გადასვლა საიტის – ,,ბავშვი” – საწყის გვერდზე
11 თვის ბავშვი საკუთარ თავს აცნობიერებს როგორც პიროვნებას. თვლის, რომ ის უკვე დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც აქვს საკუთარი მოთხოვნილებები და მისწრაფებები. ბავშვს ესმის თითქმის ყველაფერი, რაც შეეხება ყოველდღიურ ცხოვრებას, შეუძლია წარმოთქვას რამოდენიმე სიტყვაც.
ზოგიერთი ბავშვი ამ პერიოდში სიარულსაც იწყებს. სხვები დამოუკიდებლად დგებიან, მაგრამ სიარული ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.
როგორც კი თქვენი პატარა ისწავლის სწორ ხაზზე სიარულს, ის უკვე იმასაც მიხვდება როგორ უნდა შემოტრიალდს და და გაჩერდეს, ისე რომ არ წაიქცეს. ზოგიერთი ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ სიარული ისწავლა, კვლავ ცოცვას გააგრძელებს, რადგან მას კვლავ გადაადგილების ეს მეთოდი მიაჩნია უფრო უსაფრთხოდ.
წონაში მატების ტემპი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად კლებულობს, ვინაიდან ის უფრო მეტ კალორიას ხარჯავს. ბავშის საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო ჩამოყალიბებულია. პატარამ შესაძლოა უარი თქვას მის რომელიმე სყვარელ საჭმელზე და მოინდომოს რაიმე ახალი.
ამ ასაკის ბავშვებისათვის აუცილებელია დღის თუნდაც ერთსაათიანი ძილი. საამისოდ ყველაზე შესაფერისი სადილობის შემდეგომი პერიოდია.
დგება პირველი ,,კაპრიზების“ დროც. არის პერიოდები, როცა თქვენი პატარა ძალიან დამჯერი და თვინიერია, თუმცა ხუთ წუთში შესაძლოა უცებ გაჯიუტდეს და ხასიათი შეეცვალოს. დისციპლინის დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ისაა, რომ იყოთ მუდმივად თანამიმდევრული. თუ გსურთ რომ ბავშვს ესმოდეს თქვენი აკრძალვების, შემოინახეთ დისციპლინის უფრო ძლიერი მეთოდები ბავშვის პოტენციურად საშიში ქცევისათვის.
საკუთარ სახლში ბავშვი კვლავ სიამოვნებით ათვალიერებს და იკვლევს სხვადასხვა ადგილებს, თუმცა უცხო ადგილზე, მას უნდა, რომ მის გვერდით იყოთ.
მალე თქვენი პატარას დაბადების დღეც ექნება – თარიღი, როცა ოფიციალურად მთავრდება ჩვილობის პერიოდი.
ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება
დამოუკიდებლად დგება და სწავლობს სიარულს;
შეუძლია რამდენიმე დამოუკიდეელი ნაბიჯის გადადგმა;
იცის ზოგიერთი საგნის მოხმარების წესები, – ტელეფონის და სხვ;
სათამაშოს ან რაიმე საგანს იდებს პირში ან იღლიაში, როცა კიდევ რაღაცის აღება სურს.
ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება
განსაკუთრებით მიკედლებულია მშობლებზე და მათზე, ვინც მასზე ზრუნავს;
იწყებს ჭირვეულობას;
მკვეთრად რეაგირებს მშობლების წასვლაზე;
თხოულობს იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ეს მას სჭირდება;
შეიძლება უარი თქვას ახალ საჭმელზე, ან საერთოდ ჭამაზე;
აქვს იუმორის გრძნობა.
ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება
ესმის თითქმის ყველაფერი რასაც მას ეუბნებიან;
შეუძლია წარმოთქვას კიდევ ერთი ან ორი სიტყვა, გარდა სიტყვისა ,,დედა“
ცნობს ცხოველებს სურათებზე;
ეძებს დამალულ საგანს, მასინაც კი თუ საფნის დამალვის პროცესი არ დაუნახავს.
….
<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>> ….Viewed 10894 times by 4699 viewers


