ულტრაბგერითი ეპილაცია

ულტრაბგერითი ეპილაცია ცვილოვანი დეპილაციის დამატებითი საშუალებაა.
მთელი პროცედურა იწყება ე.წ. ვაქსინგით (ამ სიტყვით აღინიშნება ცვილოვანი დეპილაცია).
მისი დამთავრების შემდეგ, კანის ზედაპირზე უსვამენ სპეციალურ კრემს.

♦ ეპილატორები ამაზონზე

ამის შემდეგ, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატის მეშვეობით, კრემის მოლეკულები და იონები ღრმად შეჰყავთ კანში, სადაც აფერხებენ ჩანასახოვანი უჯრედების დაყოფის პროცესს.
ეპილაციის პირველივე სეანსის დროს სრულებით ნადგურდება არასასურველი თმის ის ფოლიკულები, რომლებიც ზრდის აქტიურ ფაზაში არიან.

დანარჩენი ფოლიკულები, ოღონდ – უკვე მცირე რაოდენობით, ნადგურდებიან მომდევნო სეანსების დროს. ულტრაბგერითი ეპილაციის ეფექტი შეიმჩნევა პროცედურების დაწყებიდან დაახლოებით  ერთი წლის შემდეგ.
ულტრაბგერითი ეპილაციაეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები. ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით, ულტრაბგერითი ეპილაციის უპირატესობა ის არის, რომ მისი პროცედურების ჩატარება ნაკლები ღირს; გარდა ამისა, ამ მეთოდით შესაძლებელია ღია ფერის, თხელი, ჭაღარა თმებისა და ბეწვების დამუშავებაც.
ულტრაბგერითი ეპილაციის ნაკლოვანებებია: მის ძირითად უკუჩვენებად ითვლება ის ფაქტი, რომ მას ზოგი ადამიანის ორგანიზმი ვერ ეგუება; პროცედურის დროს გამოყენებული პრეპარატების დიდი არჩევანი არ არის.  ამას გარდა, არასასურველი თმების უჯრედებთან ერთად, კანის უჯრედებიც კვდება.
ქალის ორგანიზმის იმ ნაწილზე, რომელიც ბიკინით იფარება, ულტრაბგერითი ეპილაცია არ ტარდება.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

 

 

.