აზითრომიცინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აზითრომიცინის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აზითრომიცინი/azithromycin

აზითრომიცინის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი


აზითრომიცინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: პრეპარატის 1 კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – აზითრომიცინის 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი. ანთებით კერაში მაღალი კონცენტრაციით მოხვედრილი პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად. აზითრომიცინი აქტიურია გრამდადებითი (სტაფილოკოკი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი, სტრეპტოკოკი) და გრამუარყოფითი (ენტეროკოკი, ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი) ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ლეგიონელას, ბაქტეროიდების, ქლამიდიას და სხვ. მიმართ. აქტიურია ასევე ტოქსოპლაზმოზის გამომწვევისადმი. აზითრომიცინი მჟავე არეში მდგრადობისა და ლიპოფილური თვისებების გამო სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500 მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4 მგ/ლ, ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში; ინფექციის კერაში კონცენტრაცია 24-34 %-ით მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ქსოვილში და კორელაციას განიცდის ანთების შედეგად განვითარებული შეშუპების ხარისხის შესაბამისად. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია შენარჩუნებული რჩება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
სასუნთქი სისტემის ინფექციები (ანგინა, ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია);
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება);
ქუნთრუშა;
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები (გაურთულებელი ურეთრიტი და/ან ცერვიციტი);
ლაიმას დაავადება (ბორელიოზი);
Helicobacter pylori- სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

მიღების წესები და დოზები
აზითრომიცინი აუცილებლად ინიშნება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500 მგ ერთხელ დღეში, II დღიდან V დღემდე 250-250 მგ დღიური დოზა; ან 500 მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში (თერაპიული კურსი მოიცავს სულ 1.5 გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1 გ. ლაიმას დაავადების (ბორელიოზის) პირველი სტადიის (erythema migrans) სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1 გ ერთ მიღებაზე, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500 მგ (თერაპიული კურსი მოიცავს 3 გ-ს). ბავშვებში დოზის კორელაცია ხდება წონის გათვალისწინებით. 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში – პირველ დღეს 10 მგ/კგ; შემდეგი ოთხი დღე – 5 მგ/კგ დღიური დოზა, ან შესაძლებელია სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზით 10 მგ/კგ. თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30 მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი; ღვიძლის ფერმენტების ტრანზიტორული მატება; გამონაყარი.

უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ანამნეზში მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით.

განსაკუთრებული მითითებები
აზითრომიცინისა და ანტაციდური პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას საჭიროა მიღებებს შორის 2 საათიანი ინტერვალის დაცვა. არ აღინიშნება აზითრომიცინისა და თეოფილინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, დიგოქსინის, ციკლოსპორინისა და ერგოტამინის ურთიერთგავლენა. დიდი სიფრთხილეა საჭირო ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სმენის დროებითი დაკარგვა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 250მგ კაფსულა#10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი:: გამა, ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება