ბუტადიონი

ბუტადიონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბუტადიონის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ფენილბუტაზონი/ phenylbutazone

ბუტადიონის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

 


ბუტადიონი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი M02A A01

შემადგენლობა:
1 გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ფენილბუტაზონი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კარმელოზა, პოლისორბატი 60, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, გლიცეროლი (85%) პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, გასუფთავებული წყალი.

აღწერა
თეთრი, ერთგვაროვანი მალამო სუსტი სპეციფიური სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბუტადიონის მალამო წარმოადგენს არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას სიცხის დამწევი და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედებით. ფენილბუტაზონი თრგუნავს პროსტაგლანდინის სინთეზს და სპეციფიურად მოქმედებს ქსოვილების ანთებით რეაქციაზე. ხრტილში ფენილბუტაზონი თრგუნავს მუკოპოლისაქარიდების ატფ-დამოკიდებულ ბიოსინთეზს. ფენილბუტაზონი ასევე ახდენს გავლენას შარდმჟავას გამოყოფაზე, მილაკებში შარდმჟავას რეაბსორბციის შემცირების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკა:
ბუტადიონის მალამოს ადგილობრივი გამოყენებისას, სისტემური აბსორბცია უმნიშვნელოა. შიგნით მიღებისას, ფენილბუტაზონი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მნიშვნელოვნად ნაწილდება ქსოვილებში.
სისტემურ სისხლის ნაკადში ფენილბუტაზონის 98% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ფენილბუტაზონი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა უმთავრესად შარდით, მეტაბოლიტების სახით, თუმცა დაახლოებით დოზის მეოთხედი შეიძლება გამოიყოს ფეკალიებით. ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში გახანგრძლივებულია (70 საათამდე) და აქვს გამოხატული ინდივიდუალური ცვალებადობა (ხანდაზმულ ასაკში ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 105 საათამდე).

მიღების ჩვენებები
მექანიკური ტრავმებით, ან ქიმიური დამწვრობებით გამოწვეული დერმატიტები. მცირე ზომის I და II ხარისხის თერმული ტრავმები; მზის დამწვრობა.
ანთებითი რეაქციები პუნქციის ადგილას ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, მწერების ნაკბენები. ჰემოროის და ზედაპირული თრომბოფლებიტის ადგილობრივი მკურნალობა ანტიკოაგულანტებით თერაპიაზე დამატების სახით. რბილი ქსოვილების ტრავმები, შეშუპებები, ჰემატომები, კუნთების და მყესების დაჭიმულობა, ტკივილი ამპუტირებულ ტაკვში. რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, სინოვიტის, ტენდინიტის და ტენდოვაგინიტის ადიუვანტური თერაპია

წინააღმდეგჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
• ასთმის შეტევა, ან სხვა ალერგიული რეაქციები (რინორეა, ჭინჭრის ციება) ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.
• ღრმა ვენების თრომბოზი
• ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენება.
• თვალის გარშემო კანზე, ლორწოვან გარსებზე, ღია ჭრილობებზე და ნახეთქებზე წასმა
• ეგზემა, და კანის სხვა დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით თერაპია.
• ერთდროული გამოყენება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ფენილბუტაზონს
• ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, საჭირა თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყნებას.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა და ძუძუთი კვება ითვლება შედარებით უკუჩვენებად ამ მალამოს გამოყენებისათვის და ამიტომ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ მიღებული უნდა იყოს მოსალოდნელი სარგებლის და პოტენციური რისკის გულმოდგინე შეფასების შემდეგ. არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიები და შესაბამისად, მათი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრში.

მიღების წესი და დოზირება
მალამო ბუტადიონის გამოყენება რეკომენდებული არ არის 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები:
წაისვით მალამოს თხელი ფენა კანის დაზიანებულ უბანზე 2 – 3 ჯერ დღეში, პრეპარატი არ შეიზილოთ კანში.
ხანდაზმული ასაკი:
სიფრთხილის არანაირი ზომები არ არის საჭირო (იხ. ნაწილი “გვერდითი მოვლენები”).

გვერდითი მოვლენები
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ადგილობრივი გამოყენება დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი გვერდითი რეაქციის განვითარებასთან. ამის მიუხედავად, სისხლის ნაკადში აბსორბციიდან გამომდინარე, შეიძლება ასევე განვითარდეს სისტემური ეფექტები.

ორგანოთა სისტემების პირველადი კლასი

(MedMRA)

არასასურველი მოვლენა
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება
სისხლის წითელი უჯრედების უკმარისობა (ე.წ “ანემია”)
სისხლში თრომბოციტების დონის შემცირება (ე.წ. “თრომბოციტოპენია”)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები მძიმე გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება (ე.წ. “სტივენს-ჯონსონის სინდრომი”)
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები სითხის შეკავება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ ბრონქების შევიწროვება
დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ სისხლდენა კუჭიდან
ღებინება
გულისრევა
პანკრეატიტი
პერფორაცია
პეპტიური წყლულები
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ ღვიძლის დაზიანება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ კანზე გამონაყარი
კანის გაწითლება
კანის ანთება, რომელსაც თან ახლავს აქერცვლა
მგრძნობელობა მზის სინათლისადმი
ქავილი
დარღვევები თირკმლების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ თირკმლის ფუნქციის გაუარესება
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილზე შეშუპება

დოზის გადაჭარბება
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატის აბსორბციის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი და სისტემური ეფექტები. მკურნალობა: სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიუხედავად იმისა, რომ გარეგანი გამოყენებისას არავითარი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა, ფენილბუტაზონის სისტემური გამოყენებისას არ შეიძლება გამოირიცხოს ურთიერთქმედების განვითარება. საჭიროა თავი აარიდოთ სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასს) და ძლიერი ცილა-შეკავშირების უნარის  მქონე პრეპარატებთან ერთად გამოყენებას.

უსაფრთხოების ზომები
კანზე გაღიზიანების განვითარებისას, მალამო ბუტადიონის გამოყენება უნდა შეწყდეს და შეიცვალოს სხვა შესაბამისი თერაპიით. ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ. ის არ უნდა წაისვათ დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე ან თვალებზე. გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ხელების გულმოდგინედ დაბანა. კანის დამუშავებული ნაწილები დაცული უნდა იყოს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან, ფოტოსენსიბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა პრეპარატებს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.

შეფუთვა
ალუმინის ტუბი (20გ) დახურული პოლიეთილენის ხუფიანი თავსახურით, ბუნიკით გასაჭყლეტად.

შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს +8°C-დან +15°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი, ან ნარჩენები უტილიზებული უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოშვების ფორმა: მალამო 5%: ტუბი 20 გ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება