ბათაფილინი

ბათაფილინი

ბათაფილინის ზოგადი ინფორმაცია

ბათაფილინი. Batafillin. ბრონქოლიზური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – პლატიფილინი + პაპავერინი + ფენობარბიტალი + თეობრომინი. Platiphylline + Papaverine + Phenobarbital + Thepbromine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A03E, R03DA57. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

ბათაფილინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბათაფილინი. Batafillin გამოდის ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს პლატიფილინის ჰიდროტარტრატს – 0.003 გ-ს, პაპავერინის ჰიდროქლორიდს – 0.03 გ-ს, ფენობარბიტალს – 0.03 გ-ს, თეობრომინს – 0.25 გ-ს. დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.

ბათაფილინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბათაფილინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბათაფილინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბათაფილინის ფასები ფარმადეპოში
ბათაფილინის  ფასები ავერსში
ბათაფილინის  ფასები psp-ში
ბათაფილინის  ფასები სხვა აფთიაქებში

ბათაფილინის აქტიური ნივთიერებები

პლატიფილინი + პაპავერინი + ფენობარბიტალი + თეობრომინი. Platiphylline + Papaverine + Phenobarbital + Thepbromine.

ბათაფილინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ბრონქული ასთმა
  • მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი
  • კუჭის წყლულოვანი დაავადება
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • სტენოკარდია
  • ცერებრული არტერიების სპაზმი

ბათაფილინის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბათაფილინი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
პლატიფილინი M-ქოლინობლოკატორია, რომელსაც სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედება აქვს. პაპავერინი სპაზმოლიზური საშუალებაა. თეობრომინი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორია, რომელსაც ბლონქოლიზური, დიურეზული და არტერიოდილატაციური მოქმედება აქვს. ფენობარბიტალს საძილე, სედატიური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალური მიორელაქსაციური მოქმედება ახასიათებს.
ჩვენებები
ბრონქული ასთმა, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ცერებრული არტერიების სპაზმი.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, მიდრიაზი, ნერვული აგზნება, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლიანობა, სისუსტე.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ჰიპერმგრძნობელობა, გლაუკომა, ღვიძლისა ან/და თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, მიასთენია, გულისრევა, ყაბზობა, ძილიანობა, მომატებული ოფლიანობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (I ტრიმესტრი) და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
მონაცემები არ მოიპოვება.
ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ მოიპოვება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:4 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის I ჯგუფი (რეცეპტით).

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..