ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაციის გავრცელების სიხშირე >>

ნაადრევი ეაკულაცია – სქესობრივი დისფუნქციის ერთერთი გავრცელებული ფორმაა, აშშ-ში მამაკაცთა 25% – 40%-ს აღენიშნება. 1950 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ალფრედ კინსიმ აჩვენა, რომ მამაკაცთა უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონია ნაადრევი ეაკულაცია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ეაკულაციის დარღვევის ტიპები და ნაადრევი ეაკულაციის კლინიკური გამოვლინება >>>

ხშირად ნაადრევ ეაკულაციასთან ერთად აღინიშნება ეაკულაციის სხვა ტიპის დარღვევები: ეაკულაციის შეფერხება, როდესაც ეაკულაცი ხანგრძლივი დროის შემდეგ ხდება, რეტროგრადული ეაკულაცია, როდესაც სპერმა სასქესო ასოს ნაცვლად გადადის შარდის ბუშტში და ორგაზმის დათრგუნვა. ნაადრევი ეაკულაციის წამყვანი სიმპტომია ეაკულაცი სასურველ მომენტამდე, სქესობრივი აქტის დადგომამდე ან უშუალოდ მის შემდეგ მცირე სექსუალური სტიმულაციის შეედეგად. შესაძლოა ამან განაპირობოს პარტნიორების დაუკმაყოფილებლობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას.

სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა

ამერიკელი სექსოპათოლოგები მასტერსი და ჯონსონი თვლიან, რომ ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცისათვის პრობლემას წარმოადგენს, როდესაც სქესობრივ ურთიერთობათა 50%-ში აღენიშნება. ნაადრევია ეაკულაცი, როდესაც მამაკაცს სპერმის დაღვრა აღინიშნება სქესობრივი აქტის დასაწყისში, პირველი ორი წუთის განმავლობაში, მანამ სანამ სქესობრივი პარტნიორი განიცდის ორგაზმს.

არსებობს სხვადასხვა მონაცემები სქესობრივი აქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ალფრედ კინსიმ აჩვენა, რომ მამაკაცთა სამ მეოთხედში სქესობრივი ურთიერთობის ნახევარ შემთხვევაში სქესობრივი აქტის დაწყებიდან ორ წუთში აღინიშნებოდა ეაკულაცი, კინსის სხვა კვლევის მიხედვით მამაკაცთა ნახევარზე ნაკლებში ეაკულაციის მიღწევა ხდება სასქესო ასოს შეყვანიდან ხუთი წუთის ან ნაკლები დროის განმავლობაში. გამოკვლეულ მამაკაცთა მეხუთედმა განაცხადა, რომ მათი სქესობრივი ურთიერთობა გრძელდებოდა 10 წუთი ან მეტი. კანადელი და ამერიკელი ექიმ-სექსოლოგების გამოკვლევების მიხედვით საშოში სასქესო ასოს დაყოვნება ჩვეულებრივ შვიდ წუთს შეადგენს, 1-2 წუთი ამისათვის ძალიან ცოტაა, 3-დან 7 წუთამდე ადექვატურია, 7 – დან 13 წუთამდე სასურველი, ხოლო 10 – დან 30 წუთამდე უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროა. თვითგამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცების 75%-მდე ეაკულირებს საშოში შეღწევიდან 10 წუთის განმავლობაში. დღეისათვის მკურნალი ექიმები ნაადრევ ეაკულაციაში მოიაზრებენ მდგომარეობას, როდესაც ეაკულაციის უმართავობა გავლენას ახდენს პარტნიორების სექსუალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე.

საშოსშიდა ეაკულაციის ლატენტური პერიოდი

ეაკულაციის დადგომის დრო და სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა მეტად ვარიაბელურია და აქედან გამომდინარე ნაადრევი ეაკულაციის განსაზღვრაც საშუალო რიცხობრივი მაჩვენებლების მიხედვით ხდება. თანმედროვე მონაცემების მიხედვით 18-30 წლის ასაკში საშოშიდა ეაკულაციის ლატენტური პერიოდი ექვსნახევარ წუთს უდრის. თუ ეს მაჩვენებლი 1.5 – ზე ნაკლებია, საუბრობენ ნაადრევ ეაკულაციაზე. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ ასეთი მაჩვენებლების შემთხვევაშიც მამაკაცთა უმეტესობა „ბედნიერია“ და არ არიან შეწუხებული ამ ფაქტით. მეორეს მხრივ შესაძლოა მამაკაცთა ნაწილისათვის ორი წუთი უკვე პრობლემას წარმოადგენდეს და იწვევდეს ურთიერთობებში პრობლემებს, ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება დაისვას ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზი.

ნაადრევი ეაკულაციის პათოლოგიური ფიზიოლოგია

როგორც ცნობილია ეაკულაციის ფიზიოლოგიური პროცესი ორი თანმიმდევრული მოქმედებისაგან შედგება: დაგროვებისა და თესლის განდევნის ფაზა. დაგროვების ფაზაში ხდება სპერმის დაგროვება შარდსადენის უკანა ნაწილში თესლისგამომტანი სადინრიდან, სათესლის ბუშტუკებიდან და წინამდებარე ჯირკვლიდან. მეორე ფაზაში თესლის განდევნისას აღინიშნება შარდის ბუშტის ყელის დახურვა, რასაც მოსდევს შარდსადენის რიტმული შეკუმშვა შორისის, ბულბოსპონგიოზური კუნთების შეკუმშვის გამო. ეაკულაციის ემისიურ ფაზას აკონტროლებს სიმპათიკური მოტორული ნეირონები, ხოლო სომატური და ავტონომიური ნეირონები მართავენ თესლის განდევნის ფაზას. აღნიშნული მოტორული ნეირონები განლაგებულია ზურგის ტვინის თორაკოლუმბალურ და ლუმბოსაკრალურ ნაწილში. მათი გააქტივება ხდება კოორდინირებული მოქმედებით, როდესაც სქესობრივი სტიმულაციისას სიგნალი აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია თავის ტვინში ეაკულაციაზე პასუხისმგებლი უბნები, კერძოდ კი პარაგიგანტოცელულარული ბირთვი.

არსებობს მოსაზრება, რომ ეაკულაციის რეგულაციაში მონაწილეობას იღებს ნეირომედიატორი სეროტონინი (5-ჰიდროქსიტრიპტამინი), ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ მას გააჩნია მაინჰიბირებელი ზეგავლენა ეაკულაციაზე. აქედან დასკვნა, რომ ამ სპეციფიკური უბნების სინაფსურ ნაპრალში სეროტონინის დაბალი დონე შეიძლება გახდეს ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი. ეს მოსაზრება დასტურდება იმითაც, რომ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი ამაღლებს რა სეროტონინის დონეს, წარმატებით გამოიყენება ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობაში.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები:

  • შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ნაადრევი ეაკულაციის აშკარა მიზეზი არ არსებობს. ასაკის მატებასა და სქესობრივი გამოცდილების შეძენასთან ერთად მამაკაცები იძენენ ორგაზმის მართვის უნარს
  • ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება დადგეს ახალ პარტნიორთან განსაზღვრულ სექსუალურ სიტუაციებში ან წინა ეაკულაციიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ
  • ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა, როგორიცაა მოუსვენრობა, დანაშაულის შეგრძნება ან დეპრესია. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული პრობლემები, ტრავმა ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტი
  • ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ეაკულაციაზე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები. თუმცა ზოგჯერ მამაკაცები სათანადოდ ვერ აფასებენ ურთიერთკავშირს მათი სქესობრივი აქტივობის მაჩვენებლებსა და ემოციურ კეთილდღეობას შორის. ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური საკითხებით გამოწვეული სტრესი, საკუთარი სქესობრივი შესაძლებობების არარეალური მოლოდინი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა
  • იშვიათად ნაადრევ ეაკულაციას ადგილი აქვს ძალიან ლამაზ პარტნიორთან სექსის დროს (ძლიერი სქესობრივი აგზნება)

ინტერპერსონალურ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სქესობრივი ფუნქციის განხორციელებაში, ამიტომაც ნაადრევი ეაკულაცია შეიძლება განაპირობოს პარტნიორებს შორის ურთიერთობის ნაკლებობამ, გადაუჭრელმა კონფლიქტებმა, რაც ხელს უშლის ემოციურ სიახლოვეს. ნევროლოგიური მიზეზებით განპირობებული ნაადრევი ეაკულაცია სხვა სქესობრივი დისფუნქციის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს ან აღრმავებს უკვე არსებულ პრობლემას საკუთარ სქესობრივი აქტივობის მაჩვენებლებზე შფოთვის გამო.

ახალგაზრდა მეუღლეთა წყვილების გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეაკულაციის საშოშიდა ლატენტური დრო დამოკიდებულია მეუღლის მენსტრუალური ციკლის ფაზაზე, კერძოდ კი მცირდება ფერტილურ (როდესაც სექსუალური ურთიერთობისას შესაძლოა მოხდეს ორსულობა) პერიოდში. ასევე ეაკულაციის საშოშიდა ლატენტური დრო უფრო ნაკლებია ასაკით უფროს პარტნიორ ქალთან სქესობრივი ურთიერთობისას.

  • დიდი ხანია საუბარია ნაადრევი ეაკულაციის გენეტიკურ მიზეზებზე, ერთერთი კვლევის დროს მამაკაცთა 91% – ში მუდმივი ნაადრევი ეაკულაციით პირველი რიგის ნათესავებში აღინიშნებოდა ასევე მუდმივი ნაადრევი ეაკულაცია. სხვა კვლევების მიხედვით ასეთ მამაკაცებს გაძლიერებული აქვთ მენჯის კუნთების ნევროლოგიური პასუხი.
  • მიღებულ საკვებში მაგნიუმის ნაკლებობა, რაც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში, აშშ-ში, ასევე დაკავშირებულია ნაადრევ ეაკულაციასთან.

ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოსტიკა, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია სამედიცინო და სქესობრივი ცხოვრების ანამნეზი, ასევე პარტნიორის გამოკითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები მრავალრიცხოვანია, საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება სხვა სამედიცინო პრობლემის გამოსარიცხად.

ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ფსიქიკური დარღვევების სტატისტიკისა და დიაგნოსტიკის ცნობარის მე-4 გადახედვის თანახმად ნაადრევი ეაკულაციის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებია:

  • მდგრადი ან განმეორებითი ნაადრევი ეაკულაცია სასურველ მომენტამდე მცირე სქესობრივი სტიმულაციის დროს, სქესობრივი აქტის დადგომამდე ან უშუალოდ მის შემდეგ. კლინიცისტმა მხედველობაში უნდა მიიღოს აგზნების ფაზის ხანგრძლივობაზე მოქმედი ფაქტორების ზეგავლენა, როგორიცაა ასაკი, ახალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, სქესობრივი აქტის სიხშირე
  • ნაადრევი ეაკულაცია ხშირად ხდება შემაწუხებელი და ინტერპერსონალური ურთიერთობაში სიძნელეების გაჩენის მიზეზი
  • ნაადრევი ეაკულაცია არაა განპირობებული ზოგიერთი ნივთიერების პირდაპირი ეფექტით (მაგალითად, ოპიოიდების მოხსნის სინდრომი)

ერთ–ეთმა ამერიკულმა კომპანიამ შეიმუშავა ნაადრევი ეაკულაციის სადიაგნოსტიკო (ლიდოკაინის) ტესტი, რაც დიდ დახმარებას უწევს ექიმებსა და ავადმყოფებს. მეთოდოლოგია და შედეგები რამდენჯერმე იქნა გამოქვეყნებული რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალებში. გამოყოფილ იქნა ავადმყოფთა სამი განსხვავებული კატეგორია: პირები ნაადრევი ეაკულაციის გარეშე, სავარაუდო ნაადრევი ეაკულაციით და დადასტურებული ნაადრევი ეაკულაციით.

ნაადრევი ეაკულაციის დიფერენციალური დიაგნოსტიკა

ნაადრევი ეაკულაცია განსხვავდება ერექციული დისფუნქციისაგან, რომელიც უფრო მეტადაა დაკავშირებული პაციენტის ზოგად სამედიცინო მდგომარეობასთან. ერექციული დისფუნქციის დროს ზოგ შემთხვევაში საჭიროა ხანგრძლივი სტიმულაცია, იმისათვის, რომ მიიღწეს ერექციის საკმარისი ხარისხი. ამ დროს სქესობრივი აგზნება მაღალია და სპერმის დაღვრა ხდება დაუყოვნებლივ. სპერმის ნაადრევი დაღვრა რომელსაც სპორადული ხასიათი გააჩნია და არ არის შემაწუხებელი მამაკაცისათვის, ნაადრევი ეაკულაციის კრიტერიუმებში არ ჯდება. კლინიცისტმა მხედველობაში უნდა მიიღოს პაციენტის ასაკი, სქესობრივი გამოცდილება, სქესობრივი აქტივობა, პარტნიორის ხშირი ცვლა. როდესაც ნაადრევი ეაკულაცია განპირობებულია მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით (მაგალითად ოპიოიდების მოხსნის სინდრომი), ამ შემთხვევაში ისმება სქესობრივი დისფუნქციის სინდრომი, ინდუცირებული ამ ნივთიერებით.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა

სპერმის ნაადრევი დაღვრა გარკვეული ხნის შემდეგ თავისით გაივლის და არ საჭიროებს მკურნალობას. ზოგ შემთხვევაში, ალკოჰოლის, თამბაქოს, გარკვეული პრეპარატების შეზღუდვა აუმჯობესებს მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზერვატივის გამოყენება ამცირებს რა სტიმულაციას, აფერხებს ეაკულაციის პროცესს, სპერმის ნაადრევ დაღვრას ხელს უშლის ასევე სქესობრივი ურთიერთობისას ზურგზე წოლითი პოზა.

ნაადრევი ეაკულაციის ფსიქოთერაპია

ჩვეულებრივ ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპია სქესობრივი ურთიერთობისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაუმჯობესებას, მუდმივ ტრენირებას, სქესობრივ სტიმულაციის მართვის უნარის გამომუშავებას.

ნაადრევი ეაკულაციის ტრენირება, კეგელის ვარჯიშები

ნაადრევი ეაკულაციის დროს მნიშვნელოვანია სპერმის დაღვრაზე კონტროლის გამომუშავება. მასტერსის და ჯონსონის რეკომენდაციით ეფექტურია მეთოდი „შეწყვეტა და გაგრძელება“. მეთოდი გულისხმობს სქესობრივი სტიმულაციის შეწყვეტას ან შენელებას, რაც ორივე პარტნიორისაგან მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას და რიგ შემთხვევაში წარმოადგენს სირთულეს. კეგელის ვარჯიშების დროს ხდება ბოქვენ-კუდუსუნის კუნთის გავარჯიშება, სწორედ ამ კუნთის სისუსტეს მიაწერენ მნიშვნელოვან როლს ნაადრევი ეაკულაციის განვითარებაში, ამიტომაც ამ კუნთის გავარჯიშება დახმარებას გაუწევს მამაკაცებს. უნდა აღინიშნოს, რომ ექიმის მიერ დანიშნული მარტივი ვარჯიშები ხშირ შემთხვევაში ეფექტურია ნევრო­ლო­გი­უ­რი ფაქტორებით განპირობებული ნაადრევი ეაკულაციის დროს.

ნაადრევი ეაკულაციის მედიკამენტოზური მკურნალობა

მკურნალობის მიზნით ბევრი სხვადასხვა პრეპარატი გამოიყენება, რომელიც ანელებს სქესობრივი აგზნებას. მამაკაცები ხშირად იყენებენ სანესთეზიო მალამოებს, თუმცა ეს საშუალებები იწვევენ პარტნიორის მგრძნობელობის დაქვეითებასაც, რის გამოც მათი გამოყენება არაა რეკომენდებული. ამავე მიზნით გამოიყენება ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი, მათ შორის ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი. მათი მოქმედება მდგომარეობს ორგაზმის დაქვეითებაში, რაც განაპირობებს ეაკულაციის შეფერხებას, სპერმის დაღვრის დროის გახანგრძლივებას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი, პაროქსეტინი მცირედ აუმჯობესებს ეაკულაციის საშოშიდა ლატენტურ პერიოდს. კლომიპრამინი გვეხმარება მძიმე შემთხვევებში, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ამ პრეპარატის უპირატესობა ასევე მდგომარეობს ერექციის ხარისხის გაუმჯობესებაში. სეროტონინის ალტერნატიულ წყაროდ მიიჩნევა საკვები დანამატი 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებიდან ასევე ცნობილია დაპოქსეტინი, რომელიც შემუშავებულია კომპანია „Johnson & Johnson“-ის მიერ.

ნაადრევი ეაკულაციის ქირურგიული მკურნალობა

დღეისათვის მომატებული ზედაპირული მგრძნობელობით განპირობებული ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მიზნით გამოიყენება მიკროქირურგიული მეთოდი – სასქესო ასოს თავის დენერვაცია.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური  ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტმაღაზიებში >>


.