კრალონინ ტროპფენი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა

წვეთები: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Crataegus q – 70 ml, Spigelia anthelmia D2, Kalium carbonicum D3 შესაბამისად 1 მლ; Ethanol 43 vol%.
საინექციო ხსნარი: 1,1 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Crataegus D2 8.8 mg, Spigelia anthelmia D1, Kalium carbonicum D2 – შესაბამისად 1.1 მგ; ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
ჩვენებები
წვეთები: ნაჩვენებია სიმპტომთა კომპლექსის შესაბამისად, რო მელთა კუპირებისთვის რეცეპტურის ცალკეული კომპონენტები გა-მოიყენება: დაბერებული გული, გულის კუნთის დაზიანებათა შედეგები, გულის მოქმედების ნევროგენული მოშლილობები, გულის არეში მჩხვლეტავი და სხვა ხასიათის ტკივილები (გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა).
საინექციო ხსნარი: სისხლის კორონარული მიმოქცევის დარღვევები, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა გენეზის ტკივილები გულის არეში, ინფექციურ-ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა.
მიღების
წესები და დოზები
დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად.
წვეთები: ჩვეულებრივ, ხანგრძლივი თერაპიისას, 2-10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში 10 წვეთი ყოველ 15 წუთში დაავადების საწყის სტადიაზე (ყურადღება! ამ დოზირე-ბით წამლის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება).
საინექციო ხსნარი: დოზირება უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად. მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში – 1 ამპულა ყოველდღიურად (შეიძლება 6-8 საათში ერთხელ), სხვა შემთხვევებში – 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ ვენაში, კუნთში, კანქვეშ, კანში.
გვერდითი
მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
Craegus პირველ ყოვლისა ზემოქმედებს გულის დაზიანებულ კუნთზე; გულის დატვირთვასა და ფიზიოლოგიურ დაბერებაზე, რომლებიც იწვევს მისი მუშაობის ფუნქციონალურ შესუსტებას; იგი ხელს უწყობს მიოკარდის სისხლით და ჟანგბადით მომარაგებას და არეგულირებს სისხლის წნევას; Kalium carbonicum და Spigelia ხელს უწყობს Crataegus-ის ზემოქმედებას.
ოსტეოქონდროზით გართულებული გულის დაავადებებისას (ვერტებროგენული სტენოკარდია) დამატებით ინიშნება Colocynthis -Homaccord და სხვა.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის
პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე
გამოშვების ფორმა:
წვეთები: 30 მლ ან 100 მლ.
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Heel, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook