ნიტრესი

  ნიტრესი

ნიტრესის ზოგადი ინფორმაცია

ნიტრესი. NITRESS. პიროლონის რიგის პრეპარატების ჯგუფის ანქსიოლიზური და საძილე საშუალება. აქტიური ნივთიერება – ზოპიკლონი. Zopiclone. მწარმოებელი ფირმა – Venus International (ინდოეთი).

ნიტრესის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნიტრესი. NITRESS გამოდის 7.5მგ შემოგარსული ტაბლეტის ფორმით.ყოველი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ზოპიკლონს BP 7.5 მგ.

ნიტრესის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნიტრესის ფასები ფარმადეპოში
ნიტრესის ფასები ავერსში
ნიტრესის ფასები psp-ში
ნიტრესის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნიტრესი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნიტრესის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნიტრესის აქტიური ნივთიერება

ზოპიკლონი. Zopiclone. ქიმიური დასახელება – 4-მეთილ-1-პიპერაზინკარბონის მჟავის 6-(5-ქლორ-2-პირიდინილ)-6,7-დიჰიდრო-7-ოქსო-5H-პიროლო[3,4-b]პირაზინ -5-ილის ეთერი. ბრუტო–ფორმულა: C17H17ClN6O3. ზოპიკლონს მიაკუთვნებენ საძილე საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:43200-80-2.

ნიტრესის სინონიმები

დრიმოლინი (DRIMOLIN, GMP, საქართველო), იმოვანი (IMOVANE, Sanofi Aventis, საფრანგეთი), ნიტრესი (NITRESS, HB Georgia, ინდოეთი), ოპტიმალი (OPTIMAL, AVERSI, საქართველო), სომნოლი (SOMNOL-AVERSI, AVERSI, საქართველო).

ნიტრესის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • უძილობა გარდამავალი, მოკლევადიანი და ქრონიკული
  • ჩაძინების გაძნელება
  • გაღვიძება, ღამით და ნაადრევად

ნიტრესის საფირმო აღწერიდან

ნიტრესის ფარმაკოლოგიური თვისებები

ზიპიკლონი წარმოადგენს ციკლოპირონის ჯგუფის საძილე საშუალებას. მისი ფარმაკოლოგიური თვისებებია: საძილე და დამამშვიდებელი. გამოიყენება, როგორც ტრანკვილიზატორი, ანტიკონვულსანტი და მიორელაქსანტი. არღნიშნული ეფექტები განპირობებულია პრეპარატის ზემოქმედებით CNS – ის მაკრომოლეკულურ GABA კომპლექსის რეცეპტორებზე, რომელიც არეგულირებს ქლორის იონებისთვის არხების გახსნას. პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ უძილობა, ზოპიკლონი ამცირებს ძილის I სტადიას, ზრდის II სტადიას და ამავე დროს ინარჩუნებს ან ახანგრძლივებს ღრმა ძილის ფაზებსა (3 და 4 სტადიები) და პარადოქსალურ ძილს. მოსხნის სინდრომის ფენომენის ობიექტურმა შესწავლამ, ძილის პროცესების მრავალარხიანი რეგისტრაციის გამოყენებით, მკურნალობიდან 28 დღის შემდეგაც არ გამოავლინა უძილობის განახლების ნიშნები. სხვა გამოკვლევებმაც აჩვენეს წამლზე დამოკიდებულების არარსებობა გრძელვადიანი (17 კვირამდე) მკურნალობის განმავლობაში.

ნიტრესის ფარმაკოკინეტიკა

აბსორფცია:
ზოპიკლონი აბსორბირდება სწრაფად, 3.75 მგ და 7.5 მგ ზოპიკლონი მაქსიმალურ კონცენტრაციას (დაახლოებით 30 ნგ/მლ და 60 ნგ/მლ შესაბამისად) აღწევს მიღებიდან 1.5 ან 2 საათის შემდეგ. წამლის აბსორბცია არ არის დამოკიდებული პაციენტის სქესსა ან საკვების მიღებაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 45 პროცენტს, ამიტომ სხვა წამლებთან ურთიერთქმედების რისკი ძალიან დაბალია. მეტაბოლიზმი:
ზოპიკლონი და ზოპიკლონის მეტაბოლიტები არ გროვდება ორგანიზმში განმეორებით მიღების შემდეგ.
ინდივიდუალური განსხვავებები არ აღინიშნება.
ძირითადი მეტაბოლიტებია: N-ოქსიდი (ფარმაკოლოგიურად აქტიური ცხოველებში) და N-დიმეთილი (ფარმაკოლოგიურად არააქტიური ცხოველებში). ამ მეტაბოლიტების ნახევრადგამოყოფის პერიოდი, შარდის ანალიზის საფუძველზე, შეადგენს დაახლოებით 4.5 და 7.4 საათს. ენზიმატური ინდუქცია არ იყო აღმოჩენილი ცხოველებში მაღალი დოზების მიღების დროსაც კი. რეკომენდებული დოზის მიღებისას ინტაქტური ზოპიკლონის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს. ზოპიკლონი გამოიყოფა შარდთან ერთად (დაახლოებით 80^%), უმეტეს წილად მეტაბოლიტების სახით, დაახლოებით 16 % გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.
ინდივიდუალურ პაციენტთა ჯგუფი
უფროსი ასაკის პაციენტებთან, ღვიძლში ოდნავ შემცირებული მეტაბოლიზმისა და დაახლოებით შვიდ-საათიანი ნახევრადდაშლის (T1/2) პერიოდის მიუხედავად, არც ერთ გამოკვლეულ შემთხვევაში არ იყო აღმოჩენილი წამლის დაგროვება პლაზმაში, განმეორებით მიღების დროსაც კი. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან არ იქნა აღმოჩენილი ზოპიკლონის ან ზოპიკლონის მეტაბოლიტების დაგროვება გრძელვლადიანი მიღების დროსაც. ზოპიკლონი გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებითაც.
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში ზოპიკლონის კლირენსი შემცირებულია დაახლოებით 40%-ით, დემეთილირების შემცირების შესაბამისად. ასეთ პაციენტებთან უნდა განისაზღვროს ზოპიკლონის დოზა.

ნიტრესის ჩვენებები

გარდამავალი, მოკლევადიანი და ქრონიკული უძილობის მკურნალობა მოზრდილებში (ჩაძინების, ღამით და ნაადრევად გაღვიძების ჩათვლით).

ნიტრესის მიღების წესები და დოზები

მკურნალობის კურსი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლევადიანი და არ უნდა გადააჭარბოს 4 კვირას. კურსი შეიძლება გაგრძელდეს რეკომენდებული პერიოდის გასვლის შემდეგ, მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. ზოპიკლონი მიიღება დაძინებამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:

გარდამავალი უძილობა: მკურნალობის კურსი- ორიდან ხუთ დღემდე, მოკლევადიანი უძილობა: მკურნალობის კურსი – ორი ან სამი კვირა.

ქრონიკული უძილობა: გრძელვადიანი მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სამედიცინო ექსპერტთან კონსულტაციის შემდეგ.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის: 7.5 მგ. ეს დოზა არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ხანდაზმულ პაციენტებში ან ღვიძლის უკმარისობის ან ფილტვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, მკურნალობა უნდა დაიწყოს 3.75 მგ. დოზით, რომელიც შემდეგ შეიძლება გაიზარდოს 7.5 მგ-მდე. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თირკმლის უკმარისობის დროს ზოპიკლონის ან ზოპიკლონის მეტაბოლიტების დაგროვება აღმოჩენილი არ იყო, რეკომენდებულია ასეთი პაციენტების მკურნალობის დაწყება 3.75 მგ-ით.

ნიტრესის გვერდითი მოვლენები

ზოპიკლონის მიღებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა მწარე გემოს დატოვება. აგრეთვე:

– თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ძილის სურვილი;
– საჭმლის მონელების დარღვევა: დისპეპსია, გულისრევა და პირის სიმშრალე;
– ალერგიული და კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი.
ამნეზია
შეიძლება გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. თერაპიის შეწყვეტისას შესაძლოა გამოვლინდეს წამლის მოხსნის სინდრომი.

უკუჩვენება
NITRESS (ზოპიკლონი) უკუნაჩვენებია ისეთ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ზოპიკლონის მიმართ, მძიმე მიასთენია (myasthenia gravis), სუნთქვის უკმარისობა, ძილში აპნოეს გართულებული სინდრომი და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. NITRESS არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
აგრეთვე, მას აქვს უკუჩვენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ზოპიკლონის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პერიოდში. ზოპიკლონის მიღება არ შეიძლება მეძუძური დედებისთვის

განსაკუთრებული მითითებები ნიტრესზე

მოუხედავად იმისა, რომ წამლისადმი მიდრეკილებისა და შეჩვევის რისკი მინიმალურია, გამონაკლისს არ წარმოადგენდეს. ამიტომ ზოპიკლონის დანიშვნის დროს ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია.
ტოლერანტობა :
განმეორებითი მოხმარების დროს სხვა საძილე საშუალებების ეფექტი შეიძლება ოდნავ შემცირდეს. თუმცა, ზოპიკლონით ოთხ კვირამდე მკურნალობის შემდეგ ზოპიკლონის ატანის უნარში არანაირი ცვლილებები აღმოჩენილი არ იყო.
ამნეზია
შეიძლება გაჩნდეს ანტეროგრადული ამნეზიის ნიშნები, განსაკუთრებით ძილის შეწყვეტის შემდეგ ან წამლის მიღებიდან დაძინებამდე გრძელი ინტერვალის შემთხვევაში. ანტეროგრადული ამნეზიის რისკის შემცირებისთვის, პაციენტმა უნდა: – მიიღოს ტაბლეტი მცირე ხნით ადრე დაძინებამდე;
– დარწმუნდეს, რომ მას ექნება უწყვეტი ძილი (არ შეაწუხებენ ძილის განმავლობაში)
სხვა ფსიქიატრიული და პარადოქსული შემთხვევები აღწერილია (იხილეთ გვერდითი ეფექტები).
დეპრესია
სხვა საძილე საშუალებების მსგავსად, ზოპიკლონი არ კურნავს დეპრესიას და შესაძლოა დაფაროს მისი სიმპტომები.
წამლის მიღება ბავშვებში
ზოპიკლონის უსაფრთხო და ეფექტური დოზა არ არის განსაზღვრული ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

ზეგავლენა მანქანის ტარების უნარზე
თავისი ფარმაკოლოგიური თვისებების გამო, ზოპიკლონმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მანქანისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. თქვენ არ უნდა მართოთ ტრანსპორტი ზოპიკლონისა და ალკოჰოლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება ნიტრესით

დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ ვლინდება CNS შეკავებით და ვლინდება სხვადასხვა ხარისხით – ძილიანობიდან კომამდე, ეს დამოკიდებულია მიღებული წამლის დოზაზე. დოზის გადაჭარბება არ უქმნის საფრთხეს პაციენტის სიცოცხლეს, თუ იგი არ იყო მიღებული სხვა CNS დეპრესანტებთან ერთად (ალკოჰოლის ჩათვლით).
რეკომენდებულია სიმპტომატური და დამხმარე თერაპია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რესპირატორულ და ცირკულაციურ ფუნქციებს. კუჭის გამორეცხვა შედეგიანია განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩატარდება წამლის მიღებისთანავე.

ჰემოდიალიზს მცირე მნიშვნელობა აქვს ზოპიკლონის დიდი რაოდენობით განაწილების გამო. ფლუმაზენილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი.

ნიტრესის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მოერიდეთ:

არ არის რეკომენდირებული მისი ალკოჰოლთან ერთად მიღება, რადგანაც ზოპიკლონის დამაწყნარებელი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს.
გასათვალისწინებელი კომბინაცია:

კომბინაცია CNS – შემაკავებელ საშუალებებთან. შეკავების ეფექტი შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევებში, თუ ზოპიკლონს ერთდროულად მიიღებთ ნეიროლეპტიკებთან, საძილე საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, ანტიდეპრესანტებთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან, ანტი-ეპილეფსიურ, ანალგეტიკურ და ანტიჰისტამინურ საშუალებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ დამამშვიდებელი ეფექტი. ზოპიკლონის საძილე ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ზოპიკლონის და ერითრომიცინის ერთად მიღების დროს.

ნიტრესის შენახვის პირობები და ვადები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილზე, 30oC-ზე დაბლა. დაიცავით სინათლისგან.