ჰევერტ სინუსიტისი

  ჰევერტ სინუსიტისი

ჰევერტ სინუსიტისის ზოგადი ინფორმაცია

ჰევერტ სინუსიტისი. HEVERT SINUSITIS. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – R07A. მწარმოებელი ფირმა – Hevert Arzneimittel GmbH (გერმანია).

ჰევერტ სინუსიტისის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰევერტ სინუსიტისი. HEVERT SINUSITISგამოდის ტაბლეტის ფორმით. ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს: ფუტკრის ტრ. D4 – 10 მგ, ბაპტიზია ტრ. D4 – 5 მგ, ცინაბარის ტრ. D3 – 5 მგ, ექინაცეა ტრ. D2 – 30 მგ, ჰეპარ სულფურის ტრ. D3 – 10 მგ, კალიუმის ბიქრომატი ტრ. D8 – 30მგ, ლახეზის ტრ. D8 – 10 მგ, ლუფა ოპერკულატა ტრ. D4 – 60 მგ , ვერცხლისწყლის ბიიოდატი ტრ. D9 – 70 მგ, კვარცი ტრ. D2 – 5 მგ, სპონგია ტრ. D6 – 10 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი ,მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი. აღწერა: თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ტაბლეტები.

ჰევერტ სინუსიტისის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰევერტ სინუსიტისის ფასები ფარმადეპოში
ჰევერტ სინუსიტისის ფასები ავერსში
ჰევერტ სინუსიტისის ფასები psp-ში
ჰევერტ სინუსიტისის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰევერტ სინუსიტისი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰევერტ სინუსიტისის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰევერტ სინუსიტისის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სინუსიტები
  • რინიტები
  • ფარინგიტები
  • ლარინგიტები
  • ტკივილი თავის
  • ტკივილი სახის
  • შეშუპება სახის არის რბილი ქსოვილების
  • შეშუპება ცხვირის ლორწოვანი გარსის
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება
  • ლორწოვანი, ჩირქოვანი, ცალმხრივი ან ორმხრივი სეკრეცია ცხვირიდან, შესუსტებული სეკრეცია
  • ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვისას
  • სიმშრალე ყელის
  • ყელის წვა
  • უსიამოვნო შეგრძნება ყელში, რომელიც იწვევს გულირევის შეგრძნებას
  • შეშუპება რეგიონალური ლიმფური კვანძების
  • სიწითლე
  • შეშუპება
  • ნუშისებური ჯირკვლების გადაფარვა ყელის არეში
  • დისფონია
  • ხმის დაკარგვა
  • ცხელება

ჰევერტ სინუსიტისის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები

სინუსიტები, რინიტები, ფარინგიტები და ლარინგიტები.

– თავის და სახის ტკივილები;

– სახის არის რბილი ქსოვილების შეშუპება;

– ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ცხვირით სუნთქვის გაძნელება;

– სეკრეცია: ლორწოვანი, ჩირქოვანი, ცალმხრივი ან ორმხრივი სეკრეცია ცხვირიდან, შესუსტებული სეკრეცია;

– ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვისას, სიმშრალე, წვა და უსიამოვნო შეგრძნება ყელში რომელიც იწვევს გულირევის შეგრძნებას;

– რეგიონალური ლიმფური კვანძების შეშუპება;

– სიწითლე, შეშუპება, ნუშისებური ჯირკვლების გადაფარვა ყელის არეში;

– დისფონია, ხმის დაკარგვა;

– ცხელება;

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ან მიიღოთ ენის ქვეშ.

თუ ექიმისგან არ არის გამოწერილი, იმ შემთხვევაში :

მოზრდილებში ან ბავშვებში 3 წლიდან :

– 2 ტაბლეტი 4 ჯერ დღე-ღამეში ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ ან ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

– მწვავე შემთხვევებში : 2 ტაბლეტი ყოველ ნახევარ-ერთ საათში ერთხელ, დღე-ღამეში არაუმეტეს 12 ტაბლეტისა; ბავშვებში 3 წლამდე – 1 ტაბლეტი 4 ჯერ დღე-ღამეში, ამისათვის ტაბლეტს აწვრილმანებენ და უმატებენ საკვებს;

გაუმჯობესების შემდეგ დოზას ამცირებენ;

– ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის :

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი.

უკუჩვენება

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;

– ტუბერკულოზი, ლეიკემია, კოლაგენოზი, აუტოიმუნური დაავადება, გაფანტული სკლეროზი, შიდსი და სხვა ქრონიკული ვირუსული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია

მიიღეთ მხოლოდ ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

მანქანის და მექანიზმების მართვა : მანქანის და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა არა არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები

არ მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების შემთხვევაში.

ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენებისას მკურნალობის დასაწყისში სიმპტომები დროებით შეიძლება გაძლიერდეს, ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები ამ მომენტისათვის არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები

4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები : ინახება არაუმეტეს 25оC ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..