ეროლინი სიროფი

  • თურმანიძის მალამოები

ეროლინი სიროფი

ეროლინი სიროფის ზოგადი ინფორმაცია

ეროლინი სიროფი. EROLIN. ჰისტამინური H1–რეცეპტორების ბლოკატორები, მეორე თაობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ლორატადინი. Loratadine.  მწარმოებელი ფირმა – სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი (უნგრეთი).

ეროლინი სიროფის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ეროლინი სიროფი. EROLIN გამოდის 120 მლ სიროფის ფორმით. 1 მლ სიროფი შეიცავს 1 მგ ლორატადინს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, პროპილენგლიკოლატი, გლიცერინი, ლიმონმჟავა უწყლო, ვანილინის არომატი AB-710, მარწყვის არომატი 22754-00 და გამოხდილი წყალი.

ეროლინის (სიროფი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ეროლინის (სიროფი) ფასები ფარმადეპოში
ეროლინის (სიროფი) ფასები ავერსში
ეროლინის (სიროფი) ფასები psp-ში
ეროლინის (სიროფი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ეროლინი (სიროფი), იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ეროლინის (სიროფი)  ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ეროლინი სიროფის აქტიური ნივთიერება

ლორატადინი. Loratadine. ქიმიური დასახელება –  4-(8-ქლორ-5,6-დიჰიდრო-11Н-ბენზო-[5,6]ციკლოჰეპტა [1,2-b]პირიდინ-11-ილიდენ)-1-პიპერიდინკარბონის მჟავის ეთილის ეთერი. ბრუტო–ფორმულა: C22H23ClN2O2. ლორატადინს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:79794-75-5.

ეროლინი სიროფის სინონიმები 

ეროლინი ტაბლეტები (EROLIN, EGIS, უნგრეთი), ლორატადინი (Loratadine, Your Pharmacy, საქართველო).

ეროლინი სიროფის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

ალერგიის სიმპტომები:

  • ცემინება
  • სურდო
  • ქავილი
  • თვალების სიწითლე
  • გამონაყარი კანზე
  • ქავილი
  • ჭინჭრის ციება

ეროლინი სიროფის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ეროლინის აქტიური ინგრედიენტი წარმოადგენს ხანგრძლივად და შერჩევითად მოქმედ პერიფერულ ჰისტამინური H1-რეცეპტორების სამციკლიან ბლოკატორს.
მას არ ახასიათებს გამოხატული სედაციური და ქოლინომაბლოკირებელი თვისებები. ლორატადინი ცუდად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარრიერს და ახასიათებს სუსტი აფინიტეტი თავის ტვინის ჰისტამინური რეცეპტორების მიმართ. პრეპარატი გამოირჩევა უსაფრთხოებით. მისი ხანგრძლივი დანიშვნა არ იწვევს ფიზიოლოგიური ფუნქციების, ლაბორატორიული მონაცემების, ფსიქიკური სტატუსის და ელექტროენცეფალოგრამის მხრივ ცვლილებებს.
პრეპარატის ხანგრძლივი შეყვანის დროს პირდაპირი ტოქსიკური ზემოქმედების ან სპეციფიკური ეფექტების შესწავლისას, ცვლილებები არ არის გამოვლენილი.
ფარმაკოკინეტიკა
ლორატადინი პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მოქმედება იწყება 1-3 საათის შემდეგ, ეფექტის მაქსიმუმი აღინიშნება 8-12 საათის შემდეგ. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა ერთჯერადი გამოყენებისას შეადგენს 24-48 საათს.
ლორატადინის მიღებისას ჭამის შემდეგ ფართობი მრუდის (კონცენტრაცია – დრო) ქვეშ ლორატადინისთვის და მისი აქტიური მეტაბოლიტისთვის იზრდება, ასევე, პროლონგირებას განიცდის Tmax ორივე სუბსტანციისთვის.
ლორატადინის ერთჯერადი დანიშვნისას იგი აღწევს წონასწორულ კონცენტრაციას მე-5 დღეს. თუ პრეპარატი შეჰყავთ დოზით 10 მგ-დან 40 მგ-მდე, საწყისი ნივთიერების და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტური პარამეტრები არ არის დამოკიდებული დოზაზე.
ლორატადინი განიცდის სრულ მეტაბოლიზმს ღვიძლში იზოენზიმ CYP3A4-ის ზემოქმედებით. ამ ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორების ზეგავლენით ლორატადინი განიცდის მეტაბოლიზმს იზოენზიმ CYP2D6 – ით. ინტენსიური მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი – დესკარბოეტოქსილორატადინი. იგი უფრო აქტიურია, ვიდრე საწყისი ნივთიერება; მეტაბოლიტი განიცდის ინაქტივირებას მისი შემდგომი კონიუგაციის დროს.
ლორატადინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ჯანმრთელ პაციენტებში ლორატადინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-15 საათს. ეს დრო უფრო ხანგრძლივია ხანდაზმულებში და ავადმყოფებში ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით. პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ თირკმელებით გამოიყოფა დოზის 27%. პრეპარატის დანიშვნისას 10 დღის განმავლობაში შეყვანილი რაოდენობის 40% და 42% განიცდის ელიმინაციას შესაბამისად შარდით და განავლით. ლორატადინი და მისი აქტიური მეტაბოლიტი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ჩვენებები
გამოიყენება ალერგიის ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა ცემინება, სურდო, ქავილი და თვალების სიწითლე; ასევე, კანზე გამონაყარის, ქავილისა და ჭინჭრის ციების შემთხვევაში;

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში:
საწყისი დოზა მოზრდილებისთვის და მოზრდილებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი (10 მლ სიროფი) 1 ჯერ დღეში.
ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.
ხანდაზმულებში:
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვებში:
ბავშვებში 2 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება წონის მიხედვით:
30 კგ-მდე წონის ბავშვებში – 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში,
30 კგ მეტი წონის ბავშვებში – 10 მგ (10 მლ) დღეში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი, როგორც წესი, კარგი ამტანობით ხასიათდება. მკურნალობის დროს აღინიშნება: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ღებინება, მადის გაძლიერება, დისკომფორტი კუჭის არეში, ნაწლავების ფუნქციის დარღვევა.
ბავშვებში ეროლინი იწვევს მოუსვენრობას, ასთმური ტიპის სუნთქვას, დაღლილობას, ჰიპერკინეზიას, ტკივილს მუცელში, კონიუნქტივიტს, დისფონიას და ადინამიას.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
– ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. ეროლინის მიღება წყდება 4 დღით ადრე Prick – ტესტის ჩატარებამდე, რადგანაც შესაძლებელია ამ სინჯის ცრუ უარყოფითი შედეგი.
ეროლინის პირველი მიღებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს გვერდითი მოვლენების განვითარებას (მაგალითად, ძილიანობა), რამაც შეიძლება იმოქმედოს ავტომობილისა და მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე.
ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ ამგვარი სამუშაოსგან გვერდითი მოვლენების გაქრობამდე.
ჭარბი დოზირება
40-180მგ ლორატადინის მიღების შემდეგ აღინიშნება ძილიანობა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სწრაფად დაიწყოს სიმპტომური თერაპია. ავადმყოფებში, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება, ინიშნება ემეტური საშუალებები. იპეკაკუანას პრეპარატების დანიშვნა ნაჩვენებია სპონტანური ღებინების შემთხვევაშიც. კუჭის გაწმენდის შემდეგ ინიშნება აქტივირებული ნახშირი და სითხე დიდი რაოდენობით. თუ ღებინების გამოწვევა უკუნაჩვენებია, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ავადმყოფები საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. აუცილებელია სწრაფად დაიწყოს სიმპტომატური თერაპია. ავადმყოფებში, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება, ინიშნება ემეტური საშუალებები. იპეკაკუანას პრეპარატების დანიშვნა ნაჩვენებია სპონტანური ღებინების შემთხვევაშიც. კუჭის გაწმენდის შემდეგ ინიშნება აქტივირებული ნახშირი და სითხე დიდი რაოდენობით. თუ ღებინების გამოწვევა უკუნაჩვენებია, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა. გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ავადმყოფები საჭიროებენ სამედიცინო დაკვირვებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია სიფრთხილე ეროლინის ერთდროული დანიშვნისას ერითრომიცინთან, ციმეტიდინთან, ან კეტოკონაზოლთან, რაც იწვევს ლორატადინის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში. ციმეტიდინის და კეტოკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში რჩება უცვლელი, ხოლო ერითრომიცინის შემცველობა მცირდება 15%-ით. ასევე, ეროლინის ერთდროული დანიშვნისას ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორებთან (გუანიდინი, ფლუკონაზოლი, ფლუოქსეტინი) საჭიროა სიფრტხილე, რადგანაც არ არის საკმარისი მონაცემები ამ კომბინაციის უსაფრთხოების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი; ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25oC.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
გახსნილი ფლაკონი ინახება 6 თვის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (რეცეპტის გარეშე)

Share this...Share on Facebook
Facebook