ესტერ ვიტი

ესტერ ვიტი

ესტერ ვიტის ზოგადი ინფორმაცია

ესტერ ვიტი. Ester-Vit. გაციების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება –ასკორბინის მჟავა. Ascorbic acid. მწარმოებელი ფირმა – BILIM PHARMACEUTICALS (თურქეთი).

ესტერ ვიტის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ესტერ ვიტი. Ester-Vit გამოდის 645მგ ტაბლეტის ფორმით. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს ესტერ – CR კალციუმის ასკორბატს 645 მგ. (500 მგ C ვიტამინის ექვივალენტი)

ესტერ ვიტის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ესტერ ვიტის ფასები ფარმადეპოში
ესტერ ვიტის ფასები ავერსში
ესტერ ვიტის ფასები psp-ში
ესტერ ვიტის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ესტერ ვიტი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ესტერ ვიტის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ესტერ ვიტის აქტიური ნივთიერება

ასკორბინის მჟავა. Ascorbic acid. ქიმიური დასახელება –  L- ასკორბინის მჟავა. ბრუტო–ფორმულა: C6H8O6. ასკორბინის მჟავას  მიაკუთვნებენ ვიტამინების და ვიტამინების მსგავსი საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:50-81-7.

ესტერ ვიტის სინონიმები            

ასკორბინის მჟავა (Ascorbic acid, Batfarma, საქართველო).

ესტერ ვიტის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Ascorbic acid / Caffeine Paracetamol / Chlorpheniramine maleate / Phenylephrine hydrochloride), იმუნალ პლუსი (Immunal PLUS, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., სლოვენია; ascorbic acid,  echinacea purpurea), კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა; ascorbic acid,  paracetamol, phenylephrine), ჰერბექსი (HERBEX, G P C, საქართველო; ascorbic Acid,  paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ფერო-ფოლგამა (Ferro-Folgama, Worwag Pharma, გერმანია; Ascorbic acid, Ferrous (II) sulfate, Folic acid, Cyanocobalamin), კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია; ascorbic acid, paracetamol, phenylephrine), ბათაფლუ (Bataflu, Batfarma, საქართველო; ascorbic Acid, paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ეფექტი ჩაი (EPHACT TEA, AVERSI, საქართველო; ascorbic Acid, paracetamol, phenylephrine, chlorphenamine), ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Ascorbic acid/ Paracetamol / Clorpheniramine maleate ).

ესტერ ვიტის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ორგანიზმის C ვიტამინზე ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება

ესტერ ვიტის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
C ვიტამინი მნიშვნელოვანია სურავანდის პრევენციისათვის. C ვიტამინის მიღება აუცილებელია ადამიანებში კოლაგენის წარმოსაქმნელად და ქსოვილების რეგენერაციისათვის. ბიოდაშლადი ასკორბატის ჟანგვა ხდება დეჰიდრო ასკორბინმჟავად. ორივე მათგანი წარმოადგენს C ვიტამინის აქტიურ ფორმას და მონაწილეობენ ბიოქიმიური რედუქციის ჟანგვის პროცესში. უჯრედოვანი კულტურა და კლინიკური გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ ესტერ – C – ში შემავალი C ვიტამინის მეტაბოლიტი ზრდის თრეონის მჟავის უჯრედოვან ათვისებას.
C ვიტამინი არის მარედუცირებელი საშუალება სხვადასხვა მნიშვნელოვან ჰიდროქსილირების რეაქციებში. ეს ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენების ჯვარედინ შეკავშირებაში და სინთეზში, ადრენულ ჰორმონებში და ვაზოაქტიური ამინების სინთეზში, პრეპარატის მიკროსომების მეტაბოლიზმში, ფოლატის მეტაბოლიზმში, ლეიკოციტების მოქმედებაში და ინფექციის მეტაბოლიზაციის გაძლიერებაში, კონტუზიისგან განკურნებაში.
უმაღლეს შრატისმიერ კონცენტრაციებს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 2-3 საათში. გამოიდევნება შარდთან და რძესთან ერთად. ვიტამინის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამოიდევნება ჰემოდიალიზით და პერიტონეალური დიალიზით. შესაბამისად, დიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის რეკომენდებულია C ვიტამინის დამატება.
ჩვენებები
C ვიტამინი გამოიყენება აღნიშნულ ვიტამინზე ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ესტერ-ჩ კალციუმის ასკორბატის ოპტიმალური რეკომენდებული დოზა არის 625-1875 მგ, ასე რომ 1-3 შემოგარსული ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და სხვა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ; აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ჰიპეროქსალურია და თირკმელში კალციუმის ოქსალატის კენჭი.
მოულოდნელი რეაქციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
ვინაიდან ესტერ-ვიტის შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის იონს, ის უკუნაჩვენებია ჰიპოკალცემიის დროს, პარათიროიდული ჰორმონების არსებობისას, D ვიტამინის ჭარბი დოზით მიღებისას ან კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევებისას.
პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია C ვიტამინის მიმართ ალერგიის მქონე პირებისათვის.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
C ვიტამინი სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპეროქსალურია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ამტანობა და ჩვეულებრივი დოზების მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს C ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები.
ჭარბი დოზირება
ესტერ-C კალციუმის ასკორბატი არის წყალში ხსნადი ვიტამინი. ამიტომ შეუძლებელია ჭარბი დოზის მიღება და ჭარბი დოზის მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ასკორბინმჟავას გამოყენება ძირითად პრეპარატებთან (როგორიცაა ამფეტამინი) და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ამცირებს თერაპიულ მოქმედებას. რეკომენდებული არ არის ალუმინის ანტაციდებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან ის ზრდის ალუმინის აბსორბციას.
ესტროგენებთან ერთად გამოყენებისას იზრდება “ესტროგენის” მოქმედება.
C ვიტამინის გამოყენებამ B12 ვიტამინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის ინაქტივაცია.
ცნობილია, რომ C ვიტამინის გამოყენება ლევოდოპასთან ერთად ამცირებს ლევოდოპათი გამოწვეულ პირღებინებას.
ასკორბინის მჟავა ზრდის ეთანოლის ექსკრეციას.
ცნობილია, რომ 500 მგ C ვიტამინის გამოყენებისას ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის მომატება.
C ვიტამინი ზრდის რკინის აბსორბციას.
C ვიტამინი ზრდის ოქსალის მჟავას პლაზმურ დონეებს ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
ვარფარინთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ჰიპოპროთრომბინემიის მოქმედების დაქვეითება.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი
ინახება 25oC-მდე, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება საკუთარ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე. არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.