სწორი ნაწლავის ფისტულები

სწორი ნაწლავის ფისტულები

სწორი ნაწლავის ფისტულები პათოლოგიურად წარმოქმნილი გასავლები სწორი ნაწლავის კედელში, ჩვეულებრივ მორგანის კრიპტების არეში, რომლებიც მთავრდებიან სწორი ნაწლავის ირგვლივ ქსოვილში ან იხსნებიან უკანა ტანის ირგვლივ კანზე.

სწორი ნაწლავის ფისტულები სიმპტომები, მიმდინარეობა. გარეთა ფისტულების დროს დუნდულოებზე ან უკანა ტანის მიდამოში კანზე აღინიშნება ერთი ან რამდენიმე წერტილოვანი ხვრელი, საიდანაც მუდმივად ან პერიოდულად ხდება  ლოროწოს ან ჩირქის გამოყოფა. ხვრელების ირგვლივ აღინიშნება გარემომცველი ქსოვილების მაცერაცია. სწორი ნაწლავის გამოკვლევით ისინჯება ხვრელი ერთ – ერთი კრიპტის მიდამოში (ფისტულის შიგნითა ხვრელი). არასრული შიგნითა ფისტულის დროს ავადმყოფები აღნიშნავენ უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანში, ტკივილს, პერიოდულად ლორწოსა და ჩირქის გამოყოფას სწორი ნაწლავიდან.  ფისტულიდან გამოდენის შეფერხების შემთხვევაში წარმოიქმნება მწვავე ანთებითი პროცესის რეციდივი, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით (ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება და სხვ.). ფისტულები მიდრეკილები არიან შეხორცებისაკენ და არ ექვემდებარებიან კონსერვატიულ მკურნალობას.

სწორი ნაწლავის ფისტულები მკურნალობაქირურგიულია. პროგნოზი კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით კვალიფიციური ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.