ჰევერტ სინუსიტისი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათური საშუალება. სასუნთქი ორგანოების დაავადებების სხვა სამკურნალო პრეპარატები.

შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
Apis Tr.D4……………………..   10მგ
Baptisia Tr.D4…………………..   5მგ
Cinnabaris Tr.D3………………..   5მგ
Echinacea Tr.D2……………….   30მგ
Hepar sulfuris Tr.D3…………….  10მგ
Kalium bichromicum Tr.D8……   30მგ
Lachesis Tr.D8 …………………  10მგ
Luffa operculate Tr.D4 ……….  60მგ
Mercuruis bijodatus Tr.D9……   70მგ
Silicea Tr.D42  ………………..    5მგ
Spongia Tr.D6  ………………..  10მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.

ჩვენებები;
სინუსიტები, რინიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები.
სახისა და თავის ტკივილი;
სახის არეში რბილი ქსოვილების ორგანული შეშუპება;
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ცხვირით სუნთქვის შესუსტება;
სეკრეცია: წყალწყალადან ლორწოვანამდე, ჩირქოვნი, ცალმხრივი ან ორმხრივი, შესუსტებული სეკრეცია;
ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვისას;
რეგიონული ლიმფური კვანძების შეშუპება;
ნუშურების სიწითლე, შეშუპება;
დისფონია, ხმის დაკარგვა;
ცხელება.
უკუჩვენებები:
პეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ტუბერკულოზი, ლეიკემია, კოლაგენოზი, აუტოიმუნური დაავადებები, მრავლობითი სკლეროზი; შიდსი და სხვა ქრონიკული ვირუსული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ან მიიღება ენის ქვეშ.
თუ ექიმის მიერ სხვაგვარი დანიშნულება არ არის მოზარდებში და 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია:
2 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში ჭამამდე ან ჭამის შემდეგ 20–30 წთ–ით ადრე/შემდეგ.
მწვავე შემთხვევაში 2 ტაბლეტი ყოველ ნახევარ საათში, არაუმეტს 12 ტაბლეტი დღეღამეში.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში ტაბლეტს დაფხვნიან და ურევენ საჭმელში.
გაუმჯობესების შემდეგ მიღების სიხშირეს ამცირებენ.

ინფორმაცია დიაბეტიანებისთვის: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული სიფრთხილე:
არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფარისებრი ჯირკვლის დაავადების შემთხვევაში.
ჰომეოპათური საშუალებების გამოყენებისას დასაწყისში სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოყენება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება: არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
მიიღება მხოლოდ ექიმ–ჰომეოპათთან კონსულტაციის შემდეგ.

მანქანადანადგარების მართვა:
მანქანა–დანდაგარების მართვის უნარზე გავლენა  მკურნალობის პერიოდში არ არის ცნობილი.

შენახვის ვადა:
4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: Hevert Arzneimittel GmbH, გერმანია.

გაფრთხილება