დაოდვილობა

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაოდვილობა – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის ანთება, რომელიც ვითარდება კანის საფარველის შეხებისა და ხახუნის ადგილას. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მომატებული ოფლიანობა და სხეულის ჰიგიენის დაუცველობა. უხშირესად ვლინდება ტერფის, იშვიათად მტევნების თითებსშორის ნაკეცებში, საზარდულის მოდამოში, დუნდულებსშორის ნაკეცებში, კუნთქვეშა ფოსოებში, სარძევე ჯირკვლის ქვეშ.

დაავადება თავდაპირველად ვითარდება ერითემების სახით, შემდეგ ჩნდება ზედაპირული ნახეთქები, რქოვანა გარსი განიცდის მაცერაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნაჭდევები. რქოვანა გარსის აშრევების შედეგად დაზიანების კერები ზომებში იზრდებიან, ხოლო ზოგჯერ ვრცელდებიან ნაკეცების საზღვრებს გარეთ. ავადმყოფები უჩივიან ქავილს, იშვიათად – წვას და ტკივილს.

(2) დაოდვილობა – კანის ნაკეცების ანთებითი დაზიანება, რომელიც ვითარდება კანის შემხები ზედაპირის ხახუნით, კანის სეკრეციის პროდუქტებისა და ორგანიზმის სხვა გამონაყოფის გამღიზიანებელი ზემოქმედებით.

გაფრთხილება!

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”