ორსულობის 32-ე კვირა

1,8 კილოგრამის წონისა და 42 სანტიმეტრის სიგრძის ნაყოფი, ბუნებრივია, საკმაო ადგილს იკავებს შენს მუცელში. მისი სახიდან ამ დროისთვის თითქმის მთლიანად გამქრალია ნაოჭები.

ორსულობის 32-ე კვირაზე ნაყოფს პრაქტიკულად ჩამოყალიბებული აქვს ფრჩხილები ფეხებსა და ხელებზე, ასევე – თმაც; ყოველ შემთხვევაში, მის სხეულზე კარგად განირჩევა ღინღლი. კანი კი, ადრინდელთან შედარებით, რბილი და გლუვი აქვს.

ორსულობის 32-კვირას თითქმის ბოლომდეა ჩამოყალიბებული გული, თუმცა ეს ორგანოც და მთელი სისხლის მიმოქცევის სისტემაც ინარჩუნებს ნაყოფისთვის დამახასიათებელ გარკვეულ თავისებურებებს: მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის კვლავ რჩება ოვალური ხვრელი, რომელიც ბავშვს დაბადებისას ეხურება.

♥♥ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს. მათი შეძენა შეგიძლიათ ასევე ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“:

♥ ორსულთა კაბები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა მაისურები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შარვლები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა შორტები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ქამრები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ორსულთა ბიუსჰალტერი – <<,,ამაზონის“ განნყოფილება>>
♥ ორსულთა ქვედა საცვლები – <<,,ამაზონის განყოფილება>>
♥ ორსულთა საცურაო კოსტუმები – <<,,ამაზონის“ განყოფილება>>
♥ ტანსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ფეხსაცმელი ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ თეთრეული ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ ჯინსები ორსულთათვის – ,,ამაზონის” განყოფილება >>
♥ კოლგოტები ორსულთათვის  – ,,ამაზონის” განყოფილება >>

თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ ნაყოფის მთელ სისხლის მიმოქცევის სისტემაში საერთოდ არ ცირკულირებს სუფთა არტერიული სისხლი. თვითონ არტერიულ სისტემაშიც კი არტერიული და ვენური სისხლის ნაზავი მოძრაობს. არტერიულ სისხლს ნაყოფი დედისგან იღებს, ჭიპლარის არტერიის მეშვეობით. შენი პატარას ფილტვების ფუნქციების ჩამოყალიბება და სუნთქვითი სისტემის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია მთელი ორსულობის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ ნაადრევად დაბადებულ ბავშვს, როგორც წესი, უვითარდება ახალშობილირესპირატორული დისტრეს-სინდრომი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ბავშვს საკმარისად არ აქვს ფილტვები განვითარებული და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია. ბუნებრივია, ამ დროს იგი საჭიროებს ე.წ. „ჟანგბადოვან თერაპიას“ ან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.


გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მკვლევარებმა ექიმებს შესთავაზეს მეთოდი, რომლის დახმარებითაც დგინდება ნაყოფის ფილტვების ფუნქციონირების დონე. ეს მეთოდი მედიკოსებს იმის განსაზღვრის საშუალებას აძლევს, შეუძლია თუ არა ბავშვს დამოუკიდებლად სუნთქვა. ამ მეთოდის გამოყენებით, ზომავენ ნივთიერებების, ლეტიცინისა და სფინგომიელინის (სფინგოლიპიდები) შემცველობას, რომლის შედეგების მიხედვით მსჯელობენ იმაზე, რამდენად არის ფორმირებული ნაყოფის ფილტვები. მეთოდის საშუალებით შემოთავაზებულ სპეციალურ შკალაზე, სხვადასხვა ლაბორატორია სხვადასხვა შეფასებას აკეთებს. ეს ტესტი შედეგს მხოლოდ ორსულობის 34-ე კვირას იძლევა.

სანაყოფე სითხეში სწორედ ამ პერიოდში იზრდება ლეტიცინის რაოდენობა, ხოლო სფინგომიელინისა, პირიქით, იკლებს. ამ ორი მაჩვენებლის თანაფარდობა გვაძლევს ბავშვის ფილტვებისა და მთელი სასუნთქი გზების განვითარების სურათს. ამ ორი მაჩვენებლის შეფარდება იძლევა იმის სურათს, თუ როგორ ვითარდება ბავშვის ფილტვები და მთლიანად სასუნთქი სისტემა.

იმის გამოსაკვლევად, დასრულებულია თუ არა ნაყოფის ფილტვების ჩამოყალიბება, სხვა მეთოდიც არსებობს – ეს არის ფოსფოგლიცერიდების შესწავლა. იგი არის მნიშვნელოვანი ელემენტი უჯრედის მემბრანაში, სადაც წარმოქმნის ფოსფოლიპიდების ორმაგ ფენას. საერთოდ, ფოსფატიდები მონაწილეობენ სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინების გადატანის პროცესში; ფოსფატიდები ასევე შედიან სურფაქტანტის შემადგენლობაში. ეს გახლავთ განსაკუთრებული ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის ფილტვის ალვეოლების შეწებებას. თუ სანაყოფე სითხეში აღმოჩნდება ფოსფატიდები, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს აღარ განუვითარდება რესპირატორული დისტრეს-სინდრომი.

1989 წელს დაინერგა პრინციპულად ახალი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ახალშობილს დისტრეს-სინდრომისგან იცავენ: დაბადებისთანავე მის ორგანიზმში შეჰყავთ ხელოვნური სურფაქტანტი, რაც ბავშვს დამოუკიდებლად სუნთქვის დაწყებაში ეხმარება. ის დღენაკლი ბავშვები, რომელთა ორგანიზმში სურფაქტანტი შეიყვანეს, რესპირატორს აღარ საჭიროებენ.

იმისთვის, რომ შენი პატარას ზრდადი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, ორსულობის საწყის პერიოდთან შედარებით, ორსულობის 32-ე კვირას სისხლის მოცულობა დაახლოებით 40-50 პროცენტით იზრდება. იმის გამო, რომ საშვილოსნო ქვემოდან ძლიერად აწვება დიაფრაგმასა და კუჭს, გეწყება გულძმარვა და სულის ხუთვა. მდგომარეობა შედარებით რომ შეიმსუბუქო, ბალიში ოდნავ აწეული უნდა იყოს, როდესაც წევხარ. გარდა ამისა, ხშირად ჭამე, ოღონდ – მცირე პორციებით.

გამორიცხული არაა, ამ პერიოდში წელის ქვედა ნაწილში გარკვეული ტკივილი იგრძნო. ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინე შენს ექიმს, რათა დაზღვეული იყო ნაადრევი მშობიარობისგან. სხვა მხრივ, აქ საგანგაშო არაფერია, რადგან ამგვარი ტკივილი საშვილოსნოს გაზრდის, სიმძიმის ცენტრის ცვლილებისა და ჰორმონალური ცვლილებების შედეგად მყესების დასუსტების ბრალია.

 მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
..