ბაზალური მემბრანა

არჩილ შენგელია. ჰისტოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011

ბაზალური მემბრანა – გლიკოპროტეინის, მუკოპოლისაქარიდებისა და ცილების არაუჯრედული კონდენსირებული შრე, რომელიც გვხვდება ნებისმიერი ეპითელიუმის ბაზალური ზედაპირის ქვეშ. ბაზალური მემბრანა შედგება მჭიდრო ფილამენტოზური ფურცლისგან, ბაზალური შრისა და ღრმად მდებარე რეტიკულარული შრისგან.