი წითელი ღვინო. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ქათამის ხორცი, ანანასის პატარა ნაჭერი, 150 გრამი მოხარშული ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; პატარა ნაჭერი შავი პური.

ხუთშაბათი

საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1 ცალი უმი კვერცხის ცილით; 3 პეჩენია ან 1 გრენკა. სადილი: უცხიმო ხორცი ს ბულიონზე მომზადებული 1 თეფში ბოსტნეულის სუპი, 100 გრამი მოხარშული ხორცი, 25-30 გრამი თეთრი ღვინო. ვახშამი: 200 გრამი მოხარშული თევზი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ვაშლი, 1 ჭიქა ანანასის წვენი.

პარასკევი

საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 3 პეჩენია ან 1 გრენკა. სადილი: 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი , 150 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; 25-30 გრამი ღვინო. ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

შაბათი:

საუზმე: 100 გრამი ყველი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი ან ყავა. სადილი: 100 გრამი მოხარშული ხორცი , 100 გრამი მოხარშული ჭარხლის სალათა შავი ქლიავითა და არაჟნით; 25-30 გრამი წითელი ღვინო. ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

კვირა:

საუზმე: 1 თეფში წიწიბურა რძით. სადილი: 150 გრამი მოხარშული ხორცი, 150 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, ზეთმოსხმული; 15-30 გრამი წითელი ღვინო. ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, ანანასის პატარა ნაჭერი, 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 ცალი ვაშლი, 1 ჭიქა ვაშლის წვენი.

აღსანიშნავია, რომ უმი კვერცხის დალევა ერთიანად არ შეიძლება. გული შეიცავს H ვიტამინს, რომელიც აუცილებელია სანერწყვე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ცილა ანადგურებს ამ ვიტამინს. ამიტომ უმი ცილა და გული უნდა მიიღოთ ცალკ-ცალკე.

დიეტის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან!

 

..
.