ჰერც ასს – 1 A ფარმა

  ჰერც ასს -1 A ფარმა

ჰერც ასს -1 A ფარმას ზოგადი ინფორმაცია

ჰერც ასს -1 A ფარმა. Herz ASS – 1A Pharma. ანტიანგინალური პრეპარატების – ანტიაგრეგანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – აცეტილსალიცილის მჟავა. Acetylsalicylic acid. მწარმოებელი ფირმა – Salutas Pharma GmbH (გერმანია).

ჰერც ასს -1 A ფარმას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰერც ასს -1 A ფარმა. Herz ASS – 1A Pharma გამოდის 100მგ ტაბლეტის ფორმით. ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

ჰერც ასს -1 A ფარმას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰერც ასს -1 A ფარმას ფასები ფარმადეპოში
ჰერც ასს -1 A ფარმას ფასები ავერსში
ჰერც ასს -1 A ფარმას ფასები psp-ში
ჰერც ასს -1 A ფარმას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰერც ასს -1 A ფარმა,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰერც ასს -1 A ფარმას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰერც ასს -1 A ფარმას აქტიური ნივთიერება

აცეტილსალიცილის მჟავა. Acetylsalicylic acid. ქიმიური დასახელება – 2-(აცეტილოქსი) ბენზოის მჟავა. ბრუტო–ფორმულა: C9H8O4. აცეტილსალიცილის მჟავას მიაკუთვნებენ  სალიცილის მჟავის წარმოებულების ჯგუფს.

ჰერც ასს -1 A ფარმას სინონიმები

აცეტილსალიცილის მჟავა (Acetylsalicylic acid, Batfarma, საქართველო). თრომბასპინი (THROMBASPIN, GMP, საქართველო), თრომბობათი (Thrombobat, Batfarma, საქართველო), კარდიო ფორსი (CARDIO FORS, AVERSI, საქართველო).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

კარდიომაგნილი (CARDIOMAGNYL, Nycomed, დანია; acetylsalicylic acid, vit.C, caffeine),ეფექტი C (EPHACT C, AVERSI, საქართველო; acetilsalicilic acid, paracetamole, cofeine),დენკალგინფეინრილიფ (DENKALGIN PAIN RELIEF, Denk Pharma, გერმანია; acetilsalicilic acid, paracetamole, cofeine), ციტრამონი-პ (Сitramon-P, Batfarma, საქართველო).

ჰერც ასს -1 A ფარმას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სტენოკარდია არასტაბილური
  • მიოკარდიუმისინფარქტი, მწვავე
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, განმეორებითი
  • სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა)
  • ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევები
  • ინსულტები
  • თრომბოზი კორონარული არტერიების
  • ემბოლია კორონარული არტერიების

ჰერც ასს -1 A ფარმას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰერც-ასს-ის მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას შეუქცევად ინაქტივაციასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით ჰერც-ასს აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი მოხმარების სფეროს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებისას.

ფარმაკოდინამიკა
ჰერც-ასს Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.
ჩვენებები
– არასტაბილური სტენოკარდია;როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი; და პროფილაქტიკა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში(გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა, ასაკოვანი პაციენტები) მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
– სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
– ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
– კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
– არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ (ოპერაციიდან 24 საათი) პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300 მგ ჰერც-ასს. გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100 მგ ჰერც-ასს-ის დანიშვნა;

– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100 მგ/დღეში;(ჩაიკვნიტოს ტაბლეტი)
– მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300 მგ/დღეში;
– მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის, მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200 მგ/ ჰერც-ასს დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.
ჰერც-ასს ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

ჰერც-ასს, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული სისხლდენა, იშვიათად – ანემია (კუჭ-ნაწლავის სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული).
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.
ერთეულ შემთხვევებში: თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ჰიპოგლიკემია,

უკუჩვენება
– აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– ჰემორაგიული დიათეზი;
– მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;
– სალიცილატების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;
– “ასპირინული ტრიადა”;

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, ბავშვებს და მოზარდებს.
პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციის პერიოდში ჰერც ასს–ის მიღება, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.
აცეტილსალიცილის მჟავამ წინასწარგანწყობილ პაციენტებში (ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფის დარღვევით) შესაძლოა პოდაგრის გამწვავება გამოიწვიოს.
პრეპარატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.
ჰერც-ასს აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების (მათ შორის ტიკლოპიდინის), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.
ჰერც-ასს აქვეითებს დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და ჰერც-ასს-ის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰერც-ასს აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მეტოტრექსატის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის მოქმედებას, ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატიული საშუალებების კონცენტრაციას სისხლში.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!