სპიგელონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გრიპის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Spigelia anthelmia D3 ………..       30 მგ
Atropa belladonna D3…………       30 მგ
Bryonia cretica D3 ……………….    30 მგ
Gelsemium sempervirensD3…….    30 მგ
Melilotus officinalis D3   …………… 30 მგ
Natrium carbonicum D3…………… 30 მგ
Acidum silicicum D12 ………..        60 მგ
Thuja ºCcidentalis D12 ……..        60 მგ

ჩვენებები:
სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილი, განსაკუთრებით ნერვულ ნიადაგზე, კისრისმიერი შაკიკი, კეფისა და სამწვერა ნერვის ნევრალგია, კონსტიტუციური თავის ტკივილი;
ციებ-ცხელების შედეგად გამოწვეული თავის ტკივილი;
როგორც დამხმარე თერაპია _ გრიპის, ანგინის, ალკოჰოლის გამოყენების შემდგომ და მენსტრუაციის წინა პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მწვავე შემთხვევებში 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების
წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე. წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ აქვეითებს მძღოლების რეაქციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება