დეპანტოლი – ვაგინალური სუპოზიტორია

დეპანტოლი/DEPANTOL

ვაგინალური სუპოზიტორია

ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტისეპტიკური, მეტაბოლური და რეგენერაციული მოქმედებით

შემადგენლობა

დექსპანთენოლი (D-პანტენოლი) -100 მგ, ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 16 მგ.

ქლორჰექსიდინის მოქმედების სპექტრი

Treponema pallidum, Clamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis, Echerichia coli, Stapylococcus spp., Streptococcus spp.; საფუარები, დერმატოფიტები, უმარტივესები (Trichomonas vaginalis).

 

დექსპანთენოლი:

– ახდენს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას
– განაპირობებს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას
– აჩქარებს მიტოზის პროცესს
– ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს.

დეპანტოლის ვაგინალური სუპოზიტორია:

– არ აფერხებს ლაქტობაცილების ფუნქციონირებას
– ინარჩუნებს აქტივობას ჩირქისა და სისხლის გარემოში.

ჩვენებები

– მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი;
– ენდო/ეგზოცერვიციტები;
– საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ (დიათერმოკუაგულაცია, ლაზერული კოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, რადიოტალღური ქირურგია);
– საშვილოსნოს ყელისა და საშოს რეკონსტუქციული და კოსმეტიკური ოპერაციის შემდგომ;
– საშვილოსნოს ყელის ეროზია, ეროზიული კოლპიტი, საშოს ლორწოვანის დაზიანებები;
– კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ლოწოვანის სიმშრალე (ატროფიული კოლპიტი);
– მშობიარობის შემდგომ პერიოდში არსებული მიკრო ნახეთქები საშვილოსნოს ყელის, საშოსა და შორისის მიდამოში;
– სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი. საშოს წყლულისა და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული კოლპიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
პრეპარატი ინიშნება ორსულებსა და მეძუძურებში.

დოზირება

1 სუპოზიტორია 2-ჯერ დღეში, 7-10 დღე

გამოშვების ფორმა

ვაგინალური სუპოზიტორი N#10

მწარმოებელი კომპანია – Stada

გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას; გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს!

გაფრთხილება!
ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი, ქეთევან მეტრეველი, კომპანია “Stada CIS” წარმომადგენლობის პროდუქციის მენეჯერი.
____________________________________

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..