ნერვოჰელ ნ

ნერვოჰელ ნ. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიფსიქო-ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Acidum phosphoricum D4…………      60 მგ
Ignacia D4……………………………..     60 მგ
Sepia D4………………………………     60 მგ
Psorinum D12………………………..     60 მგ
Kalium bromatum D4  ……………..     30 მგ
Zincum valerianicum D4…………….    30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ხასიათდება სედატიური მოქმედებით.

ჩვენებები:
ფსიქოსომატური დარღვევები;
კლიმაქტერიული ნევროზი;
ნერვული აგზნებადობა;
დეპრესიები;
ქორეა;
უძილობა;
სუნთქვის გაძნელება.

მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook