ჰევერტ პულმო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები:
დროსერა ტრ. დ3 – 100 მგ
გრინდელია რუბოსტა ტრ. დ4 – 10 მგ
კალიუმის იოდატი ტრ. დ3 – 20 მგ
ნაფტალინი ტრ. დ6 – 20 მგ
სპონგია ტრ. დ4 – 20 მგ
სტიქტა ტრ. დ3 – 20მგ
ტეუკრიუმ სკოროდინა ტრ. დ3 – 20 მგ
ქერიფქლა ტრ. დ1 – 20 მგ
იერბა სანტა ტრიტ. დ1 – 20 მგ
დანხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა მონოჰიდრატი,ხორბლის სახამებელი,მაგნიუმის სტეარატი
აღწერა: მრგვალი,ორმხრივ ამობურცული, ღია ყვითელი – რუხი ფერის ტაბლეტებია, სპეციფიური სუნის გარეშე.

ჩვენებები
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთება:
ბრონქიტი(ბრონქების ანთება), პნევმონია(ფილტევების ანთება),ბრონქოპნევმონია, ლარინგოტრაქეიტი, ტარქეიტი(ტრახეას ანთება), რინიტი,სინუსიტი, ლარინგიტი(ხორხის ანთება).

მიღების წესები და დოზები
თუ ექიმისგან არა არის გამოწერილი,იმ შემთხვევაში:
ბავშვებში 12 წლიდან:
– მწვავე შემთხვევებში: 1 ტაბლეტი ყოველ ნახევარ-ერთ საათში ერთხელ, დღეში მაქსიმუმ 6 მიღება, ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ ან ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
– ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით მიღება შესაძლებელია ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
– ქრონიკულ შემთხვევებში:1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, გაუმჯობესების შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება.
– ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
12 წლამდე ბავშვების დოზირებს განსაზღვრავს ექიმი ჰომეოპათი.

გვერდითი მოვლენები
არა არის ცნობილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

ორსულობა და ლაქტაცია
მიიღეთ მხოლოდ ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მანქანის და მექანიზმების მართვა: მანქანის და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა არა არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები
არ მიიღოთ კონსულტაციის გარესე ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების შემთხვევაში.
ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები დროებით შეიძლება გაძლიერდეს,ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მირება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები ამ მომენტისათვის არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25оC ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 40

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Hevert Arzneimittel, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook