მკურნალობა უცხოეთში


კოგნიციდი

კოგნიციდის ზოგადი ინფორმაცია

კოგნიციდი. Cognicid. ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პირაცეტამი. Piracetam. მწარმოებელი ფირმა – Venus™ International (გერმანია).

კოგნიციდის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კოგნიციდი. Cognicid გამოდის 800მგ–იანი ტაბლეტის ფორმით.

კოგნიციდის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კოგნიციდის ფასები ფარმადეპოში
კოგნიციდის ფასები ავერსში
კოგნიციდის ფასები psp-ში
კოგნიციდის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კოგნიციდი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კოგნიციდის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კოგნიციდის აქტიური ნივთიერება

პირაცეტამი. Piracetam. ქიმიური დასახელება – 2-ოქსო -1-პიროლიდინაცეტამიდი. ბრუტო–ფორმულა:C6H10N2O2. პირაცეტამს მიაკუთვნებენ ნოოტროპების ჯგუფს. CAS-კოდი:7491-74-9.

კოგნიციდის სინონიმები 

ლუცეტამი (LUCETAM, EGIS, უნგრეთი), ნოოტროპ პირაცეტამი (NOOTROP PIRACETAM, GMP, საქართველო).

კოგნიციდის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ომარონი (OMARON, Stada, გერმანია; piracetam, cinnarizine), ფესამოლი (FESAMOL, GMP, საქართველო; piracetam, cinnarizine), ვინერი (VINER, AVERSI, საქართველო; piracetam, gamma-aminobutyric acid).

კოგნიციდის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა, მწვავე და ქრონიკული
  • პოსტინსულტური ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები
  • თავის ტვინის ტრავმის  შემდგომი ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები
  • ინტოქსიკაციის შემდგომი ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები
  • ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება
  •  დემენცია სენილური
  •  ალცჰაიმერის დაავადება
  • მიოკლონია კორტიკალური
  •  ფსიქოორგანული სინდრომი, როდესაც აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, მოტივაციის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა
  • დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზული
  • დეპრესიული მდგომარეობები, ასთენო-ადინამიური
  • დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობები იდეატორული შეკავების ნიშნებით მიმდინარე
  • დეპრესიული მდგომარეობები ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული
  • ნეიროლეპტიური საშუალებების აუტანლობა
  • ალკოჰოლიზმი ქრონიკული
  •  აბსტინენცია ალკოჰოლური
  • პრედელირიული მდგომარეობები
  • დელირიული მდგომარეობები
  • მოწამვლა მწვავე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით
  • ანემია ნამგლისებურუჯრედოვანი
  • ცერებროსთენიული დარღვევები პედიატრიაში
  • ენცეფალოპათიური დარღვევები პედიატრიაში
  • მეხსიერების დაქვეითება პედიატრიაში
  • ინტელექტუალური უკმარისობა პედიატრიაში
  • ღამით შარდის შეუკავებლობა პედიატრიაში
  • შესწავლის სირთულე
  • დისლექსიის მქონე ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად
  • ნეიროინფექციები მწვავე, ვირუსული

კოგნიციდის საფირმო აღწერიდან

კოგნიციდის ფარმაკოლოგიური თვისებები

კოგნიციდი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას. იგი აძლიერებს დოფამინის სინთეზს, ზრდის ტვინში ნორადრენალინის შემცველობას. მისი ზეგავლენით იზრდება აცეტილქოლინის შემცველობა სინაფსურ დონეზე და ქოლინორეცეპტორების სიმჭიდროვე..

კოგნიციდი აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისა და სისხლმიმოქცევის პროცესებს, კერძოდ, იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, აინჰიბირებს აქტივირებული თრომბოციტების აგრეგაციას, დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
კოგნიციდი ატფ-ის ცვლის დაჩქარებით, აძლიერებს ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს, რაც თვის მხრივ უზრუნველყოფს ტვინის ქსოვილის დაცვას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
კოგნიციდი აძლიერებს ცნს-ის ინტეგრაციულ მოქმედებას, ხელს უწყობს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას, აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს შესწავლის უნარს,

კოგნიციდის ფარმაკოკინეტიკა

კოგნიციდი სწრაფად აბსორბირდება და სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 45წთ-ის შემდეგ. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოვებით 4,5სთ-ს. კოგნიციდი საერთოდ არ აკუმულირდება. იგი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და თავ–ზურგ–ტვინის სითხეში აღმოჩნდება 2 სთ-ის შემდეგ. თავ-ზურგ-ტვინის სითხიდან გამოიყოფა მნიშვნელოვნად უფრო ნელა (ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7,5სთ-ს). პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება. 97% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.

კოგნიციდის ჩვენებები

o აუმჯობესებს ცერებრალურ მიკროცირკულაციასა და მეტაბოლურ პროცესებს
o უზრუნველყოფს თავის ტვინის ქსოვილის დაცვას ჰიპოქსიისა და სხვადასხვა ტოქსიური ფაქტორების ზემოქმედებისგან.
o აძლიერებს ცნს-ის ინტეგრაციულ მოქმედებას
o აუმჯობესებს მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს
o აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას,
o ზრდის შესწავლის უნარს
ნევროლოგიურ პრაქტიკაში:

• მწვავე და ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა
• პოსტინსულტური, გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი ნარჩენი მოვლენები: აფაზია, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის დარღვევები,

• ნერვული სისტემის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება;
• სენილური დემენციის დროს, ალცჰაიმერის დაავადების ჩათვლით;კომპლექსური თერაპიის სახით

• კორტიკალური მიოკლონია
• ფსიქოორგანული სინდრომი, როდესაც აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, მოტივაციის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა;
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში:

• ნევროზული და ასთენო-ადინამიური დეპრესიული მდგომარეობები
• იდეატორული შეკავების ნიშნებით მიმდინარე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობები
• ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული მდგომარეობები
• ნეიროლეპტიური საშუალებების აუტანლობა
ნარკოლოგიურ პრაქტიკაში :
• ქრონიკული ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლური აბსტინენციის, პრედელირიული და დელირიული მდგომარეობების კუპირებისათვის,

• ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მწვავე მოწამვლის დროს;
• ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია (კომპლექსური მკურნალობისას)
პედიატრიულ პრაქტიკაში

• ცერებროსთენიული, ენცეფალოპათიური დარღვევები.

• მეხსიერების დაქვეითება და ინტელექტუალური უკმარისობა,
• ღამით შარდის შეუკავებლობა

• შესწავლის სირთულისა და დისლექსიის მქონე ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
კოგნიციდის გამოყენება მიზანშეწონილია მწვავე ვირუსული ნეიროინფექციების დროს – ჰიპოქსიისა და ტვინის იშემიის შესამცირებლად;
ჩვენებადაავადების პერიოდიდოზირება 1 ტაბლეტი-800მგთერაპიული კურსის ხანგრძლივობა
მწვავე ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა
იშემიური ინსულტიადრეული აღდგენითი პერიოდი2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ8 კვირა
ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობა
პოსტინსულტური დეფექტებითერაპიის დასაწყისი2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ)8 კვირა
შემანარჩუნელი თერაპია1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4გ)-
პოსტტრავმული ენცეფალოპათიათერაპიის დასაწყისისადღეღამისო დოზა 9 – 12გ1-2 კვირა
შემანარჩუნელი თერაპია1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4 გ)არანაკლებ 3 კვირისა
ქრონიკურლი ალკოჰოლიზმიაბსტინენციური სინდრომისადღეღამისო დოზა 9 – 12გ
შემანარჩუნელი თერაპია1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 2.4გ)
მეხსიერების დარღვევათერაპიის დასაწყისი2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 4.8 გ)4 კვირა
აფაზიაშემანარჩუნელი თერაპია1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში
(სადღეღამისო დოზა 1.6-2.4 გ)
კორტიკალური მიოკლონიადასაწყისში სადღეღამისო დოზა 7.2გ მკურნალობის კურსი შეადგენს 1,5-დან 3 თვეს. რთულ შემთხვევებში, 6-დან 12 თვეს.
სადღეღამისო დოზა იზრდება 4,8გრ-ით მგ (დოზის გაზრდა ხდება ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს)
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 20გ

კოგნიციდის გვერდითი მოვლენები

კოგნიციდს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეში 5 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას. ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, ძილის დარღვევა, დისპეფსიური დარღვევები, მოძრაობის აქტივობის მომატება, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

კოგნიციდის უკუჩვენებები

პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 20მლ/წთ); ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების მქონე პირებს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილე მართებთ.

ჭარბი დოზირება კოგნიციდით

ცნობილია ისეთი დიდი დოზების შესახებ , როგორიცაა 400მგ სხეულის 1 კგ–ზე, რაც კარგად არის გადატანილი. პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური. განსაკუთრებული მკურნალობა არაა ნაჩვენები. რეკომენდებულია ფორსირებული დიურეზი

კოგნიციდის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კოგნიციდი აძლიერებს: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ნეიროლეპტიური საშუალებების, ცნს-ის მასტიმულირებელი, ასევე არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (პირაცეტამის დიდ დოზების შემთხვევაში) მოქმედებას

Comments are closed.

nostalgia

vaka