ლაზერული ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია ითვალისწინებს ლაზერის ზემოქმედებას თმის ბოლქვებზე, რომლიდანაც თმა იზრდება. ლაზერი მყისიერად ახურებს და შემდეგ შლის თმის ბოლქვებს.

ამ მეთოდის გამოყენება დიდი ხნით უზრუნველყოფს არასასურველი თმის მოშორებას. ამ პროცედურას  მხოლოდ კვალიფიციური კოსმეტოლოგები ატარებენ.
ლაზერის ზემოქმედებით  ნადგურდება ის უჯრედები, რომლებიდანაც თმები იზრდება: ფოტოთერმოლიზის დროს ეს პროცესი ხორციელდება ლაზერული სხივით, ელექტროლიზის დროს კი – ნემსებით, რომელზეც დენია მიერთებული.
ლაზერული ეპილაცია ისეთ ტიპის თმებსაც უმკლავდება, რომელთანაც სხვა, ტრადიციული საშუალებები უძლურნი არიან. თმის გაცვენა თავად პროცედურის დროს ხდება.
3–4 პროცედურის შემდეგ, დამუშავებულ ადგილებზე თმის ყველა ღერი ერთნაირი ტემპით აგრძელებს ზრდას. შემდგომი პროცედურები არა მარტო თმების გაცილებით მეტ რაოდენობაზე ზემოქმედებს, არამედ მათ ზრდას 2–3–ჯერ აფერხებს.
თავად პროცედურა ლაზერული სხივის კანზე ზემოქმედებით ხორციელდება. ლაზერული სხივი მხოლოდ I და II ტიპის კანზე ზემოქმედებს.
ეს მეთოდი პირველად გამოსცადეს აშშ–ში, 1981 წელს.

უკუჩვენებები

ისევე, როგორც სხვა მეთოდებს, ლაზერულ ეპილაციასაც ახასიათებს უკუჩვენებები: კერძოდ, იგი არასასურველია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისა და ფეხმძიმეებისთვის.
მისი გამოყენება ასევე არაა რეკომენდებული  17 წლის ასაკამდე მოზარდებისთვის.
მეთოდის ნაკლია ისიც, რომ ვერ უმკლავდება ღია ფერისა და ჭაღარა თმებს, აგრეთვე – იმ ადამიანთა თმებს, რომელთაც მუქი ან გარუჯული კანი აქვთ. ამ მეთოდის გამოყენება ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ არასასურველი თმა აღარასოდეს ამოვა.

ეპილაციის შემდეგ

ეპილაციის შემდეგ სასურველია წაისვათ კრემები და  მალამოები. ეპილაციის შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით ნაჩვენებია:

☘ თურმანიძის ანტისეპტიკური ტკივილგამაყუჩებელი მალამო >

ამის მიუხედავად, ლაზერულ ეპილაციას აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა პროცედურის სწრაფად და  უმტკივნეულოდ ჩატარება, ასევე – მისი განხორციელება ბიკინის ზონასა და იღლიის ქვეშ.
ეს ყოველივე საშუალებას იძლევა, ლაზერული ეპილაცია წარმატებით გამოვიყენოთ სხვა მეთოდებთან ერთად.

ლაზერული ეპილაციის გაკეთების შემდეგ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • პროცედურიდან 2–3 დღის მანძილზე უნდა ვერიდოთ მზის სხივებს.
  • ქუჩაში გასვლამდე ეპილაციით დამუშავებული ადგილებზე უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კრემი.
  • პირველი სამი დღე უნდა ვერიდოთ წყლის პროცედურებს.

ლაზერული ეპილაცია

არასასურველი თმების სრულად მოსაცილებლად საჭიროა 5–8 სეანსის ჩატარება, 1 ან ნახევარი თვის ინტერვალით.
სასურველი შედეგი სამ წელს შენარჩუნდება, შემდეგ კი საჭიროა პროცედურების გამეორება.
ზოგჯერ, ლაზერული ეპილაცია კანზე სიწითლეს აჩენს, რომელიც სწრაფადვე ქრება.
დიდი ხნის მანძილზე, ლაზერული ეპილაცია მხოლოდ სილამაზის სალონებში ტარდებოდა.
პორტატული ლაზერული ეპილატორის გამოგონებამ ადამიანებს საშუალება მისცა, დაზოგონ დრო და ფული.

როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
თავის მოვლის პერსონალური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

 

 

.