კერატოსტილი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10მლ თვალი წვეთები
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა………….  0,3%
ცეტრიმიდი………………………………………….. 0,01%
დექსპანთენოლი, დინატრიუმის ედეტატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ერთფუძიანი კალიუმის ფოსფატი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი აბსოლუტურად გამჭირვალეა; მთლიანად იხსნება წყალში ნებისმიერი კონცენტრაციისას; არ წარმოქმნის ლითონური მარილების ან ორგანული ნარჩენების გაუხსნელ დანალექებს, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოიქმნებიან ცრემლდენ ხსნარებში. მისი pH აბსოლუტურად თავსებადია თვალის ქსოვილთან და ამდენად, ეს ხსნარი არანაირ გაღიზიანებას არ იწვევს.
ჩვენებები:
კერატოსტილი არის 0,3%ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას სტერილური წყალხსნარი, რომელიც გამოიყენება, როგორც თვალის დამარბილებელი საშუალება;
ხელს უწყობს თვალის რქოვანას რეეპითელიზაციას სტრესების შემდეგ, ხსნის თვალის სიმშრალესა და გარემო ფაქტორებით (ჰაერი, მტვერი, მზის სხივების რადიაცია) გამოწვეულ თვალის გაღიზიანებებს, გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.
მიღების წესები და დოზები:
წამლის ბოთლზე ხელის მსუბუქად დაჭერით, ჩაიწვეთეთ კერატოსტილის 1-2 წვეთი კონიუქტივიტის ქვემო თაღში. აუცილებლობის შემთხვევაში, ხსნარი შეიძლება ჩაიწვეთოთ ერთზე მეტადაც დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
-არ გამოიყენოთ რბილი კნტაქტური ლინზების ხმარებისას. აუცილებლობის შემთხვევაში კერატოსტილი ჩაიწვეთეთ ლინზების გაკეთებამდე 15 წთ-ით ადრე;
-არ შეახოთ თვალი ბოთლის წვეროს;
-არ იხმაროთ თვალის ინფიცირების შემთხვევაში;
-არ იხმაროთ თვალის გარეგანი მკურნალობის სხვა საშუალებებთან ერთად;
-არ იხმაროთ კერატოსტილის რომელიმე კომპონენთან შეუთავსებლობის შემთხვევაში;
-არ იხმაროთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები და ვადები:
კერატოსტილი ვარგისია პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
წამალი შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება: წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ბრუსკეტინი, იტალია

გაფრთხილება