ანგინ-ჰეელ სდ

ანგინ-ჰეელ სდ. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ანგინ-ჰეელ სდ-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ანგინ-ჰეელ სდ-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


ანგინ-ჰეელ სდ აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ინფორმაცია პაციენტებისათვის:
ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის” პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

1 ტაბლეტი შეიცავს: Hydrargirum bicyanatum D8, Phytolacca D4, Apis mellifica D4, Arnica D4 – 30 მგ თითოეული, Hepar sulphuris D6, Dulcamara D4, Belladonna D4 – 60 მგ თითოეული.

ჩვენებები
ანგინა, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ტონზილარული ჩირქოვანი საცობები, ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპერტროფია, ქრონიკული რინიტი.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ენის ქვეშ დადებით სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს გაძლიერებული სალივაციის (ნერწყვდენა) დროს.

უკუჩვენება
არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #50; #250

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Heel, გერმანია

გაფრთხილება