ნაფლოქსი

ნაფლოქსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნორფლოქსაცინი/norfloxacine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება

ჩვენებები
თვალის ზედაპირული ინფექციები და მათი გართულებები, რომლებიც გამოწვეულია ნორფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით.

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივი დოზაა ნაფლოქსის 1-2წვეთი თვალში 4-ჯერ დღეში. ინფექციის სიმწვავის მიხედვით პირველი დღის თერაპიული დოზა შეიძლება იყოს 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში, ღვიძილის პერიოდში. ნაფლოქსის თვალის წვეთებით ადგილობრივი მკურნალობა უნდა დაინიშნოს ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხის შესაბამისად.

გამოყენების ინსტრუქცია
გახსნისთვის საჭიროა სახურავზე ზეწოლა. თვალში ჩაიწვეთებისას საჭიროა ფლაკონზე ფრთხილი მოჭერა, გამოყენების შემდეგ კი თავსახურის მჭიდროდ დახურვა.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და იმ ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ, რომლებიც ქიმიურად შეესაბამება ქინოლონებს.

განსაკუთრებული მითითებები
ყველაზე ხშირი მწვავე რეაქციაა, წვის შეგრძნება და მწვავე ტკივილი. პრეპარატთან დაკავშირებული სხვა, უფრო იშვიათი გვერდითი ეფექტებია: კონიუნქტივას ჰიპერემია, ქიმოზი, ფოტოფობია და ჩაწვეთების შემდეგ მწარე გემო პირში.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაწვეთებისას ან ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რაიმე პრეპარატის მიღების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
ყურადღება: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში, დარჩენილი ნაწილი უნდა განადგურდეს

გამოშვების ფორმა: 3მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:: ფარმიგეა, იტალია

გაფრთხილება