რიგევიდონი 21+7

  რიგევიდონი 21+7

რიგევიდონი 21+7–ის ზოგადი ინფორმაცია

რიგევიდონი 21+7. RIGEVIDON 21+7. კონტრაცეპტივი მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – გესტოდენი + ეთინილესტრადიოლი. Gestodene + Ethinylestradiol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G03AA07. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

რიგევიდონი 21+7–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

რიგევიდონი 21+7. RIGEVIDON 21+7 გამოდის 30 მკგ+150 მკგშემოგარსული ტაბლეტის  ფორმით. ერთი შემოგარსულ ტაბლეტი შეიცავს 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 0,15 მგ ლევონორგესტრელს. ერთი შემოგარსული პლაცებო-ტაბლეტი შეიცავს 76,05 მგ რკინის (II) – ფუმარატს. რიგევიდონის შემოგარსული ტაბლეტები. ბირთვი: კოლოიდური კაჟი, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (33,0 მგ). გარსი: საქაროზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), კოპოვიდონი, მაკროგოლი 6000, კოლოიდური კაჟი, უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის კარმელოზა. პლაცებო-ტაბლეტი ბირთვი: კოლოიდური კაჟი, უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ტალკი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (24,55 მგ) გარსი: საქაროზა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), კოპოვიდონი, კოლოიდური კაჟი, უწყლო, რკინის წითელი ოქსიდი (E172) პოვიდონი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა. ტაბლეტები თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული შემოგარსული ტაბლეტები პლაცებო-ტაბლეტები მოწითალო-მურა, მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, შემოგარსული, პრიალა ზედაპირით.

რიგევიდონ 21+7–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

რიგევიდონ 21+7–ის ფასები ფარმადეპოში
რიგევიდონ 21+7–ის ფასები ავერსში
რიგევიდონ 21+7–ის ფასები psp-ში
რიგევიდონ 21+7–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც რიგევიდონი 21+7, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია რიგევიდონ 21+7–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

რიგევიდონი 21+7–ის აქტიური ნივთიერებები

გესტოდენი + ეთინილესტრადიოლი. Gestodene + Ethinylestradiol. გესტოდენს + ეთინილესტრადიოლს მიაკუთვნებენ ესტროგენების,გესტაგენების;მათი ჰომოლოგების და ანტაგონისტების ჯგუფს.

რიგევიდონი 21+7–ის სინონიმები

ლინდინეტი 20 (LINDYNETTE 20, Gedeon Richter, უნგრეთი).

რიგევიდონი 21+7–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  •  კონტრაცეპცია პერორალური

რიგევიდონი 21+7–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი მოქმედებს გონადოტროპინების დათრგუნვის გზით. თუმცა პირველადი მოქმედების მექანიზმი ეს ოვულაციის დათრგუნვაა, ისინი იწვევენ სხვა ცვლილებებსაც, მათ შორის ცერვიკალური ლორწოს კონსისტენციის ცვლილებას, რაც ართულებს სპერმატოზოიდების შესვლას საშვილოსნოს ღრუში, ასევე ენდომეტრიუმის ცვლილებას, რაც ამცირებს იმპლანტაციის შესაძლებლობას. გულისრევამ და დიარეამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ აუცილებელია დამატებით (არაჰორმონალური) კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენებაც. მსუბუქი საფაღარათო საშუალებები არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობაზე
ფარმაკოკინეტიკა
ლევონორგესტრელი
ლევონორგესტრელი იწოვება სწრაფად (სრული შეწოვის დრო 4 საათზე ნაკლები). ბიოშეღწევადობა პრაქტიკულად ასი პროცენტია, პირველადი მეტაბოლიზმის (first pass) არარსებობის გამო. ლევონორგესტრელის უმრავლესობა უერთდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს და გლობულინებს, რომელიც უკავშირდება სასქესო ჰორმონებს (გსპჰ).
ნახევრადგამოყოფის პერიოდი ინდივიდუალურია და ვარირებს 8-დან 30 საათამდე. ლევონორგესტრელი გამოიყოფა შარდით და ფეკალური მასებით მეტაბოლიტების სახით (სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატები).
ეთინილესტრადიოლი
ეთინილესტრადიოლი შეიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა 38-48%-ია. ეთინილესტრადიოლი თითქმის სრულად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძიითადად ალბუმინებს.
ეთინილესტრადიოლი იშლება პრესისტემური კონიუგაციის გზით. ნაწლავის კედელში გასვლისას (მეტაბოლიზმის პირველი ფაზა) იგი გაივლის ღვიძლისმიერ კონიუგაციას (მეტაბოლიზმის მეორე ფაზა). განსაკუთრებით მნიშვნელოვან მეტაბოლიტს წარმოადგენს პირველ ფაზაში 2-OH-ეთინილესტრადიოლი და 2-მეტოქსი-ეთინილესტრადიოლი. ისევე როგორც ეთინილესტრადიოლი, ასევე პირეველი ფაზის მეტაბოლიტები გამოიყოფა კონიუგატების სახით (სულფატები და გლუკურონიდები) ნაღველში და აღწევს ღვიძლ-ნაწლავის სისტემაში. ნახევრადგამოყოფის დრო 26±6,8 საათია. 40%-მდე გამოიყოფა შარდით და 60%-მდე ფეკალური მასებით.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევის შედეგები
ლევონორგესტრელის (+ეთინილესტრადიოლი) ადამიანის დოზის 1-5-ჯერადი დოზა შეყავდათ ორსულ ვირთხებში. ეს დოზა არ იწვევდა რაიმე პათოლოგიურ გადახრებს შემდეგ პარამეტრებში: რიცხვი, წონა, ნაყოფის ზომა, მორფოლოგია (მაგალითად, ვირილიზაციის ნიშნები); გადარჩენის კოეფიციენტი, ახალშობილის ზომა, მომწიფების დრო და ნაყოფიერება
ჩვენებები
პერორალური კონტრაცეპცია
მიღების წესები და დოზები
გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია ერთი და იგივე დროს. თუ ქალი წინა ციკლში არ ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუაციის პირველ დღეს და ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში. შემდეგ გრძელდება პრეპარატის მოწითალო-მურა ტაბლეტების მიღება 7 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც დგება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. ამის შემდეგ საჭიროა შესვენების გარეშე მიღების გაგრძელება შემდეგი შეფუთვიდან, რომელიც შეიცავს 21 თეთრი ფერის და 7 მოწითალო-მურა ტაბლეტს.
ამგვარად, მიღების ყოველი ციკლი იწყება კვირის ერთი და იგივე დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ ქალი წინა ციკლში ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და წინამდებარე პაკეტში შედიოდა 21 ტაბლეტი, პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების შემდეგ, მერვე დღეს.
სხვადასხვა ფერის ტაბლეტების შემადგენლობა ერთნაირი არ არის. ამიტომ დასაწყისი და ტაბლეტების მიღების სწორი თანმიმდევრობა – ჯერ 21 თეთრი ტაბლეტი, შემდეგ 7 მოწითალო-მურა ტაბლეტი – მითითებულია შეფუთვაზე ნომრებით და ისრებით.
ორსულობის ან აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება პირველი ორფაზიანი ციკლის შემდეგ მენსტრუაციის პირველი დღიდან. ძირითადად, პირველი ორფაზიანი ციკლი ნაადრევი ოვულაციის გამო მოკლდება. თუ პრეპარატის მიღება იწყება პირველი სპონტანური სისხლდენისას, მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ნაადრევ ოვულაციას, ამიტომ ციკლის პირველი ორი კვირის განმავლობაში დაცვა არასაიმედოა.
თუ ტაბლეტის მიღება გამოტოვებულია დადგენილ ვადაში, მისი მიღება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. დანარჩენი ტაბლეტები მიიღება ჩვეულებრივ დროს. იმ შემთხვევაში, თუ გავიდა 12 საათზე მეტი, მიიღება ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი (დანარჩენი მიუღებელი ტაბლეტების გამოტოვებით) და პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ შემთხვევაში შემდგომი 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება (ბარიერული მეთოდები, სპერმიციდები)
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, სხეულის წონის ცვლილება და ლიბიდოს შეცვლა, გუნება-განწყობის დათრგუნვა, ქლოაზმები, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა, კონტაქტური ლინზების ტარებისას ჩივილები. იშვიათად გვხვდება ტრიგლიცერიდების დონის, შაქრის მატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შეცვლა, არტერიული წნევის ზრდა, ფილტვის ემბოლია, თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა მოვლენები. მაგალითად: ტვინის ემბოლია, ინსულტი, ბადურას თრომბოზი, მეზენტერიული თრომბოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა თრომბოზი, ასევე ქვედა კიდურების თრომბოზი, ღრმა ვენების და ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი, თმის ცვენა, საშოს სეკრეტის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, გაზრდილი დაღლილობა, დიარეა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაცია, ღვიძლის მძიმე დაავადებები: თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის სინდრომი, დუბინ-ჯონსის და როტორის სინდრომები); ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი; ქრონიკული კოლიტი; ანამნეზში არსებული ან კლინიკურად არსებული გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულური ცვლილებები; თრომბოემბოლია და მისადმი მიდრეკილება; ღვიძლის სიმსივნეები; უპირველეს ყოვლისა სარძევე ჯირკვლის ან ენდომეტრიუმის სიმსივნეები: ცხიმების ცვლის მოშლა; მძიმე ფორმის ჰიპერტენზია; მძიმე მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი; ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები; ნამგლისებრი ანემია; ქრონიკული ჰემოლიზური ანემია; გაურკვეველი გენეზის სისხლდენა ენდომეტრიუმიდან; შაკიკი; ოტოსკლეროზი (რომელიც გაუარესდა წინამორბედი ორსულობისას); ანამნეზში იდიოპათიური სიყვითლე ორსულობისას; კანის ქავილი ორულობისას; ორსულთა ჰერპესი
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობოს გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა იმიტომ, რომ ზოგიერთი კვლევის საფუძველზე პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადაზე მცირედ ზრდის ნაყოფის განვითარების ჩამორჩენას. სხვა კვლევები არ ადასტურებენ ამ მონაცემს.
ძუძუთი კვება: ჰორმონაური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ რძის გამოყოფას და ცვლიან მის შემადგენლობას, ასევე მცირედ აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატების მიღება ძუძუთი კვებისას არ არის ნაჩვენები
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ზოგადი პროფილის ექიმის და გინეკოლოგის კონსულტაცია. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს შარდის ლაბორატრიული გამოკვლევა შაქარზე, ღვიძლის ფუნქციის კონტროლი, აუცილებელია ძუძუს გამოკვლევა და საშოს ნაცხის ჰისტოლოგიური ანალიზი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის დაავადებები, რომლებიც შეიძლება გაუარესდეს პრეპარატის მიღებით, ასევე ორსულობის გამოსარიცხად..
განსაკუთრებული სიფთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას შემდეგი დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტენზია, თირკმლის ფუნქციის მოშლა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტები, ოტოსკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, მცირე ქორეა, ინტერმიტირებადი პორფირია, ლატენტური ტეტანია, ასთმა, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიოზი ან მასტოპათია.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ.
ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდეგ (ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ) პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია განკურნებიდან 6 თვის შემდეგ.
ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება თანდართული იყოს იშვიათად კეთილთვისებიანი, ძალიან იშვიათად კი ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებით ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევაში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში. მნიშვნელოვანი ტკივილის გამოჩენისას მუცლის არეში, ღვიძლის გადიდების ან ინტრაპერიტონეალური სისხლდენის გამოჩენისას ჩნდება სიმსივნის არსებობის ეჭვი. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დიდი ნაწილი სწავლობდა საკვერცხის, ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის წარმოშობას ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები იცავს ქალებს საკვერცხის და ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარებისგან.
ზოგიერთი კვლევა ადგენს, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის მომატებული სიხშირე აღინიშნება იმ ქალებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კომბინირებულ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა ეს შედეგები არაერთგვაროვანია. სიმსივნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელობააქვს სექსუალურ ქცევას და სხვა ფაქტორებს, ამიტომ მისი კავშირი საშვილოსნოს ყელის კიბოსთან არ არის ერთმნიშვნელოვანი.
ზოგიერთი კვლევა მიგვითითებს, რომ ძუძუს კიბოს წარმოქმნის სიხშირე 35 წლამდე ასაკის ქალებში იზრდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების პერორალური გამოყენებისას და ეს რისკი იზრდება ამ საშუალებების მიღების ხანგრძლივობასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ძუძუს კიბოს განვითარების სავარაუდლო რისკი მცირდება ჰორმონების მცირე დოზის შემცველი პრეპარატების მიღებისას. ამ მცირე რისკს წინ უდგას ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული პერორალური საშუალებების დადებითი მოქმედება, განსაკუთებით ის ფაქტი, რომ პრეპარატი იცავს საკვერცხეს და ენდომეტრიუმს სიმსივნის ჩამოყალიბებისაგან.
სისხლდენის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას საჭიროა ექიმის კონტროლი 2-3 თვეში ერთხელ.
მენსტრუაციებს შორის სისხლდენის არ არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების გაგრძელება იმიტომ, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სისხლდენა სპონტანურად წყდება. თუ მესტრუაციებს შორის პერიოდში სისხლდენა არ წყდება ან მეორდება, აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევა სასქესო ორგანოების დაზიანების გამოსარიცხად.
ღებინების ან დიარეის დროს პრეპარატის მიღება გრძელდება, დამატებით ინიშნება კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდი.
იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ესტროგენებს, იზრდება თრომბოემბოლიური დაავადებების (თავის ტვინის ინფარქტი, გულის კუნთის ინფარქტი, სუბარაქნოიდული ჰემორაგია) განვითარების რისკი. ამ დაავადებების დროს გამოსავალი შეიძლება იყოს არასრული გამოჯანმრთელება, ხოლო იშვიათად სიკვდილიც კი.
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლიური დაავადებების განვითარების რისკს. ამ დაავადებების რისკი მაქსიმუმს აღწევს პრეპარატის მიღების პირველ წელს. ეს მომატებული რისკი მცირეა ვენური თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკთან შედარებით, რომელიც ვლინდება ორსულობის დროს, რაც შეადგენს 60 შემთხვევას 100 000 ორსულზე. 1-2%-ში ეს დაავადება სრულდება ლეტალური გამოსავლით.
თრომბოემბოლიური დაავადების განვითარება ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების გამოყენებისას შეადგენს 20 შემთხვევას 100 000 ქალზე წელიწადში.
ზოგიერთი ფაქტორი ზრდის თრომბოემბოლიური დაავადებების განვითარების რისკს (მაგ: მოწევა, სიმსუქნე, ვენების ვარიკოზული გაფართოება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, შაკიკი). პრეპარატის კურსის დაწყებამდე და ამ ფაქტორების არსებობისას აუცილებელია შეფასდეს, კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად მისაღებია ეს კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.
თრომბოემბოლიური დაავადების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან, ასაკთან ერთად იზრდება, ასევე იზრდება მოწევასთან ერთად. ამიტომ, 35 წლის ზემოთ ქალებში საჭიროა მოწევის თავის დანებება.
თრომბოემბოლიური გართულების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა ასაკში თრომბოემბოლიური დაავადების არსებობა და ოჯახური ანამნეზი, ასევე ჰემოსტაზის მოშლა.
პრეპარატის მიღება აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
– შაკიკის მაგვარი შეტევის პირველად აღმოცენების ან გაძლირებეის დროს ან უჩვეულო თავის ტკივილისას; თრომბოზის ან ინფარქტის სავარაუდო განვითარებისას;
– არტერიული წნევის მკვეთრი მატებისას; სიყვითლის ან სიყვითლის გარეშე მიმდინარე ჰეპატიტის დროს; გენერალიზებული ქავილის დროს; ეპილეფსიის ან ეპილეფსიური გულყრის დროს;
– დაგეგმილი ოპერაციის წინ (4 კვირით ადრე ოპერაციამდე); ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს (ტრავმის შემდეგ) და ორსულობისას.
მოწითალო-მუქი ტაბლეტების გამოყენება აუცილებელია პრეპარატის მიღების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. ისინი შეიცავენ რკინის ფუმარატს იმ დოზაში, რომელიც საკმარისია რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ, მაგრამ ამ დოზის მიღება საკმარისი არ არის. ისინი მიიღება სხვა რკინისშემცვლელ პრეპარატებთან ერთად
პრეპარატის მოქმედება ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზე
კვლევა, რომელიც შეისწავლიდა პრეპარატ რიგევიდონის 21+7 მიღებისას მის მოქმედებას ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზე არ ჩატარებულა.
ჭარბი დოზირება
ბავშვებში, რომელიც იღებდნენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დიდ დოზას. არ აღინიშნებოდა მძიმე გადახრები. ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა და საშოდან სისხლდენა ქალებში. პრეპარატს არ აქვს სპეციფიური ანტიდოტი, მკურნალობა სიმპტომურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან:
– ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეომიცინი, პენიცილინ B, სულფონამიდები, ტეტრაციკლინები, დიჰიდროერგოტამინი, ტრანკვილიზატორები, ფენილბუტაზონი (ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება შემცირდეს, ამიტომ აუცილებელია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეპციის გამოყენება),
– ანტიკოაგულანტები, კუმარინის ან ინდანდიონის პრეპარატები (აუცილებელია პროთრომბინის განახლებული გამოკვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიკოაგულანტის დოზის შეცვლა),
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაროტილინი, ბეტა-ბლოკატორები (შეიძლება გაზარდოს მათი ბიოშეღწევადობა და ტოქსიურობა),
– პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, ინსულინი (შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ საშუალებების დოზის შეცვლა),
– ბრომოკრიპტინი (ეფექტის შემცირება),
– ჰეპატოტოქსიური პრეპარატები, განსაკუთრებით დანტროლენი (იზრდება ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით 35 წლის ასაკის ზემოთ)
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.