ფიმოზი

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 21 წლის ბიჭი. ასოზე კანი არაერეგირებულ მდგომარეობაში თავისუფლად გადამდის, მაგრამ ერეგირებულ მდგომარეობაში არა. თუ ძალით ვიწევ საშინელ ტკივილს ვგრძნობ. ამის გამო ერთგვარი კომპლექსი ჩამომიყალიბდა.  რამდენად საშიში და მოგვარებადია ეს პრობლემა და ვის მივმართო? წინასწარ დიდი მადლობა.

პახუხი: ფიმოზი ეწოდება ჩუჩის შევიწროებას, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა. ეს იწვევს მთელ რიგ ჰიგიენურ პრობლემას – ასოს თავის და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას – ბალანიტი და ბალანოპოსტიტი. თავის მხრივ ანთებითი პროცესი იწვევს ჩუჩის ნაწიბუროვან ცვლილებებს რაც კიდევ უფრო ავიწროებს ჩუჩას. ფიმოზი გარკვეულ პრობლემებს უქმნის მამაკაცს და მის პარტნიორს სქესობრივი აქტის დროს – ასოს თავზე არის განლაგებული ეროგენული ზონები. >>>>

ფიმოზის ჩუჩა შეიძლება გადადიოდეს გარკვეული ძალდატანების შემდეგ. ამგვარ ვითარებაში ჩუჩა არ ბრუნდება უკან, ვითარდება ობსტრუქციული რგოლი, ასოს თავის და ჩუჩის შეშუპება – პარაფიმოზი. ამ ვითარებაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ასოს თავის და ჩუჩის ნეკროზი. გარკვეულ წილად ფიმოზი ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს. ფიმოზის მკურნალობა ოპერაციულია; კეთდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში.  

გქონიათ თუ არა სიზმარში სექსი? (უპასუხონ მხოლოდ კაცებმა)

შედეგები

Loading ... Loading ...

გადასვლა ალეკო ხელაის პერსონალურ საიტზე >>
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>
.
 
ბმები

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!