ნორმოკიდი

ნორმოკიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
120მლ სიროფი
სიროფის 5მლ შეიცავს:
ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი………………..   50მგ
კალიუმის ბრომიდი …………………………………..  30მგ
ბელადონას ნაყენი ……………………………………..  0,01მლ
რთული კარდამონის ნაყენი ………………………….  0,05მლ
პიტნის წყალი……………………………………………  0,75მლ
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის სიროფი, გლიცეროლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმოკიდი კომბინირებული პრეპარატია ნაწლავური კოლიკის, მეტეორიზმის, წამოქაფების და ღებინების გასაქრობად ბავშვებში. გააჩნია მცირედ გამოხატული სედაციური ეფექტი.
ნატრიუმის ციტრატი ორგანიზმში გარდაიქმნება ნატრიუმის ბიკარბონატად, ანეიტრალებს მარილმჟავას, ამცირებს რძის ზედმეტად შეხაჭოვების პროცესს.
კარდამონის ნაყენი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აქრობს ნაწლავურ კოლიკას, ღებინებას, მეტეორიზმს და წამოქაფებას.
პიტნას ხასიათდება გლუვი მუსკულატურის სპაზმოლიზური მოქმედებით.
ბელადონა აბლოკირებს მუსკარინულ რეცეპტორებს, ძლიერი სპაზმოლიტიკია.
კალიუმის ბრომიდი ხსნის აღგზნებადობას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციას.

ჩვენებები:
მეტეორიზმი, ნაწლავთა კოლიკა, ღებინება,. შესაძლებელია მისი დანიშვნა სპაზმის მოხსნის მიზნით შეტევითი ხველის და აღგზნებადობის სინდრომის დროს

მიღების წესები და დოზები:
2 თვემდე – 2.5მლ 3-ჯერ დღეში.
2 თვიდან 1 წლამდე – 5მლ 3-ჯერ დღეში.
1 დან 2 წლამდე – 10მლ 3-ჯერ დღეში.
2 წლიდან – 15მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია მისი მცენარეული წარმოშობიდან გამომდინარე.

უკუჩვენება:
პარალიზური გაუვალობა, ნაწლავთა ინვაგინაცია.

შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით.

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E., ეგვიპტე

გაფრთხილება