სპასკუპრელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუნთების სპაზმის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშულება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50  და 250 ც.
1 ტაბ.

Colocynthis D4 …………………………. 30 მგ
Ammonium bromatum D4 …………… 30 მგ
Atropinum sulfuricum D6 …………….. 30 მგ
Veratrum D6 ……………………………. 30 მგ
Magnesia Phosphorica D6 …………… 30 მგ
Gelsemium D6 …………………………. 30 მგ
Passiflora Incarnata D2 ………………. 615 მგ
Agaricus D4 …………………………….. 615 მგ
Chamomilla D3 ………………………… 615 მგ
Cuprum Sulphuricum D ………………. 615 მგ
Aconitum D6 …………………………….

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ

Colocynthis D4 …………………………0.1 მლ Ammonium bromatum D4 …………..0.1 მლ Atropinum sulfuricum D6 …………….0.1 მლ Veratrum D6 ……………………………0.1 მლ Magnesia Phosphorica D6 ……………0.1 მლ Gelsemium D6 …………………………0.1 მლPassiflora Incarnata D2 ………………0.05 მგAgaricus D4 …………………………….0.05 მგ Chamomilla D3 ………………………..0.05 მგ  Cuprum Sulphuricum D6 ……………..0.05 მგ Aconitum D6 ……………………………0.2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი (კუჭის, ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, საშვილოსნოს, შარდსადინარის), ქოლეცისტიტის, სპაზმი კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს;
სპასტიური კოლიტი, თირკმლის ჭვალი, დისმენორეა შარდის ბუშტის ტენეზმები;
ბრონქული ასთმის სხვადასხვა ფორმა და სპასტიური ბრონქიტი, ხორხის სპაზმი, მაგალითად ცრუ კრუპის და ყივანახველის დროს;
ბავშვებში კბილების ამოჭრისას, მუცლის ჭვალი, შაკიკი, კუნთების გადაძაბვა (მიალგიები, მიოგელოზები), მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს კუნთების რეფლექსური შეკუმშვა.

მიღების წესი და დოზირება:
სუბლინგვალური ტაბლეტები.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მწვავე მდგომარეობისას თითო  ტაბლეტი 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

საინექციო ხსნარი მწვავე მდგომარეობის დროს გარკვეული ხნის განმავლობაში ყოველდღე; ჩვეულებრივ
1-3-ჯერ კვირაში ერთი ამპულა დღეში კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია.

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ დაგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook