nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


იზოფრა

იზოფრას ზოგადი ინფორმაცია

იზოფრა. ISOFRA. მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატების – ანტიბიოტიკების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – ფრამიცეტინი. Framycetin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R01AX08. მწარმოებელი ფირმა – ლაბორატორია “ბუშარა-რეკორდატი” (საფრანგეთი).

იზოფრას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

იზოფრა. ISOFRA გამოდის 1.25% 15მლ–იანი ნაზალური აეროზოლის ფორმით. პრეპარატის 100მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერების: ფრამიცეტინის სულფატის – 800 000ME. სხვა კომპონენტებია: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი. აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე.

იზოფრას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

იზოფრას ფასები ფარმადეპოში
იზოფრას ფასები ავერსში
იზოფრას ფასები psp-ში
იზოფრას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც იზოფრა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია იზოფრას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

იზოფრას აქტიური ნივთიერება

ფრამიცეტინი. Framycetin.

იზოფრას მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

სოფრადექსი (SOFRADEX, Sanofi Aventis, ინდოეთი; farmycetin, gramicidin, dexamethasone).

იზოფრას გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • რინიტი
  • რინოფარინგიტი
  • სინუსიტი (დაუზიანებელი ძგიდის პირობებში)
  • ადენოიდიტი
  • ანთება, ოპერაციის შემდგომი

იზოფრას საფირმო აღწერიდან

იზოფრას ფარმაკოლოგიური თვისებები

ფრამიცეტინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. გააჩნია ბაქტერიოციდული ზემოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella, pneumoniae, Haemophilus influenzae) რომლებიც იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ პროცესებს.

იზოფრას ჩვენებები

ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული მკურნალობა:
- რინიტი;
- რინოფარინგიტი;
- სინუსიტი (დაუზიანებელი ძგიდის პირობებში);
- ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა;
- ოპერაციული ჩარევების შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში 4-6 ჯერ.
ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში 3 ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
გამოყენების პროცესში ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ პოზიციაში.

იზოფრას გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

იზოფრას უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ფრამიცეტინისა და ამინოგლიკოზიდების გჯუფის სხვა ანტიობიოტიკების მიმართ;

იზოფრას ჭარბი დოზირება

პრეპარატის სისხლის მიმოქცევაში დაბალი აბსორბციის გამო ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა.

იზოფრას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კლინიკური შემთხვევები არ არის გამოვლენილი..
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

იზოფრას გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka