ბუტადიონი

ბუტადიონი

ბუტადიონის ზოგადი ინფორმაცია

ბუტადიონი. BUTADION. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო  სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ფენილბუტაზონი. Phenylbutazone. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

ბუტადიონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ბუტადიონი. BUTADION გამოდის 20 გ 5% მალამოს ფორმით ტუბში. 1 გრ მალამო შეიცავს 50.0 მგ ფენილბუტაზონს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, პოლისორბიტს 60, უწყლო კოლოიდური სილიციუმს, გლიცერინს (85%-ანი), პროპილენგლიკოლს, თხევად პარაფინს, გასუფთავებულ წყალს.

ბუტადიონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ბუტადიონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ბუტადიონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ბუტადიონის ფასები ფარმადეპოში
ბუტადიონის ფასები ავერსში
ბუტადიონის ფასები psp-ში
ბუტადიონის ფასები სხვა აფთიაქებში

ბუტადიონის ნივთიერება

ფენილბუტაზონი. Phenylbutazone. ქიმიური დასახელება – 4-ბუტილ -1,2-დიფენილ-3,5-პირაზოლიდინდიონი. ბრუტო–ფორმულა: C19H20N2O2. ფენილბუტაზონს  მიაკუთვნებენ აასს – ბუტილპირაზოლიდინების ჯგუფს. CAS-კოდი: 50-33-9.

ბუტადიონის სინონიმები

ესელივ ფორტე (Esseliv forte, S.K.impex, პოლონეთი).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ანოდინ-დუალი (Anodyne-Dual, Waysmark medical, საქართველო;phenylbutazone, dexamethasone, cyanocobalamin).

ბუტადიონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კანის მექანიკური დაზიანება
  • კანის ქიმიური დაზიანება
  • დამწვრობა I და II ხარისხის
  • დამწვრობა მცირე მოცულობის
  • დამწვრობა მზით გამოწვეული
  • კანის გაღიზიანება ნანემსარის ადგილზე
  • ზედაპირული ვენების ანთება
  • შესიება ტრავმული
  • სისხლჩაქცევები კანქვეშა
  • დაჭიმვა კუნთების
  • დაჭიმვა მყესების
  • რევმატიული დაავადებები

ბუტადიონის საფირმო აღწერიდან

ბუტადიონის ფარმაკოლოგიური თვისებები

მალამო ბუტადიონი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჯგუფს განეკუთვნება.

ბუტადიონის ჩვენებები

მალამო გამოიყენება კანის სხვადასხვა წარმოშობის ანთების დროს: მექანიკური და ქიმიური დაზიანება, I და II ხარისხის და მცირე მოცულობის დამწვრობა, მზით გამოწვეული დამწვრობა, ნანემსარის ადგილზე კანის გაღიზიანება, ზედაპირული ვენების ანთება, ტრავმული შესიება, კანქვეშა სისხლჩაქცევები, კუნთებისა და მყესების დაჭიმვა, რევმატიული დაავადებების დროს სახსრების ადგილობრივი მკურნალობა. Pპრეპარატი განკუთვნილია გარეგანი ხმარებისათვის. თუ რამდენიმედღიანი მკურნალობის ფონზე ანთების ნიშნები არ შემცირდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ბუტადიონის მიღების წესები და დოზები

უფროსებში და 14 წელზე უფროს ბავშვებში: მალამო უნდა წაისვას კანის დაზიანებულ მონაკვეთზე თხელ ფენად, შეზელვის გარეშე 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

ბუტადიონის გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი გვერდითი მოქმედება:
ზოგჯერ გვხვდება კანის ალერგიული და არაალერგიული ანთება, მალამოს შემცველობაში შემავალი მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (სხვა ფართოდ ცნობილი სახელწოდებით: პარაბენი) გამო ამ ინგრედიენტის მიმართ მგრძნობიარე პირებში, მაგრამ მალამოს სხვა ინგრედიენტებსაც შეუძლიათ მსგავსი რეაქციები გამოიწვიონ.

ბუტადიონის ზოგადი სისტემური გვერდითი მოქმედება:

ფენილბუტაზონმა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლის ორგანოების მხრივ, და ასევე შეუძლია ზოგადი ალერგიული რეაქციის გამოწვევა.
ყველა წამლის მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდეს ალერგიული რეაქცია, ამიტომ, შემდეგი ნიშნების გამოვლინებისას (კანზე გამონაყარი მთელ სხეულზე, შეშუპებები, ბრონქების შევიწროვება და ა.შ.) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბუტადიონის უკუჩვენებები

– ბრონქული ასთმის ან ალერგიული რეაქციის (ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება) შეტევის წარმოქმნისას წარსულში ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების შემდეგ.
– კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა.
– პრეპარატის გამოყენება დახურული სახვევის ქვეშ.
– პრეპარატის გამოყენება თვალებზე, თვალის გარშემო, ლორწოვან გარსებზე, ძვლების ღია მოტეხილობებზე, ღია ჭრილობებზე.
– ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების მკურნალობა, რომლებიც სტეროიდებით თერაპიაზე რეაგირებენ.
– ერთობლივი გამოყენება ფენილბუტაზონის შემცველ სხვა პრეპარატებთან. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.
14 წელზე უმცროსი ბავშვებისათვის პრეპარატი უკუნაჩვენებია.

ბუტადიონის განსაკუთრებული მითითებები

თუ თქვენ ორსულად ხართ, ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზა შესაძლოა გამოვლინდეს მალამოს კანის დიდ მონაკვეთზე წასმისას, ან პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას.
ჭარბი დოზირება შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი ან სისტემური ნიშნებით, ორგანიზმის მიერ პრეპარატის შეწოვილი რაოდენობის მიხედვით.

ბუტადიონის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მალამოსთან ერთად, რეგულარულად ან დროებით, სხვა პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
მალამოს ხანგრძლივად გამოყენებისას წარმოიქმნება ორგანიზმში ფენილბუტაზონის დიდი დოზით შეწოვის რისკი და ამ შემთხვევაში აუცილებელია საერთო მოქმედების და სხვა პრეპარატებთან ერთობლივი მოქმედების გათვალისწინება.

ბუტადიონის შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში, 8-15°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

ბუტადიონის გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..