აზითრომიცინი

აზითრომიცინის ზოგადი ინფორმაცია

აზითრომიცინი. AZITHROMYCIN. მაკროლიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აზითრომიცინი. Azithromycin. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

აზითრომიცინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აზითრომიცინი. AZITHROMYCIN გამოდის 250 მგ  კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – აზითრომიცინის 250 მგ-ს.

აზითრომიცინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც აზითრომიცინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია აზითრომიცინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აზითრომიცინის ფასები ფარმადეპოში
აზითრომიცინის ფასები ავერსში
აზითრომიცინის ფასები psp-ში
აზითრომიცინის ფასები სხვა აფთიაქებში

აზითრომიცინის აქტიური ნივთიერება

აზითრომიცინი. Azithromycin. ქიმიური დასახელება – 9-დეოქსო-9a-აზა-9a-მეთილ-9a-ჰომოერითრომიცინ А (და დიჰიდრატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C38H72N2O12. აზითრომიცინს მიაკუთვნებენ  მაკროლიდების და აზალიდების ჯგუფს. CAS-კოდი:  83905-01-5.

აზითრომიცინის სინონიმები

აზროცინი (Azrosin, Asfarma, თურქეთი), აზოკსინი (AZOKSIN, Avita, თურქეთი), ზიტრომედი (ZITHROMED™, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი),აზიპინი (AZIPIN, G P C, რუმინეთი), აზიმაკი (AZIMAC, GMP, საქართველო), ჰემომიცინი (HEMOMICIN, Hemofarm A.D, სერბეთი), აზროცინი (Azrosin, Asfarma, თურქეთი), აზოკსინი (AZOKSIN, Avita, თურქეთი), ზიტრომედი (ZITHROMED™, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი), აზიპინი (AZIPIN, G P C, რუმინეთი), აზიმაკი (AZIMAC, GMP, საქართველო), აზითრომიცინი (AZITHROMYCIN, GMP, საქართველო), ჰემომიცინი (HEMOMICIN, Hemofarm A.D, სერბეთი).

 აზითრომიცინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ანგინა
  • ბრონქიტი
  • პნევმონია ბაქტერიული
  • პნევმონია ატიპიური
  • სინუსიტი
  • ტონზილიტი
  • შუა ყურის ანთება
  • ქუნთრუშა
  • წითელი ქარი
  • იმპეტიგო
  • დერმატოზები მეორადად ინფიცირებული
  • ურეთრიტი გაურთულებელი
  • ცერვიციტი
  • ლაიმას დაავადება (ბორელიოზი)
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, Helicobacter pylori – სთან ასოცირებული
აზითრომიცინის საფირმო აღწერიდან

აზითრომიცინის მოქმედების მექანიზმი

მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. ანთებით კერაში მაღალი კონცენტრაციით მოხვედრილი პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზითრომიცინი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი) ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას და სხვ. მიმართ. აქტიურია ასევე ტოქსოპლაზმოზის გამომწვევისადმი. აზითრომიცინი მჟავე არეში მდგრადობისა და ლიპოფილური თვისებების გამო სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500 მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4 მგ/ლ, ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კონცენტრაცია 24-34 %-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილში და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია შენარჩუნებული რჩება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

აზითრომიცინის ჩვენებები

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
სასუნთქი სისტემის ინფექციები (ანგინა, ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
ქუნთრუშა;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);
ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
Helicobacter pylori – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

აზითრომიცინის მიღების წესები და დოზები

აზითრომიცინი აუცილებლად ინიშნება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში – პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე – 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.

აზითრომიცინის გვერდითი მოვლენები

იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

აზითრომიცინის უკუჩვენებები

პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

აზითრომიცინის განსაკუთრებული მითითებები

აზითრომიცინისა და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. არ აღინიშნება აზითრომიცინისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა. დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.

აზითრომიცინის ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა.

აზითრომიცინის შენახვის პირობები და ვადები

აზითრომიცინის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აზითრომიცინის გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..