რექსეტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პაროქსეტინი/Paroxetine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები,  სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

ათქ კოდი: N06A B05
ხარისხობრივი

და რაოდენობრივი შემადგენლობა
20,0 მგ რექსეტინი (22,76 მგ პაროქსეტინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით) ან 30,0 მგ რექსეტინი (34,14 მგ პაროქსეტინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით).
სამკურნალო ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
რექსეტინი, შემოგარსული ტაბლეტები, 20 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, 9 მმ დიამეტრის, შემოგარსული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. ერთ მხარეს ღარით და მეორე მხარეს “X20” გრავირებით.
ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
რექსეტინი, შემოგარსული ტაბლეტები, 30 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, 9 მმ დიამეტრის, შემოგარსული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები. ერთ მხარეს ღარით და მეორე მხარეს “X30” გრავირებით.
ღარი განკუთვნილია გატეხვისთვის, იმისათვის, რომ გადაყლაპვა გააადვილოს და არა დოზებად დასაყოფად.
კლინიკური მონაცემები
ჩვენებები გამოყენებისთვის
– დიდი დეპრესიული ეპიზოდი
– ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა (ოკა)
– პანიკური შეტევები აგორაფობიასთან ერთად ან მის გარეშე
– სოციალური შფოთვითი აშლილობა/სოციალური ფობია
– გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა
– პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
დოზირება და გამოყენების წესი
პაროქსეტინის მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, დილით, ჭამის დროს.
ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს დაუღეჭავად.
დიდი დეპრესიული ეპიზოდი
OGYI/52417/2011
OGYI/52418/2011
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ–ს დღეში ერთხელ. მდგომარეობის გაუმჯობესება პაციენტებთან შეინიშნება უკვე პირველი კვირის შემდეგ, მაგრამ შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მკურნალობის მეორე კვირიდან.
როგორც ყველა ანტიდეპრესანტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს დოზის კორექცია მკურნალობის დაწყებიდან 3–4 კვირის განმავლობაში და შემდეგ უნდა ფასდებოდეს კლინიკური ეფექტურობა.
თუ 20 მგ დოზირებისას თერაპია არაეფექტურია, ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება დოზის თანდათან 50 მგ დღიურ დოზამდე გაზრდა, ყოველ ჯერზე 10 მგ–ით და პაციენტის რეაქციაზე დაკვირვებით.
დაავადების სიმპტომების არარსებობაში დასარწმუნებლად, დეპრესიის მქონე პაციენტებზე დაკვირვება უნდა წარმოებდეს 6 თვის მანძილზე.
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა  (ოკა)
რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ–ს დღეში ერთხელ. პაციენტები პრეპარატის მიღებას იწყებენ 20 მგ/დღეში დოზით და თანდათან ზრდიან დოზას, ყოველ ჯერზე 10 მგ–ით, რეკომენდებულ დოზამდე. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტებში აღინიშნება თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობა, ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა დღეში 60 მგ–მდე.
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე პაციენტებმა მკურნალობა საკმარისი დროის მანძილზე უნდა მიიღონ, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ დაავადების სიმპტომების არარსებობაში. ეს შეიძლება რამდენიმე თვეს ან კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს (იხ. 5.1 განყოფილება).
პანიკური შეტევები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ–ს დღეში ერთხელ. პაციენტები მკურნალობას 10 მგ/დღეში დოზით იწყებენ, თანდათან ზრდიან დოზას 10 მგ–ით ყოველ ჯერზე, ამასთან აუცილებელია პაციენტის რეაქციაზე დაკვირვება. ქვედა საწყისი ზღვარი – ეს არის რეკომენდებული დოზა, რომელსაც შეუძლია პანიკის შეტევების მოხსნა, რომლებიც დაავადების ადრეულ სიმპტომებს წარმოადგენს. თუ რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ აღინიშნება თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობა, ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დოზის თანდათან დღეში 60 მგ-მდე გაზრდა.
პანიკური შეტევების მქონე პაციენტებმა მკურნალობა საკმარისი დროის მანძილზე უნდა მიიღონ, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ დაავადების სიმპტომების არარსებობაში. ეს შეიძლება რამდენიმე თვეს ან კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდეს (იხ. 5.1 განყოფილება).
სოციალური შფოთვითი აშლილობა/სოციალური ფობია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ–ს დღეში ერთხელ. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტებთან აღინიშნება თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობა, ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა დღეში 50 მგ–მდე. ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა (იხ. 5.1 განყოფილება).
გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ–ს დღეში ერთხელ. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტებთან აღინიშნება თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობა, ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დოზის თანდათან გაზრდა დღეში 50 მგ–მდე. ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა (იხ. 5.1 განყოფილება).
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ–ს დღეში ერთხელ. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტებთან აღინიშნება თერაპიის არასაკმარისი ეფექტურობა, ზოგიერთ პაციენტს შეუძლია დოზის თანდათან, ყოველ ჯერზე 10 მგ–ით, გაზრდა დღეში 50 მგ–მდე. ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა (იხ. 5.1 განყოფილება).
ზოგადი ინფორმაცია
მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ
უნდა ერიდოთ პრეპარატის მიღების მყისიერ შეწყვეტას (იხ. 4.4 და 4.8 განყოფილებები). დოზის თანდათანობითი შემცირების რეჟიმი, რომელიც გამოიყენება კლინიკური კვლევების დროს, გულისხმობს დოზის ყოველდღიურ კლებას 10 მგ–ით ერთი კვირის განმავლობაში. თუ მკურნალობას დაუქვემდებარებელი სიმპტომები ქრება დოზის შემცირების ან მოხსნის შემდეგ, დანიშნულ დოზას თვლიან მოქმედად. შესაბამისად, ექიმს შეუძლია დოზის შემცირების გაგრძელება, ოღონდ უფრო ნელა.
განსაკუთრებული პოპულაციები
● ხანდაზმული პაციენტები
პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, მაგრამ კონცენტრაციის დიაპაზონი არ სცდება ახალგაზრდებში დაფიქსირებული კონცენტრაციის დიაპაზონის ფარგლებს. მკურნალობა უნდა დაიწყოს მოზრდილების საწყისი დოზით. დოზის გაზრდა შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ დღეში ერთხელ 40 მგ–ზე მეტის მიღება არ არის სასურველი.
● ბავშვები და მოზარდები (7–17 წელი)
პაროქსეტინი არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და მოზარდებმა, ვინაიდან კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევებმა დაამდასტურა, რომ პაროქსეტინმა შეიძლება გაზარდოს სუიციდური ქცევის და მტრული დამოკიდებულების რისკი. ამას გარდა, ამ კვლევებში საკმარისად არ დადასტურდა ეფექტურობა (იხ. 4.4 და 4.8 განყოფილებები).
● 7 წლამდე ბავშვები
პაროქსეტინის გამოყენების კვლევები 7 წლამდე ბავშვებში არ ჩატარებულა. პაროქსეტინის დანიშვნა არ უნდა მოხდეს, სანამ არ იქნება მიღებული მონაცემებს ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ.
● თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაციის მატება აღინიშნება თირკმლის (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ–ზე ნაკლები) ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ, დოზა უნდა შეესაბამებოდეს დოზების დიაპაზონის ქვედა ზღვარს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
პაროქსეტინი უკუნაჩვენებია მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაო ინჰიბიტორები) კომბინაციაში. უკიდურეს შემთხვევებში ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი, რომელიც არის შექცევადი, არასელექციური მაო ინჰიბიტორი) შეიძლება გამოიყენებოდეს პაროქსეტინთან ერთად, იმ პირობით, თუ ტარდება გულმოდგინე დაკვირვება სეროტონინული სინდრომის ნიშნებზე და არტერიული წნევის კონტროლი (იხ. 4.5 განყოფილება).
პაროქსეტინის გამოყენების დაწყება შეიძლება:
– შეუქცევადი მაო–ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ ან
– შექცევადი მაო–ს ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ (მაგალითად, მოკლობემიდი, ლინეზოლიდი, მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი, წინასაოპერაციო ვიზუალიზაციის აგენტი, რომელიც წარმოადგენს შექცევად, არასელექციურ მაო ინჰიბიტორს)).
უნდა გავიდეს სულ მცირე ერთი კვირა პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ და ნებისმიერი მაო ინჰიბიტორის მიღების დაწყებამდე.
პაროქსეტინის გამოყენება არ უნდა მოხდეს თიორიდაზინთან შეთავსებით, ვინაიდან როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, რომელიც ღვიძლის ფერმენტ CYP450 2D6–ის ინჰიბირებას ახდენს, პაროქსეტინმა შეიძლება თიორიდაზინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა გამოიწვიოს (იხ. 4.5 განყოფილება). მხოლოდ ერთი თიორიდაზინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს QTc ინტერვალის პროლონგაცია, რასაც მივყავართ სერიოზულ პარკუჭოვან არითმიამდე, როგორიც არის „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, და უეცარ სიკვდილამდე.
პაროქსეტინი არ უნდა მიიღოთ პიმოზიდთან ერთად (იხ. 4.5 განყოფილება).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას
პაროქსეტინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა დაიწყოს შეუქცევადი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის შემდეგ ან შექცევადი მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 24 საათის შემდეგ. პაროქსეტინის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს, სანამ არ მიიღებთ პაციენტის ოპტიმალურ რეაქციას (იხ. 4.3 და 4.5 განყოფილებები).
ბავშვებთან და მოზარდებთან გამოყენება (18 წლამდე)
პაროქსეტინის გამოყენება არ შეიძლება 18 წელზე უმცროს მოზარდებთან და ბავშვებთან. სუიციდური ქცევები (თვითმკვლელობის მცდელობები და სუიციდური აზრები) და მტრული განწყობა (მოჭარბებულიი აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი) განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება ბავშვებთან და მოზარდებთან  კლინიკურ კვლევებში ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ, პლაცებო ეფექტებთან შედარებით. თუ, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილების მიღება, პაციენტი გულდასმით უნდა შემოწმდეს სუიციდური სიმპტომების არსებობაზე. ამასთანავე, არ არსებობს ხანგრძლივი კვლევების საკმარისი მონაცემები ბავშვებში და უფროსებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მათი ზრდასთან, მომწიფებასთან, შემეცნებით და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. 4.8 განყოფილება).
სუიციდი/სუიციდური აზრები და კლინიკური გუარესება
დეპრესია დაკავშირებულია სუიციდური აზრების, თვითდაზიანების და თვითმკვლელობის (სუიციდური მოქმედებები და გამოვლინებები) გამოვლენის რისკთან. ეს რისკი ნარჩუნდება, სანამ არ დადგება მნიშვნელოვანი რემისია. ვინაიდან გაუმჯობესება შეიძლება არ დადგეს მიღების პირველი რამდენიმე კვირის ან უფრო მეტი ხნის მანძილზე, გაუმჯობესების დადგომამდე პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. დაგროვილი კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიებზე თვითმკვლელობის რისკი იზრდება.
ფსიქიკის სხვა დარღვევები, რომელთა სამკურნალოდაც განკუთვნილია პაროქსეტინი, ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს სუიციდური ქმედებების და გამოვლინებების რისკის ზრდას. ამასთანავე, ეს მდგომარეობები შეიძლება დეპრესიულ აშლილობას ერთვოდეს. სიფრთხილის ზომები, რომელთა დაცვაც ხდებოდა დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, ასევე უნდა იყოს დაცული სხვა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის პროცესში.
პაციენტები სუიციდური ქმედებების და გამოვლინებების ანამნეზით ან პაციენტები, რომლებშიც ჭარბობს სუიციდური აზროვნება მკურნალობის დაწყებამდე, როგორც ცნობილია, შეადგენენ სუიციდური აზრების და თვითმკვლელობის მცდელობების მნიშვნელოვანი რისკის ჯგუფს და მკურნალობის პერიოდში გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილებთან ანტიდეპრესანტების პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევების მეტა–ანალიზმა გამოავლინა, პლაცებოსთან შედარებით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ანტიდეპრესანტების მიღების შემთხვევაში 25 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებთან (იხ. ასევე 5.1 განყოფილება).
მედიკამენტოზურ მკურნალობას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე და დოზის შეცვლის შემდეგ, თან უნდა ახლდეს პაციენტებზე გულმოდგინე დაკვირვება, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების შემთხვევაში. პაციენტები (და პირები, რომლებიც პაციენტებს ემსახურებიან) მზად უნდა იყვნენ, აკონტროლონ ნებისმიერი უეცარი კლინიკური გაუარესება, სუიციდური ქცევა და აზრები და ქცევის უჩვეულო ცვლილებები. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
აკატიზია/ფსიქომოტორული აგზნება
პაროქსეტინის მიღება ხდება აკატიზიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ხასიათება შინაგანი მოუსვენრობის შეგრძნებით და ფსიქომოტორული აგზნებულობით, მაგალითად, სუბიექტურ სტრესთან დაკავშირებულ მშვიდად დგომის ან ჯდომის შეუძლებლობით. ეს ნიშნები განსაკუთრებით ცხადად ვლინდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტებისთვის, რომლებსაც ეს სიმპტომები აღენიშნება, დოზის გაზრდა შეიძლება სახიფათო იყოს.
სეროტონინული სინდრომი/ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი
იშვიათ შემთხვევებში სეროტონინული სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი შეიძლება აღმოცენდეს პაროქსეტინის მიღების დროს, განსაკუთრებით სეროტონინერგულ და/ან ნეიროლეფსიურ სამედიცინო პრეპარატებთან ერთად მიღების დროს. ვინაიდან ეს სიმპტომები შეიძლება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამ ნიშნების (სიმპტომების დამახასიათებელი ჯგუფის, როგორებიც არის ჰიპერთერმია, გაშეშება, მიოკლონუსი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობა, ცხოველმოქმედების ძირითადი მაჩვენებლების შესაძლო მკვეთრი რყევებით, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, მათ შორის, ცნობიერების არევა, გაღიზიანებულობა, გადაჭარბებული, ბოდვამდე და კომამდე პროგრესირებადი აგზნებულობა) გამოვლენის შემთხვევაში პაროქსეტინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს დამხმარე სიმპტომური თერაპია. სეროტონინული სინდრომის რისკის გამო პაროქსეტინის გამოყენება არ უნდა მოხდეს სეროტონინის წინამორბედებთან (როგორიც არის, L–ტრიპტოფანი, ოქსიტრიპტანი) ერთად (იხ. 4.3 და 4.5 განყოფილებები).
მანია
როგორც ყველა ანტიდეპრესანტი, პაროქსეტინის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს ანამნეზში მანიის ეპიზოდების მქონე პაციენტებში. პაროქსეტინის მიღება უნდა შეწყვიტოს მანიის გამწვავების სტადიაში მყოფმა ყველა პაციენტმა.
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაროქსეტინის გამოყენებისას (იხ. 4.2 განყოფილება).
დიაბეტი
დიაბეტის მქონე პაციენტებთან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობას თან უნდა ახლდეს გლიკემიის კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების გადახედვა.
ეპილეფსია
როგორც ყველა ანტიდეპრესანტი, პაროქსეტინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ეპილეფსიის მქონე პაციენტებთან.
კრუნჩხვები
პაროქსეტინის მიმღებ პაციენტებში კრუნჩხვების აღმოცენების შემთხვევების სიხშირე შეადგენს 0,1%–ზე ნაკლებს. კრუნჩხვების გამოვლენის შემთხვევაში ყველა პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სამედიცინო პროპარატის მიღება.
ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპია
ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპიის დროს პაროქსეტინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არასაკმარისია.
გლაუკომა
როგორც ყველა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურმა ინჰიბიტორმა, პაროქსეტინმა შეიძლება გამოიწვიოს მიდრიაზი და მახვილკუთხოვანი გლაუკომის ან ანამნეზში გლაუკომის შემთხვევების მქონე პაციენტებთან მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
კარდიოლოგიური დარღვევები
კარდიოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომები.
ჰიპონატრიემია
ჰიპონატრიემია იშვიათად შეინიშნება, ძირითადად – ასაკოვან პაციენტებში. ჰიპონატრიემიის რისკის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე, მაგალითად, თანმხლები თერაპიის და ციროზის დროს. ჰიპონატრიემია, ჩვეულებრივ, სრულად გადის პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
სისხლდენა
არსებობს მონაცემები სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მიღების დროს კანის პათოლოგიური სისხლდენების, მაგალითად, ეკქიმოზის და პურპურას შესახებ. აღინიშნება ასევე სხვა ჰემორაგიული გამოვლინებები, მაგალითად, კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა. ასაკოვანი პაციენტები რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად, ასევე, პრეპარატებთან, რომლებიც თრომბოციტების ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას, ან სხვა სამედიცინო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდონ (მაგალითად, ატიპიური ნეიროლეპტიკები, კლოზაპინი, ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი, აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ცოგ–2 ინჰიბიტორები), ასევე სისხლდენის ეპიზოდების, ან სისხლდენისადმი მიდრეკილების განმაპირობებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების მიერ.
ტამოქსიფენთან ურთიერთქმედება
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სარძევე ჯირკვლების კიბოს რეციდივის/სიკვდილიანობის გამოვლენის რისკის მიხედვით შეფასებული ტამოქსიფენის ეფექტურობა, შეიძლება დაეცეს პაროქსეტინთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში, პაროქსეტინის მიერ CYP2D6–ის შეუქცევადი ინჰიბირების შედეგად. სასურველია, შეძლებისდაგვარად, ერიდოთ პაროქსეტინის და სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ დაპროფილაქტიკისთვის გამოყენებული ტამოქსეფინის ერთდროულ მიღებას.
მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისს
ხშირად აღინიშნება მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით, თუ პაციენტები მკვეთრად წყვეტენ პრეპარატის მიღებას (იხ. 4.8 განყოფილება). კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში გვერდითი მოვლენები ვლინდებოდა პაციენტების 30%–თან, პაციენტების 20%–თან შედარებით, რომლებსაც გვერდითი მოვლენები აღენიშნათ პლაცებოს მიღების შეწყვეტის შემდეგ. მოხსნის სინდრომის განვითარება არ ამტკიცებს, რომ სამედიცინო პრეპარატი იწვევს მიჩვევას ან დამოკიდებულებას. მოხსნის სინდრომის წარმოქმნის რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგალითად, მკურნალობის ხანგრძლიობაზე, დოზის სიდიდეზე და დოზის დაკლების სისწრაფეზე.
აღინიშნება თავბრუსხვევები, სენსორული დარღვევები (მათ შორის, პარესთეზია,  დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნებები, ხმაური ყურებში), ძილის დარღვევები (მათ შორის, დატვირთული სიზმრები), აღგზნებულობა ან მოუსვენრობა, გულისრევა, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისცემის აჩქარება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებულობა და მხედველობის დარღვევები. მთლიანობაში, ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მძიმეც იყოს. ჩვეულებრივ სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში და ძალიან იშვიათად – პაციენტებთან, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს პრეპარატის მიღება. ძირითადად სიმპტომები თავისით გადის 2 კვირის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება მეტხანსაც აღინიშნებოდეს (2–3 თვე ან მეტი). ამიტომ, პრეპარატის მიღების შეწყვეტისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე (იხ. „მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ“ 4.2 განყოფილებაში).
სხვა
სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედების ფორმები
სეროტონინერგული სამკურნალო პრეპარატები
რექსეტინის და სხვა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების სეროტონინერგულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება სეროტონინის ზღვარგადასული გამოთავისუფლება გამოიწვიოს (სეროტონინული სინდრომი, იხ. 4.4 განყოფილება).
პაროქსეტინის ერთდროული გამოყენება სეროტონინერგულ სამკურნალო პრეპარატებთან (როგორებიც არის, L–ტრიპტოფანი, ტრიპტანები, ტრამადოლი, ლინეზოლიდი, მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ლითიუმი, ჩვეულებრივი კრაზანას პრეპარატები) საჭიროა სიფრთხილით და ექიმის გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა ფენტანილთან ერთდროული მიღების დროს, რომელიც გამოიყენება საერთო ანესთეზიის და ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ. სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო, საჭიროა ერიდოთ პაროქსეტინის და მაო ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებას (იხ. 4.3 განყოფილება).
პიმოზიდი
60 მგ პაროქსეტინის დოზასთან ერთად პიმოზიდის ერთჯერადი მინიმალური დოზის (2 მგ) მიღების კვლევაში პიმოზიდის კონცენტრაციის, საშუალოდ, 2,5–ჯერ ზრდა დაფიქირდა. ეს შეიძლება აიხსნას პაროქსეტინის უნარით, იზოფერმენტი CYP2D6–ის ინჰიბირება მოახდინოს. პიმოზიდის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის და QT ინტერვალის გახანგრძლივების მისი უნარის გამო, უნდა ერიდოთ პაროქსეტინის და პიმოზიდის ერთდროულ გამოყენებას (იხ. 4.3 განყოფილება).
ფერმენტები, რომლებიც სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე ზემოქმედებენ
პაროქსეტინის მეტაბოლიზმი ან ფარმაკოკინეტიკა შეიძლება იცვლებოდეს სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე მოქმედი ფერმენტების ინდუქციის და ინჰიბირების გამო.
პაროქსეტინის სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმის მაინჰიბირებელ ცნობილ ფერმენტებთან ერთად გამოყენებისას სასურველია უფრო დაბალი დოზების გამოყენება.
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას სამკურნალო პრეპარატების (მაგალითად, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი) მეტაბოლიზმის მაინდუცირებელ ცნობილ ფერმენტებთან ერთად ან ფოზამპრენავირთან/რიტონავირთან, საწყისი დოზის კორექცია არ ხდება. პაროქსეტინის დოზის ნებისმიერი ცვლილება (სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმის მაინდუცირებელი ფერმენტების მიღების დაწყების ან შეწყვეტის შემდეგ) უნდა ეყრდნობოდეს კლინიკურ ეფექტს (ამტანიანობის და ეფექტურობის).
ფოზამპრენავირი/რიტონავირი
ფოზამპრენავირი/რიტონავირის, 700/100 მგ, ორჯერ დღეში და პაროქსეტინის, 20 მგ, ერთხელ დღეში ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 10 დღის განმავლობაში ერთდროული მიღებისას, მნიშვნელოვნად მოიმატა პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაციამ, დაახლოებით, 55%–ით. ფოზამპრენავირი/რიტონავირის პლაზმური კონცენტრაცია პაროქსეტინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში უცვლელი დარჩა, რაც ამტკიცებს, რომ პაროქსეტინი პრაქტიკულად არ მოქმედებს ფოზამპრენავირი/რიტონავირის მეტაბოლიზმზე. არ არსებობს მონაცემები პაროქსეტინის და ფოზამპრენავირი/რიტონავირის ხანგრძლივი (10 დღეზე მეტი) ერთდროული გამოყენების ეფექტების შესახებ.
პროციკლიდინი
პაროქსეტინის დღეში ერთხელ გამოყენებისას პროციკლიდინის კონცენტრაცია მატულობს. ქოლინოლიზური ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები
კარბამაზეპინის, ფენიტოინის, ნატრიუმის ვალპროატის და პაროქსეტინის ერთდროული გამოყენებისას არ ფიქსირდება უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკის/დინამიკის პროფილზე ზემოქმედება ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
პაროქსეტინი, როგორც CYP2D6–ის პოტენციური ინჰიბიტორი
როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, პაროქსეტინი ახდენს ციტოქრომი P450 CYP2D6–ის სისტემის ღვიძლის ფერმენტის ინჰიბირებას. CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბირებამ, იმ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, რომლებიც ამ ფერმენტით მეტაბოლიზირდებიან, შეიძლება გამოიწვიოს პლაზმური კონცენტრაციების ზრდა. ესენია გარკვეული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, კლოპირამიდი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამიდი), ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკები (მაგალითად, პერფენაზინი და თიორიდაზინი, იხ. განყოფილება 4.3  უკუჩვენებები), რისპერიდონი, ატომექსინი, 1С კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, პროპაფენონი და ფლეკაინიდი) და მეტოპროლოლი. რეკომენდებული არ არის პაროქსეტინის გამოყენება მეტოპროლოლთან ერთად გულის უკმარისობის შემთხვევაში, ამ ჩვენებისას მეტოპროლოლის ვიწრო თერაპიული დიაპაზონის გამო.
პაროქსეტინი წარმოადგენს პროპრეპარატს და CYP2D6 იზოფერმენტის მონაწილეობით წარმოქმნის მნიშვნელოვან აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ტამოქსიფენის ეფექტურობაზე. პაროქსეტინის მიერ CYP2D6 იზოფერმენტის შეუქცევად ინჰიბირებას ენდოქსიფენის პლაზმური კონცენტრაციის შემცირებასთან მივყავართ.
ალკოჰოლი
როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში, პაციენტები უნდა ერიდონ ალკოჰოლის გამოყენებას პაროქსეტინის მიღების დროს.
პერორალური ანტიკოაგულანტები
შეიძლება აღინიშნოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება პაროქსეტინსა და პერორალურ ანტიკოაგულანტებს შორის. პაროქსეტინის და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ანტიკოაგულანტების აქტივობის ზრდასა და სისხლდენის რისკის მატებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ, პაროქსეტინის და პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. 4.4 განყოფილება).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ) და აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა ანტითრომბოციტული საშუალებები
შეიძლება აღინიშნოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება პაროქსეტინსა და ასაპ/აცეტილსალიცილის მჟავას შორის. პროქსეტინის და ასაპ/აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს სისხლდენის მომატებულ რისკთან (იხ. 4.4 განყოფილება).
სიფრთხილის დაცვაა საჭირო სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების, პერორალური ანტიკოაგულანტების, ანტითრომბოციტული თვისებების მქონე სამკურნალო პრეპარატების, რომლებსაც შეუძლია სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა (მაგალითად, ატიპიური ნეიროლეპტიკები, როგორებიც არის, კლოზაპინი, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების დიდი ნაწილი, აცეტილსალიცილის მჟავა, ასაპ, ცოგ2 ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენებისას, ასევე, სისხლის შედედების დარღვევების და სისხლდენების წარმოქმნის განმაპირობებელი მდგომარეობების მქონე პაციენტებთან.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში გამოვლინდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის, პაროქსეტინი) გავლენა სპერმის ხარისხზე. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ამ კვლევებში არ შესწავლილა ფერტილობაზე ზემოქმედება, მაგრამ სპერმის ხარისხის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მამაკაცის ფერტილობაზე.
ორსულობა
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს თანდაყოლილი სიმახინჯეების რისკის ზრდაზე, კერძოდ, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან (მაგალითად, წინაგულის ტიხრის და გულის პარკუჭების დეფექტი), ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაროქსეტინის გამოყენების შემდეგ. მექანიზმი უცნობია. დადგენილია, რომ გულ–სისხლძარღვთა დეფექტის მქონე ჩვილის დაბადების რისკი დედის მიერ პაროქსეტინის მიღების შემდეგ შეადგენს 2/100–ზე ნაკლებს, მთლიანად მოსახლეობაში ასეთი დეფექტების გამოვლენის 1/100 მოსალოდნელ, მიახლოებით სიხშირესთან შედარებით.
პაროქსეტინის გამოყენება ორსულებში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ორსულ ან დაორსულების სურვილის მქონე ქალებთან პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაფასოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები. უნდა ერიდოთ პრეპარატის მიღების მკვეთრ შეწყვეტას ორსულობის დროს (იხ. „მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას“ განყოფილება 4.2 დოზირება და გამოყენების მეთოდები).
ახალშობილები ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყვნენ, თუ დედა პაროქსეტინს იღებდა ორსულობის შედარებით გვიანდელ სტადიებზე, განსაკუთრებით – მესამე ტრიმესტრში.
ორსულობის გვიანდელ ეტაპებზე პაროქსეტინის გამოყენებისას ახალშობილებს შეიძლება გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, აპნოე, კონვულსიები, სხეულის არამდგრადი ტემპერატურა, გართულებები კვების დროს, ღებინება, ჰიპერგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, მომატებული ნერვულ–რეფლექტორული აგზნების სინდრომი, გაღიზიანებულობა, მოდუნება, გამუდმებული ტირილი, ძილიანობა და მოუსვენარი ძილი. ეს სიმპტომები ვითარდება სეროტონინერგული ეფექტების ან მოხსნის სინდრომის გამო. უმეტეს შემთხვევებში გართულებები ვლინდება დაუყოვნებლივ ან დაბადებიდან ცოტა ხნის (<24 საათი) შემდეგ.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის, პაროქსეტინის) გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით, ორსულობის გვიანდელ სტადიებზე, ახალშობილების ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის რისკის ზრდაზე მიუთითებს. დაფიქსირებულმა რისკმა შეადგინა დაახლოებით 5 შემთხვევა 1000 ორსულიდან. მოსახლეობაში, ჩვეულებრივ, აღინიშნება ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის 1–2 შემთხვევა 1000 ორსულზე.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოავლინა, მაგრამ არ დაამტკიცა ორსულობის მსვლელობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა (იხ. 5.3 განყოფილება).
ლაქტაცია
პაროქსეტინის მცირე რაოდენობა აღმოჩენილია დედის რძეში. გამოქვეყნებულ კვლევებში მითითებულია, რომ იმ ბავშვების შრატში პრეპარატის კონცენტრაცია, რომლებსაც დედის რძით კვებავდნენ, აღმოჩენის ზღვარს ქვემოთ (<2 ნგ/მლ) იმყოფება ან მას უტოლდება (<4 ნგ/მლ). პრეპარატის ზემოქმედების არანაირი ნიშნები ამ ბავშვებში არ დაფიქსირებულა. ვინაიდან წამლის ზემოქმედების არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა ძუძუთი კვების დროს, ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პაროქსეტინი არ იწვევს კოგნიტიური და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევას. თუმცა, როგორც ყველა ფსიქოაქტიური სამკურნალო პრეპარატების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატის შესაძლო ზემოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ პაროქსეტინი არ ამძაფრებს ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ გონებრივი და მოძრაობითი უნარების დათრგუნვას, პაროქსეტინის და ალკოჰოლის ერთდროულ მიღებას მაინც უნდა ერიდოთ.
არასასურველი ეფექტები
ზოგიერთი ქვემოთჩამოთვლილი არასასურველი ეფექტების ინტენსივობამ და სიხშირემ შეიძლება იკლოს ხანგრძლივი გამოყენებისას, რასაც, ჩვეულებრივ, არ მივყავართ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე. არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ქვემოთ ორგანოების სისტემების კლასების და გამოვლინების სიხშირის შესაბამისად. გამოვლინების სიხშირის მიხედვით ისინი იყოფა ძალიან ხშირებად (≥1/10); ხშირებად (≥1/100–დან <1/10–მდე); ნაკლებად ხშირებად (≥1/1 000–დან <1/100–მდე), იშვიათებად (≥1/10 000–დან <1/1 000–მდე), ძალიან იშვიათებად (<1/10 000), აქ შედის ცალკეული შემთხვევებიც.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირად: პათოლოგიური სისხლდენა, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის (ძირითადად, ეკქიმოზი).
ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპენია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით).
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათად: ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (აჰასს).
დარღვევები ნივთიერების ცვლის და კვების მხრივ
ხშირად: ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება, მადის დაკარგვა.
იშვიათად: ჰიპონატრიემია.
ჰიპონატრიემია აღინიშნება, ძირითადად, ხანდაზმულ პაციენტებთან და, ზოგჯერ, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომთან (აჰასს) დაკავშირებით.
ფსიქიკის დარღვევები
ხშირად: ძილიანობა, უძილობა, აგზნებულობა, უჩვეულო სიზმრები (მათ შორის, კოშმარები).
ნაკლებად ხშირად: ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.
იშვიათად: მანიაკალური რეაქციები, შფოთვა, დეპერსონალიზაცია, პანიკური შეტევები, აკატიზია (იხ. 4.4 განყოფილება).
სიხშირე განსაზღვრული არ არის: სუიციდური აზრები და ქცევები.
სუიციდური აზრები და ქცევები აღინიშნებოდა პაროქსეტინის მიღების დროს, ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. 4.4 განყოფილება).
ეს სიმპტომები ასევე შეიძლება გაჩნდეს ძირითადი დაავადების არსებობის გამო.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან ხშირად: კონცენტრაციის დარღვევა.
ხშირად: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი.
ნაკლებად ახშირად: ექსტრაპირამიდული დარღვევები.
იშვიათად: კონვულსიები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი.
ძალიან იშვიათად: სეროტონინული სინდრომი (შესაძლო სიმპტომები: აგზნებულობა, ცნობიერების არევა, მომატებული ოფლიანობა, ჰალუცინაციები, ჰიპერრეფლექსია, მიოკლონუსი, კანკალი, ტაქიკარდია და ტრემორი).
ექსტრაპირამიდული დარღვევების შემთხვევები, მათ შორის, ყბა–სახის დისტონია, ზოგჯერ აღინიშნებოდა განმაპირობებელი მოძრაობითი დარღვევების მქონე პაციენტებში, ან მათთან, ვინც ნეიროლეპტიკებს იყენებდა.
მხედველობის ორგანობის დარღვევები
ხშირად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება.

ნაკლებად ხშირად: მიდრიაზი (იხ. 4.4 განყოფილება).
ძალიან იშვიათად: მწვავე გლაუკომა.
სმენის ორგანოების და წონასწორობის დარღვევები
სიხშირე განსაზღვრული არ არის: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).
გულის დარღვევები
ნაკლებად ხშირად: სინუსური ტაქიკარდია.
იშვიათად: ბრადიკარდია.
სისხლძარღვების დარღვევები
ნაკლებად ხშირად: არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება, პოსტურალური ჰიპოტენზია.
პაროქსეტინის მიღებისას არტერიული წნევის გარდამავალი მომატება ან დაქვეითება ჩვეულებრივ, აღინიშნება უკვე არსებულ ჰიპერტენზიასთან და შფოთვასთან ერთად.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები
ხშირად: მთქნარება.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ძალიან ხშირად: ღებინება.
ხშირად: ყაბზობა, ფაღარათი, პირის სიმშრალე.

ძალიან იშვიათად: სისხლდენები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.
ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევები
იშვიათად: ღვიძლის ენზიმების დონის მატება.
ძალიან იშვიათად: ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). აღინიშნება ღვიძლის ენზიმების დონის მატება. პოსტმარკეტინგული დაკვირვებების მსვლელობისას იშვიათად აღინიშნებოდა ღვიძლის დარღვევები (როგორიც არის, ჰეპატიტი, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სიყვითლე და/ან ღვიძლის უკმარისობა). ღვიძლის ფუნქციების ხანგრძლივი ზრდის შემთხვევაში პაროქსეტინის მიღება უნდა შეწყდეს.
კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
ხშირად: ოფლიანობა.

არახშირად: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი.
ძალიან იშვიათად: კანის სერიოზული არასასურველი რეაქციები (მათ შორის, ექსუდაციური ერითემა, სტივენს–ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფოტოსენსიტიურობის რეაქციები.
თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები
არახშირად: შარდის გამოყოფის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის დარღვევები
ძალიან ხშირად: სექსუალური დისფუნქცია.
იშვიათად: ჰიპერპროლაქტინემია/გალაქტორეა.
ძალიან იშვიათად: პრიაპიზმი.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევები
იშვიათად: ართრალგია, მიალგია.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები, რომლებიც 50 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ტარდებოდა, აჩვენებს, რომ ძვლების მოტეხვის რისკი მომატებულია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს. რისკის მომატების გამომწვევი მექანიზმი უცნობია.
სისტემური აშლილობები და შეყვანის უბნის დარღვევები
ხშირად: ასთენია, სხეულის წონის მომატება.

ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება.

მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ
ხშირად: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები, ძილის დარღვევები, შფოთვა, თავის ტკივილი.
ნაკლებად ხშირად: აგზნებულობა, ღებინება, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, მხედველობის დარღვევები, გულისცემის გახშირება, ფაღარათი, გაღიზიანებულობა.
პაროქსეტინის მიღების შეწყვეტა (განსაკუთრებით, უეცარი) ხშირად იწვევს მოხსნის სინდრომს, რომლის დროსაც აღინიშნება თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის, პარესთეზია, დენის დარტყმის მსგავსი შეგრძნება, ტინიტუსი), ძილის დარღვევები (ინტენსიური სიზმრების ჩათვლით), აგზნებულობა ან შფოთვა, გულისრევა, ტრემორი, ცნობიერების არევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისცემის გახშირება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებულობა და მხედველობის დარღვევები.
მთლიანობაში, ამ სიმპტომების გამოხატულების ხარისხი მსუბუქი ან ზომიერია, სიმპტომები თვითშემზღუდველია, მაგრამ ზოგიერთ პაციენტთან ისინი შეიძლება იყოს მძიმე და/ან ხანგრძლივი. ამიტომ, პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას საჭიროა დოზის თანდათან დაკლება (იხ. 4.2 და 4.4 განყოფილებები).
ბავშვებში არასასურველი ეფექტების კლინიკური კვლევები
კლინიკური კვლევების ჩატარების პროცესში შემდეგი არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა: სუიციდური ქცევის გამწვავება (თვითმკვლელობის მცდელობის და სუიციდური აზრების ჩათვლით), საკუთარი თავისთვის დაზიანების მიყენების სურვილი და მომატებული მტრული განწყობა მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე მოზარდებში. მომატებული მტრული განწყობა ხშირად აღინიშნება ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, 12 წელზე უმცროს ასაკში. დამატებით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით, პაროქსეტინის მიღების დროს უფრო ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, ტრემორი, ოფლიანობა, ჰიპერკინეზია, აგზნებულობა და ემოციური ლაბილობა (ტირილის და გუნება-განწყობის ცვალებადობის ჩათვლით), სისხლდენები, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის. დოზის თანდათანობითი შემცირების რეჟიმის კვლევის ჩატარებისას, დოზის თანდათანობითი შემცირების ფაზის დროს ან პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ემოციური ლაბილობა (ტირილის, გუნება-განწყობის ცვალებადობის, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, სუიციდური აზრების და სუიციდური მოქმედებების და გამოვლინებების ჩათვლით), ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და მუცლის ტკივილი (იხ.განყოფილება 4.4, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას).
ბავშვებში კლინიკური კვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. განყოფილება 5.1.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები და ნიშნები
ფართო თერაპიულ დიაპაზონზე დასკვნა აშკარაა ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან პაროქსეტინის დოზის გადაჭარბების შესახებ. პაროქსეტინის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესწავლა მიუთითებს დამატებით ნიშნებზე (4.8 განყოფილებაში ჩამოთვლილთა გარდა) – ციება-ცხელება და კუნთების უნებლიე შეკუმშვები. მთლიანობაში პაციენტები გამოკეთდნენ განსაკუთრებული გართულებების გარეშე მაშინაც კი, როცა ხდებოდა ერთ ჯერზე 2000 მგ–მდე დოზის მიღება. ზოგჯერ აღინიშნებოდა კომის და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების შემთხვევები, ძალიან იშვიათად – ლეტალური დასასრულით, მაგრამ, როგორც წესი, როცა პაროქსეტინის მიღება ხდებოდა სხვა ფსიქოტროპულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ალკოჰოლით ან ალკოჰოლის გარეშე.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი ნაპოვნი არ არის. მკურნალობა უნდა გულისხმობდეს საერთო ზომების მიღებას, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი ანტიდეპრესანტის დოზის გადაჭარბების მკურნალობის დროს. 20–30 გრამი აქტივირებული ნახშირის გამოყენება, თუ ეს შესაძლებელია, დოზის გადაჭარბებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, სავარაუდოდ ამცირებს პაროქსეტინის შეწოვას. აუცილებელია დამხმარე თერაპია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების ხშირი კონტროლით და გულმოდგინე მეთვალყურეობით. პაციენტის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური ჩვენებების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური მონაცემები
ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი
პაროქსეტინი – 5 – ჰიდროქსიტრიპტამინის (5-HT, სეროტონინი) უკუმიტაცების პოტენციური და სელექციური ინჰიბიტორი, ანტიდეპრესანტი, ეფექტურია ოკა–ის, საერთო სოციალური აშლილობის/სოციალური ფობიის, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევის, პოსტტრავმული სტრესული დარღვევის და პანიკური შეტევების დროს, რაც, როგორც მიიჩნევენ, დაკავშირებულია მის მიერ თავის ტვინის ნეირონებში 5-HT–ს უკუმიტაცებასთან.
ქიმიურად პაროქსეტინი არ განეკუთვნება ტრიციკლური, ტეტრაციკლური და სხვა ხელმისაწვდომი ჯგუფის ანტიდეპრესანტებს.

პაროქსეტინს გააჩნია დაბალი ეფექტურობა მუსკარინული ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ, ცხოველებზე გამოკვლევებში მხოლოდ სუსტი ანტიქოლინერგული თვისებები გამოვლინდა.
ასეთი სელექციური მოქმედებიდან გამომდინარე, ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, პაროქსეტინი მცირედ ეფექტურია ალფა1–, ალფა2– და ბეტა ადრენორეცეპტორების, დოფამინის რეცეპტორების (D2), 5-HT1-, 5-HT2- რეცეპტორების და ჰისტამინის რეცეპტორების (H1) მიმართ. Iნ ვიტრო პოსტსინაფსურ რეცეპტორებთან კავშირის არარსებობა ასევე დამტკიცებულია ბუნებრივ პირობებში კვლევებით, რომლებიც ადასტურებენ ცნს–ის მიმართ პაროქსეტინის დამთრგუნველი და ჰიპოტენზიური თვისებების არარსებობას.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
პაროქსეტინი არ ასუსტებს ფსიქომოტორულ ფუნქციას და არ აძლიერებს ეთანოლის სედაციურ ეფექტს.
როცა ადრე ცხოველებისთვის შეჰყავდათ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) და ტრიპტოფანი, როგორც 5-HТ უკუმიტაცების სხვა სელექტიური ინჰიბიტორები, პაროქსეტინი იწვევდა 5-HТ რეცეპტორების გადაჭარბებული სტიმულაციის სინდრომებს.
ქცევის და ეკგ კვლევები აჩვენებს პაროქსეტინის სუსტ აქტივობას იმ დოზებში, რომლებიც აღემატება 5-HТ–ის უკუმიტაცების სელექციური დათრგუნვისთვის საჭირო დოზებს.
ცხოველებზე კვლევებმა გამოავლინა, რომ პაროქსეტინი კარგად გადაიტანება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მიერ. ჯანმრთელი მოხალისეების მიერ მიღების შემდეგ პაროქსეტინი არ იწვევს არტერიული წნევის, გულის რიტმის და კარდიოგრამის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, რომლებიც ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბირებას ახდენს, გუანეტიდინის ანტიჰიპერტონული ეფექტების ინჰიბირების თვისება პაროქსეტინთან ბევრად ნაკლებ არის გამოხატული.
დეპრესიული აშლილობების მკურნალობის დროს პაროქსეტინი აჩვენებს სტანდარტულ ანტიდეპრესანტებთან თანაზომად ეფექტურობის ხარისხს.
ასევე არსებობს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ პაროქსეტინს შეუძლია გამოავლინოს აქტივობა იმ პაციენტებთან, რომლებსაც რეაქცია არ ჰქონდათ სტანდარტულ თერაპიაზე.
პაროქსეტინის დილით მიღება გავლენას არ ახდენს ძილის ხანგრძლიობასა და ხარისხზე. ამას გარდა, სავარაუდოდ, პაციენტებს უკეთ სძინავთ პაროქსეტინის ზემოქმედების გამო.
უფროსებში სუიციდური ქცევის გამოვლენის ანალიზი
ფსიქიკური აშლილობების მქონე მოზრდილებში პლაცებო–კონტროლირებადი კვლევების პაროქსეტინ–სპეციფიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაროქსეტინის მიღების შემთხვევაში სუიციდური ქცევების უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნებოდა ზრდასრულ ახალგაზრდებში (18–24 წლის ასაკის) პლაცებოსთან შედარებით (2,19% – 0,92%–ის წინააღმდეგ). შედარებით უფროსი ასაკის ჯგუფებში არ აღინიშნებოდა ასეთი ცვლილებები. დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზრდილებში (ყველა ასაკი), პლაცებო ჯგუფთან შედარებით, სუიციდური ქცევის სიხშირის ზრდა აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც პაროქსეტინს იღებდნენ (0,32% – 0,05%–ის წინააღმდეგ); სუიციდური ქცევის ყველა შემთხვევა თვითმკვლელობის მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა, ამ მცდელობების უმეტესობა პაროქსეტინის მიმღებთა შორის (11–დან 8) დაფიქსირდა ახალგაზრდა ზრდასრულ პაციენტებში (იხ. 4.4 განყოფილება).
დოზაზე დამოკიდებული ეფექტი
მუდმივი დოზის კვლევებში ფიქსირდება ეფექტურობაზის დოზაზე დამოკიდებულების სწორი მრუდი, რაც რეკომენდებულზე მაღალი დოზების დანიშვნის მიზანშეუწონლობაზე მეტყველებს. თუმცა, არსებობს კლინიკური მონაცემები, რომ დოზის მომატება შეიძლება ეფექტური იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის.
ხანგრძლივი ეფექტურობა
დეპრესიის დროს პაროქსეტინის ხანგრძლივი ეფექტურობა გამოვლინდა პაროქსეტინის დამხმარე გამოყენების 52–კვირიან კვლევაში, რეციდივის თავიდან აცილების დიზაინით: იმ პაციენტების 12%–მა, რომლებიც პაროქსეტინს იღებდნენ (20–40 მგ დღეში ერთხელ), გადაიტანეს რეციდივი, პლაცებო ჯგუფის პაციენტების 28%–თან შედარებით.
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობების მკურნალობის დროს პაროქსეტინის ხანგრძლივი ეფექტურობა შესწავლილი იყო პაროქსეტინის გამოყენების სამ 24–კვირიან კვლევაში, რეციდივის თავიდან აცილების დიზაინით. ამ კვლევათაგან ერთ–ერთში, პაროქსეტინის (38%) და პლაცებო (59%) ჯგუფებს შორის,  მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა პაციენტებში დაავადების რეციდივის გამოვლენის მხრივ.
პანიკური შეტევების მკურნალობის დროს პაროქსეტინის ხანგრძლივი ეფექტურობა დამტკიცებულ იქნა პაროქსეტინის გამოყენების 24–კვირიან კვლევაში, რეციდივის თავიდან აცილების დიზაინით: იმ პაციენტების 12%–მა, რომლებიც პაროქსეტინს იღებდნენ, თავიდან გადაიტანეს რეციდივი, პლაცებოს მიმღები პაციენტების 30%–თან შედარებით. ეს ასევე დამტკიცებულ იქნა პაროქსეტინის დამხმარე გამოყენების 36–კვირიან კვლევაში.
პაროქსეტინის ხანგრძლივი ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის, საერთო შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის დროს საკმარისად დადასტურებული არ არის.
ბავშვებში კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები
ბავშვებთან და მოზარდებთან მოკლევადიან (10–12 კვირამდე) კლინიკურ კვლევებში პაროქსეტინის მიღებისას აღინიშნებოდა შემდეგი კლინიკური ეფექტები (პაციენტების მინიმუმ 2%–ში განვითარებული, სულ მცირე, ორჯერ მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებო ჯგუფში): სუიციდური ქცევის გაუარესება (თვითმკვლელობის მცდელობების და სუიციდური აზრების ჩათვლით), საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობები და მოჭარბებული მტრული განწყობა. სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობები, ძირითადად, ფიქსირდება დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე მოზარდებთან კვლევებში. მოჭარბებული მტრული განწყობა უფრო ხშირად ფიქსირდებოდა ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით, 12 წელზე უმცროს ბავშვებში. დამატებით, პაროქსეტინის მიღებისას, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, უფრო ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: მადის დაქვეითება, ტრემორი, ოფლიანობა, ჰიპერკინეზია, აგზნებულობა, ემოციური ლაბილობა (ტირილის და გუნება-განწყობის ცვალებადობის ჩათვლით).
დოზის თანდათანობითი შემცირების კვლევებში, დოზის თანდათანობითი შემცირების ფაზის ან პაროქსეტინის მიღების შეწყვეტის დროს აღინიშნებოდა სიმპტომები (პაციენტების მინიმუმ 2%–თან წარმოქმნილი, სულ მცირე, ორჯერ მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებო ჯგუფში): ემოციური ლაბილობა (მათ შორის, ტირილი, გუნება-განწყობის ცვალებადობა, თვითდაზიანება, სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა), ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, გულისრევა და მუცლის ტკივილი (იხ. განყოფილება 4.4, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას).
რვა კვირიდან რვა თვემდე ხანგრძლივობის მკურნალობის პარალელურ ჯგუფებში ჩატრებულ ხუთ კვლევაში აღინიშნებოდა სისხლდენები, უპირატესად, კანის და ლორწოვანი გარსის, რომლებიც განეკუთვნებოდნენ გვერდით მოვლენებს, 1,74% სიხშირით პაროქსეტინის ჯგუფებში, პლაცებო ჯგუფების 0,74%–თან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პაროქსეტინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და პირველად გავლის მეტაბოლიზმს ექვემდებარება. პრესისტემური მეტაბოლიზმის დროს პაროქსეტინის რაოდენობა, რომელიც შეიძლება სისხლის სისტემურ ნაკადში მოხვდეს, უფრო ნაკლებია, ვიდრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბირებული. უფრო მაღალი ერთჯერადი დოზების ან მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში აღინიშნება პირველადი გავლის არასრული გაჯერება და პლაზმიდან კლირენსის შემცირება, ორგანიზმში პრეპარატის შემცველობის გაზრდით. ამას მივყავართ პაროქსეტინის პლაზმური კონცენტრაციის არაპროპორციულ გაზრდასთან, და, შესაბამისად, ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არამდგრადი ხდება, რასაც არასწორხაზოვან კინეტიკამდე მივყავართ. თუმცა არასწორხაზოვნება მთლიანობაში მცირეა და დაბალ დოზებზე დაბალი პლაზმური კონცენტრაციის მიღწევით შემოიფარგლება.
სისტემური კონცენტრაციების მდგრადი მნიშვნელობები მიიღწევა დაუყოვნებელი ან კონტროლირებადი გამოთავისუფლებებით მკურნალობის დაწყებიდან 7–14 დღის შემდეგ, ამასთან, ფარმაკოკინეტიკა, როგორც ჩანს, არ იცვლება ხანგრძლივი გამოყენებისას.
განაწილება
პაროქსეტინი ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში და ფარმაკოკინეტიკური გამოთვლები გვიჩვენებს, რომ პაროქსეტინის მხოლოდ 1% არის წარმოდგენილი პლაზმაში.
პაროქსეტინის, დაახლოებით, 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს თერაპიული კონცენტრაციების შემთხვევაში.
კორელაცია პლაზმაში პაროქსეტინის კონცენტრაციასა და კლინიკურ ეფექტს (არახელსაყრელი ეფექტები და ეფექტურობა) შორის აღმოჩენილი არ არის.
მეტაბოლიზმი
პაროქსეტინის ძირითადი მეტაბოლიტებია – ჟანგვის და მეთილირების პოლარული და შებოჭილი პროდუქტები, რომლებიც მაშინვე გამოიყოფა.  მათი ფარმაკოკინეტიკური აქტიურობის შედარებითი არარსებობიდან გამომდინარე ითვლება, რომ ისინი არ მონაწილეობენ პაროქსეტინის თერაპიულ მოქმედებაში.
მეტაბოლიზმი არ მოქმედებს ნეირონული 5-Hთ-ის უკუმიტაცების მიმართ შერჩევით აქტიობაზე.
გამოყოფა
უცვლელი პაროქსეტინის შარდთან ერთად გამოყოფა შეადგენს მიღებული დოზის 2%–ზე ნაკლებს, მეტაბოლიტების შემცველობა – დაახლოებით 64%–ს. მიღებული დოზის დააახლოებით 34% გამოიყოფა ნაწლავების გზით, შესაძლოა, ნაღველთან ერთად, სადაც შეუცვლელი პაროქსეტინის რაოდენობა შეუცვლელი დოზის 1%–ზე ნაკლებს შეადგენს. ამგვარად, პაროქსეტინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირდება.

მეტაბოლიტების გამოყოფა ორ ფაზად ხდება: თავიდან გამოიყოფა პრესისტემური მეტაბოლიზმის პროდუქტები, მერე კი ხდება პაროქსეტინის სისტემური ელიმინაცია.
ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარიაბელურია, საშუალოდ 1 დღეს შეადგენს.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები და ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
პაროქსეტინის პლაზმური კონცენტრაციების მომატება აღინიშნება ხანდაზმულებთან და ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან, მაგრამ პლაზმური კონცენტრაციების დიაპაზონი შეესაბამება ჯანმრთელი პაციენტების მაჩვენებლებს.
უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
ტოქსიკოლოგიური კვლევები ტარდებოდა რეზუს–მაკაკებზე და ალბინოს ვირთაგვებზე, ვინაიდან მათი მეტაბოლოზმი ადამიანის მეტაბოლიზმის მსგავსია. როგორც ივარაუდებოდა, ლიპოფილური ამინების, მათ შორის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, ვირთაგვებში ფოსფოლიპიდოზი აღინიშნებოდა. ფოსფოლიპიდოზი არ აღინიშნება პრიმატებში ერთწლიან კვლევებში, რეკომენდებული კლინიკური დოზირების დიაპაზონზე 6–ჯერ აღმატებული დოზირებით.
კანცეროგენობა: თაგვებზე და ვირთაგვებზე ჩატარებულმა ორწლიანი ხანგრძლივობის მქონე კვლევებმა არ გამოავლინა პაროქსეტინის კანცეროგენული ეფექტი.
გენოტოქსიკურობა: ვიტრო და ინ ვივო ტესტების ჯგუფში გენოტოქსიკურობა გამოვლენილი არ იყო. ვირთაგვებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში გამოვლინდა პაროქსეტინის ზემოქმედება მდედრების და მამრების ფერტილობაზე. ვირთაგვებშიიზრდება ნაშიერების სიკვდილიანობა და აღინიშნება ოსიფიკაციის შეყოვნება. გვიანდელი ეფექტები, დიდწილად, უკავშირდებოდა დედისთვის პრეპარატის ტოქსიკურობას და ნაყოფზე/ახალშობილზე პირდაპირ გავლენას აღარ ახდენდნენ.
ფარმაცევტული მონაცემები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
რექსეტინი შემოგარსული ტაბლეტები, 20 მგ.
ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), ჰიპრომელოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
გარსი: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჰიპრომელოზა.
რექსეტინი შემოგარსული ტაბლეტები, 30 მგ.
ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), ჰიპრომელოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
გარსი: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჰიპრომელოზა.
შეუთავსებლობა
არ ეხება.
ვარგისიანობის ვადა
რექსეტინი შემოგარსული ტაბლეტები, 20 მგ: 5 წელი.
რექსეტინი შემოგარსული ტაბლეტები, 30 მგ: 5 წელი.
შენახვის პირობები
15-30°C–მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
რექსეტინი, შემოგარსული ტაბლეტები, 20 მგ.
10 შემოგარსული ტაბლეტი,  პვქ–ის და ალუმინის ფოლგის გაუმჭვირვალე ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების თანდართული ინსტრუქციით.
რექსეტინი, შემოგარსული ტაბლეტები, 30 მგ.
10 შემოგარსული ტაბლეტი,  პვქ–ის და ალუმინის ფოლგის გაუმჭვირვალე ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების თანდართული ინსტრუქციით.
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გაფრთხილება