იზოფრა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფრამიცეტინი / framycetin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა

სამკურნალო ფორმა:ცხვირის აეროზოლი.
შემდგენლობა პრეპარატის 100მლ-ში:
აქტიური ნივთიერება:
ფრამიცეტინის სულფატი – 800 000ME.
სხვა კომპონენტები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფრამიცეტინი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია და განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში. გააჩნია ბაქტერიოციდული ზემოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella, pneumoniae, Haemophilus influenzae) რომლებიც იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ პროცესებს.
ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომბინირებული მკურნალობა:
– რინიტი;
– რინოფარინგიტი;
– სინუსიტი (დაუზიანებელი ძგიდის პირობებში);
– ადენოიდიტის ადგილობრივი მკურნალობა;
– ოპერაციული ჩარევების შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში 4-6 ჯერ.
ბავშვებში: თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება დღეში 3 ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
გამოყენების პროცესში ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ პოზიციაში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა ფრამიცეტინისა და ამინოგლიკოზიდების გჯუფის სხვა ანტიობიოტიკების მიმართ;
ჭარბი დოზირება
პრეპარატის სისხლის მიმოქცევაში დაბალი აბსორბციის გამო ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებ სავარაუდოა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კლინიკური შემთხვევები არ არის გამოვლენილი..
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
გამოშვების ფორმა: 1.25% ნაზალური აეროზოლი 15მლ ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი

გაფრთხილება