ნეურექსანი

  ნეურექსანი

ნეურექსანის ზოგადი ინფორმაცია

ნეურექსანი. Neurexan. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – ჰეელი.

ნეურექსანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნეურექსანი. Neurexan გამოდის ტაბლეტის და 30 მლ წვეთების ფორმით.

ნეურექსანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნეურექსანის ფასები ფარმადეპოში
ნეურექსანის ფასები ავერსში
ნეურექსანის ფასები psp-ში
ნეურექსანის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნეურექსანი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნეურექსანის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნეურექსანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ძილის დარღვევა
  • ნევროზი
  • ინსომნია

ნეურექსანის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ძილის დარღვევა და ნევროზი.
ნეურექსანი, თავისი ჰომეოპათიური შემადგენლობიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მდგომარეობების დროს:
1. ნევროზები. ემპირიულად, ასეთი მდგომარეობის დროს ნეურექსანი დასაწყისში სწრაფად მოქმედებს და შეიძლება გამოყენებული იქნეს შექმნილ სიტუაციაში (აუცილებლობის შემთხვევაში), მათ შორის ყავისა და სხვა აღმზნები საშუალებების ჭარბად გამოყენებასთან ასოცირებული ნევროზების დროს.
2. ინსომნია. ემპირიულად, საუკეთესო შედეგი მიიღწევა პრეპარატის რამოდენიმე კვრიანი მიღების შემდეგ, როდესაც აღდგება ძილის რეჟიმი, თუმცა ერთჯერადი მიღების შემდეგაც იწვევს ძილის სტიმულაციას

მიღების წესები და დოზები
ტაბლეტები: თითო ტაბლეტი ყოველ 30-60 წუთში ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე წყლის გარეშე, არაუმეტეს 12 მიღებისა დღეში. ხანგრძლივი თერაპიის დროს: თითო ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
წვეთები: მწვავე შემთხვევისას, 5 წვეთი ენაზე დაწვეთებით ყოველ 30-60 წუთში, არაუმეტეს 12 მიღებისა დღეში, ხანგრძლივი თერაპიის დროს: 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში