მკურნალობა უცხოეთში


  ორონორმი სპრეი

ზოგადი ინფორმაცია ორონორმ სპრეიზე

ორონორმი სპრეი. ORONORM SPREY. მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერებები – ბენზოკაინი + ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი + ცეტალკონიუმის ქლორიდი. Benzocaine +  Benzydamine hydrochloride + Cetalkonium chloride. მწარმოებელი ფირმა – Amoun Phermaceutical Co. S.A. (ეგვიპტე).

ორონორმ სპრეის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ორონორმი სპრეი. ORONORM SPREY გამოდის 25 მლ სპრეის ფორმით. 100მლ ხსნარი შეიცავს ბენზოკაინს _ 1.5გ , ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს 0.15გ, ცეტალკონიუმის ქლორიდს 0.0413გ. დამატებითი ნივთიერებებია:  გლიცეროლი 87%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ორონორმ სპრეის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ორონორმის (სპრეი) ფასები ფარმადეპოში
ორონორმის (სპრეი) ფასები ავერსში
ორონორმის (სპრეი) ფასები psp-ში
ორონორმის (სპრეი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ორონორმი (სპრეი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ორონორმის (სპრეი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აქტიური ნივთიერებები ორონორმ სპრეიში

ბენზოკაინი + ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი + ცეტალკონიუმის ქლორიდი. Benzocaine +  Benzydamine hydrochloride + Cetalkonium chloride.

ორონორმ სპრეის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გინგივიტები
  • ფარინგიტები
  • ტონზილიტები
  • ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ
  • კბილის ექსტრაქცია და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციები
  • პირის ღრუს ანთებითი დაავადებები
  • ხახის ანთებითი დაავადებები
  • ინფექციური დაავადებები პირის ღრუს
  • ინფექციური დაავადებები ხახის
  • წყლულები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის
  • პირის ღრუს არომატიზატორი
  • პირის ღრუს გაწმენდა პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან
 
ორონორმ სპრეის საფირმო აღწერიდან

ორონორმ სპრეის ფარმაკოლოგიური თვისებები

ორონორმს გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ადგილობრივი მაანესთეზირებელი მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ ანესთეტიკს. ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0.15% კონცენტრაციით ახდენს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ცეტალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტისეპტიკს. იგი აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, უფრო ნაკლებად – გრამუარყოფით ბაქტერიების, ასევე სოკოების და ვირუსების მიმართ.

ორონორმი სპრეის ჩვენებები

ორონორმი სპრეი ინიშნება ტკივილების და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში:

• გინგივიტები
• ფარინგიტები და ტონზილიტები
• ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ, კბილის ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების დროს.
• პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები
• პირის ღრუს და ხახის ინფექციური დაავადებები
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები. მაგ. აფთოზური წყლულები.
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკი პირის ღრუს გასაწმენდად პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან.

ორონორმი სპრეის მიღების წესები და დოზები

ყველა მიღების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილებში – 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 16 შესხურებისა).
ბავშვებში 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ 24 საათში არა უმეტეს 8 შესხურებისა).
არ არის რეკომენდებული ხანდაზმულ პაციენტებში ყლაპვის შესაძლო გაძნელების გამო.

გვერდითი მოვლენები ორონორმ სპრეისათვის

არ არის დადგენილი

ორონორმი სპრეის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები ორონორმ სპრეისათვის

უნდა ვერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას.
პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოხუცებული პაციენტების შემთხვევაში. არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა მაშინ როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის ანესთეზიამ შეიძლება გამოიწვიოს ღეჭვის დროს პირის ღრუს ტრავმა).

ორონორმი სპრეის შენახვის პირობები და ვადები

შეინახეთ ყუთში მაღალი ტემპერატურისაგან მოშორებით და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი
ორონორმი სპრეის გაცემის წესი
ურეცეპტოდ

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka