nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ორსულობის პირველი ნიშნებიორსულობის პირველი ნიშნები

თითოეულ ქალს ორსულობის ნიშნები განსხვავებული აქვს. ქალების დიდი ნაწილი ორსულობას გრძნობენ ორსულობის ტესტის დადებითი პასუხისთანავე, სხვები აღნიშნავენ, რომ ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობენ თითქმის ჩასახვისთანავე. და მაინც, როგორია  ორსულობის პირველი ნიშნები?

გულისრევა – ორსულობის პირველი ნიშანი
 ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას. >>>>

გემოვნებითი შეგრძნებები – ორსულობის მეორე ნიშანი
 ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების  ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა, უყვარდება და, პირიქით, აქამდე საყვარელი კერძები სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის.

მადის გაძლიერება – ორსულობის მესამე ნიშანი
ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე  უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა  უნდა.

სარძევე ჯირკვლების გადიდება – – ორსულობის მეოთხე ნიშანი
გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა.

დაღლილობადაღლილობა და კიდევ ერთხელ დაღლილობაორსულობის მეხუთე ნიშანი
თითქმის ყველა ქალი ორსულობის საწყის სტადიაზე ყოველთვის აღნიშნავს რომ აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

გაღიზიანებადობა – ორსულობის მეექვსე  ნიშანი
ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნებ-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

თავბრუსხვევა – ორსულობის მეშვიდე ნიშანი
 - განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში. რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცბათ ნუ წამოდგებით.

საჭმლის მონელების დარღვევა – ორსულობის მერვე  ნიშანი
ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი.

შარდვის გახშირება – ორსულობის  მეცხრე  ნიშანი
- ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას.

მენსტრუაციის შეჩერება –– ორსულობის მეათე  ნიშანი
თუკი ზემოთ მოყვანილი სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის ჩათავებას და თუკი მენსტრუაცია არ დადგა – ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი ორსულობისა.

ბაზალური ტემპერატურა –ორსულობის მეთერთმეტე ნიშანი
ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ.

გადასვლა საწყის გვერდზე

აღებულია http://www.babyplan.ru/biblioteka/pervye_nedeli_beremennosti/pervye-priznaki-beremennosti

________________________________

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka