ოტოპროფენი

  ოტოპროფენი

ზოგადი ინფორმაცია ოტოპროფენზე

ოტოპროფენი. OTOPRIFEN. მიკრობების და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერებები – პროკაინის ჰიდროქლორიდი + ფენაზონი. Procaine hydrochloride + Phenazone. მწარმოებელი ფირმა – ა. სელლა ს.რ.ლ. (იტალია).

ოტოპროფენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ოტოპროფენი. OTOPRIFEN გამოდის 10 მლ 1%+5% ყურის წვეთების ფორმით ფკლაკონში. 100მლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: პროკაინის ჰიდროქლორიდს 1.00გრ (ექვივალენტური 0,866 გრ.პროკაინის ფუძისა) ;  ფენაზონს 5,00გრ.

ოტოპროფენის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ოტოპროფენის ფასები ფარმადეპოში
ოტოპროფენის ფასები ავერსში
ოტოპროფენის ფასები psp-ში
ოტოპროფენის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ოტოპროფენი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ოტოპროფენის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აქტიური ნივთიერებები ოტოპროფენში

პროკაინის ჰიდროქლორიდი + ფენაზონი. Procaine hydrochloride + Phenazone.

ოტოპროფენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ოტოლგიაზი
 
ოტოპროფენის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები

ოტოპროფენი ყურის წვეთებია,ხსნარი.იგი ოტოლოგიური ცამალია ტკივილგამაყუჩებელი და საანესთეზიო ეფექტით,რომელიც გამოიყენება ოტოლგიაზის შემთხვევაში.

ოტოპროფენის მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივი დოზები:

მოზრდილებისათვის: 5-8 წვეთი თითოეულ ჯერზე.

ბავშვებისათვის: 4-5 წვეთი თითოეულ ჯერზე.

ოტოპროფენი ჩაიწვეთეთ ყურის გარე არხში.ოტოპროფენი მიიღეთ დღეში 2-4-ჯერ.

თუ წამლის ეფექტი ძალზე ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს წამალი არ უნდა მიიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში,თუ ვერ მიაღწევთ სასურელ ეფექტს.

რაიმე გართულების ან უსიამოვნო ცვლილებების შმჩნევისას, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.

ოტოპროფენის გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა ოტოპროფენმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.ყურის დაფის აპკის პერფორაციის სემთხვევაში,ამ წამლის მოხვედრამ ძირიტად სტრუქტურაში შესაძლოა რაიმე სახის არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს.

ფენაზონის მიღება,სისტემური დანიშნულების დროსაცკი,დაკავშირებულია აგრანულოციტოზის მაღალ რისკთან;ამ სამედიცინო პროდუქტმა,ისევე ,როგროც პროკაინმა,შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები,სრულად შეწოვისას კი -ანაფილაქსიური რეაქციებიც.

თუ იგრძნობთ ისეთ რაიმე არასასურველ ეფექტს ,აცნობეთ ამის სესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

ოტოპროფენი უკუჩვენებები

ოტოპროფენი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა(ალერგია) პრეპარატის კომპონენტების მიმართ(პროკაინის ჰიდროქლორიდი ან ფენაზონი)ან სხვა ქიმიურად დაკავშირებული ნივთიერების მიმართ.

თუ ანამნეზში აღინიშნებოდა მსგავსი სიმპტომები,სასურველია ექიმის კონსულტაცია.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

თუ მკურნალობის დაწყებიდან მოკლე დროში ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია

ამ წამლით მკურნალობის დაწყებამდე, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები

საკვების ან სასმელის მიღება ოტოპროფენით მკურნალობისას:

კავშირში არ არის.

ზემოქმედება მანქანის მართვაზე:

ოტოპროფენის მიღება მანქანის მართვაზე ან მოწყობილობებთანმუსაობაზე რაიმე გავლენას არ ახდენს.

ჭარბი დოზირება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ოტოპროფენის მიღება:

ნუ მიიღებთ ზედმეტ დოზას შემდეგი ჩაწვეთებისას,გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.ოტოპროფენის მიღების შეწყვეტით გამოწვეული ეფექტები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მიმართეთ რჩევისათვის ექიმს,თუ ღებულობთ რაიმე სხვა ისეთ წამლებსაც, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.

ოტოპროფენის შენახვის პირობები და ვადები

ინახება პირველადი სეფუთვით ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ