ბავშვის სქესის პროგნოზირება

ბავშვის სქესის პროგნოზირება

ამ გვერდზე მოყვანილია სქესის გამოთვლის , ბავშვის სქესის პროგნოზირების სერგეი კარაგოდინის მეთოდი. იგი წარმოადგენს ძველი რუსული მეთოდის გამარტივებულ სქემას . უძველესი ჩინური და იაპონური მეთოდების გამარტივებული სქემებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე «სქესის გამოთვლა» >>> ავტორი: სერგეი კარაგოდინი 

ბავშვის სქესის პროგნოზირებამეთოდის არსი: იმისთვის, რომ ბავშვის სქესი წინასწარ განსაზღვრონ, სხვადასხვა მონაცემს გამოითვლიან, რომლის დროსაც ითვალისწინებენ: ქალისა და მამაკაცის სისხლის განახლების პერიოდს – მათი დაბადების თარიღებთან მიმართებაში. საერთოდ, ტერმინი ,,სისხლის განახლება”, გარკვეულწილად, აბსტრაქტულადაც კი ჟღერს და შესაძლოა, მავანმა და მავანმა გააპროტესტოს კიდეც, მაგრამ ეს ტერმინი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია  მოცემული მოვლენის აღწერილისთვის.
სისხლის განახლების ციკლები განსხვავებულია მამაკაცისა და ქალისთვის; იგი შეადგენს მკაცრად განსაზღვრულ პერიოდს, დაწყებული თითოეული მათგანის დაბადების თარიღიდან. საკუთარ თავს უფლებას მივცემ, ამ მეთოდის ყველა ნიუანსი საჯაროდ არ აღვწერო და უბრალოდ,  იგი  ,,ნოუ-ჰაუს” მივაკუთვნო.
უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის შემადგენლობა იცვლება მაქსიმუმიდან, ანუ ციკლის დასაწყისიდან მინიმუმისკენ, ანუ დასასრულისკენ; თუ ერთმანეთს შევუთავსებთ ქალისა და მამაკაცის მონაცემებს, შეიძლება აღმოვაჩინოთ გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან მიმართებაში უნდა შემოვიტანოთ ახალი ტერმინები:  ,,სისხლის ძალა” და  ,,სისხლის ახალგაზრდულობა”, რომლებიც განსაზღვრავენ ხსენებულ ურთიერთდამოკიდებულებას. სწორედ ამ პარამეტრების გამოყენებით დგინდება მომავალი ბავშვის სქესი. ვისი სისხლიც უფრო ძლიერი ან ახალგაზრდაა, მისი გენები დომინირებს და განსაზღვრავს მომავალი ბავშვის სქესს.

პარამეტრი – ,,სისხლის ძალა” უშუალოდ და კანონზომიერად არის დამოკიდებული თარიღებთან. ამდენად, ეს პარამეტრი საშუალებას გვაძლევს, დიდი სიზუსტით გამოვთვალოთ ამა თუ იმ სქესის ბავშვების დაბადების დრო.


შედეგების ინტერპრეტაცია:

მონაცემების გასაანალიზებლად, ადგენენ სპეციალურ გრაფიკს. მშობლების სპეციალურ მონაცემთა გათვალისწინებით, ვერტიკალის მარჯვნივ წერენ იმ თარიღებს, როდესაც დიდია ბიჭის ჩასახვის ალბათობა. ვერტიკალის მარცხნივ კი მიუთითებენ გოგონას ჩასახვის შესაძლო თარიღებს. ამ ტიპის გრაფიკში ასევე აღნიშნული ის თარიღები, როდესაც ორივე სქესის ბავშვის ჩასახვის ალბათობაა 50/50-ზე.


რჩევები:

  1. შეეცადეთ თავი აარიდოთ იმ პერიოდს, რომელიც ახლოსაა 50/50-ის ნიშნულთან.
  2. ზოგჯერ, არსებობს ისეთი სიტუაციაც, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა სქესის იქნება ბავშვი. ასეთ სიტუაციაში მშობლები დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ ხსენებულ გრაფიკს.
  3. ჩასახვისთვის აირჩიეთ ისეთი პერიოდი, როდესაც ნიშნული 100 პროცენტს უახლოვდება. მეტი დამაჯერებლობისთვის, შერჩეული პერიოდი უნდა შემცირდეს 2-3 დღით – თითოეული მხარისთვის. მოკლევადიანი პერიოდების ანალოგიურად, უნდა ვერიდოთ ისეთ მომენტებს, როდესაც ნიშნული გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

დასასრულს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერის მიუხედავად, ოჯახში ნებისმიერი სქესის ბავშვის დაბადება უდიდესი და უბედნიერესი მოვლენაა. ამიტომ, თუ შედეგი არ დაემთხვა იმას, რასაც თქვენ გეგმავდით, ნუ დაღონდებით – ყველაფერი ხომ უფლის ნებაა.

სქესის გამოთვლის ცხრილით სარგებლობა.სერგეი კარაგოდინის ავტომატიური ცხრილი განთავსებულია რუსულ საიტზე http://ill.ru/cgi-bin/form.malefemale.pl 

ბავშვის სქესის დაგეგმვაორსულობა და მშობიარობა